. მისი პროტოტიპი ბერძნულ მითოლოგიაშიც გვხვდება ქალღმერთი ჰერას სახით. ასტროლოგიურად კი იუნონა პარტნიორული ურთიერთობების რაგვარობას განაგებს. მისი ტრანზიტები მიანიშნებს ქორწინების, განქორწინების ალბათობას ან ოჯახური სიტუაციის მოსალოდნელ ცვლილებებს. იუნონას მფარველობაში მყოფი ივნისის თვე კი, ორ საკმაოდ განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს აერთიანებს. მოუსვენარ, კომუნიკაბელურ, ცნობისმოყვარე და ცოტა არ იყოს ზედაპირულ ტყუპს და ფრთხილ, ბუტია, უზომოდ სენსიტიურ კირჩხიბს.
დაბადებული 6 ივნისს
6 ივნისს დაბადებული ადამიანები, გამოირჩევიან სიჯიუტითა და მიზანმიმართულობით. გარდა ამისა, მათ გააჩნიათ გასაოცარი წინასწარ ჭვრეტის უნარი, რომლის მეშვეობითაც ხშირად ახერხებენ რთულ სიტუაციებს ოსტატურად დააღწიონ თავი.