– კუროს ზოდაიქოს ნიშნებს აერთიანებს. აპრილის ადამიანები, გასაოცარი გამძლეობით და სიცოცხლის უნარიანობით გამოირჩევიან. სწორედ ამიტომაც შეადარეს ისინი აპრილის ყვავილს – მამაც ყოჩივარდას.
დაბადებული 6 აპრილს
6 აპრილს დაბადებული ადამიანები, გამომძიებლური უნარ ჩვევებით და უზომო ცნობისმოყვარეობით გამოირჩევიან. მათ ძალიან უყვართ ექსპერიმენტები. ასევე დიდი სიამოვნებით ერთვებიან, სხვადასხვა სახის ინტელექტუალურ პაექრობებში, იმიტომ რომ ცხოვრების მანძილზე მუდმივად აგროვებენ ცოდნას სხვადასხვა სფეროში. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ინტელექტის მხრივ ნამდვილად არ მოიკოჭლებენ. ხშირად, მათი პოზიცია, არასწორად აღიქმება სიხისტის და საუბრისას რადიკალური ტონის გამო.