ბერძნებში. ასტროლოგიურად კი მაისი, ორ რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს: კუროსა და ტყუპს აერთიანებს. აქედან გამომდინარე, ამ თვეში დაბადებული ადამიანები, ერთდროულად არიან ცვალებადებიც და პრინციპულებიც, კონსერვატორებიც და ნოვატორებიც. და რაც მთავარია, ნებისმიერი მაისის ადამიანი ასხივებს ძლიერ სასიცოცხლო ენერგეტიკას და უშრეტ ოპტიმიზმს, რაც ზუსტად შეესატყვისება ამ თვეს. მაისი ხომ სიცოცხლის გამოღვიძების, ახლის საწყისისა და აღორძინების სიმბოლოა.
დაბადებული 7 მაისს
7 მაისს დაბადებული ადამიანები, უზომო პრინციპულობითა და ერთგულების გასაოცარი უნარით გამოირჩევიან. ამ ადამიანებს გააჩნიათ ძალა ბოლომდე უერთგულონ მათთვის ავტორიტეტულ პიროვნებას, საყვარელ საქმეს ან იდეალებს რომელსაც ცხოვრება მიუძღვნეს. თუმცა, ამგვარი უაპელაციო სიჯიუტის გამო არცთუ იშვიათად ამ ადამიანებს პრობლემები ექმნებათ გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში. შესაბამისად მათთვის აუცილებელია ცოტაოდენი ლოიალურობისა და სირბილის გამომუშავება ხასიათში.