იანვარი და თებერვალი კალენდრის ბოლო დამატებული თვეებია, ვინაიდან რომაელები ზამთარს თვლიდნენ პერიოდად თვეების გარეშე. თებერვლის ძველქართული სახელწოდებაა სურწყუნისი.
თებერვლის ზოდიაქოს ნიშნებია მერწყული და თევზები. მათ შორის მსგავსება კარგი ინტუიცია და მდიდარი ფანტაზიის უნარია. თუმცაღა ეს ორი, ემოციური დონით აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. მერწყულს ზედაპირულობა ახასიათებს, მაშინ როცა თევზები ღრმად ემოციური და უზომოდ განცდიანი ნიშანია.
დაბადებული 7 თებერვალს
7 თებერვალს დაბადებული ადამიანები, ბუნებით რევოლუციონერები და ბუნტის მოყვარული ინდივიდები არიან. მათი უმრავლესობა შესანიშნავად ერკვევა ადამიანის ფსიქოლოგიაში და იშვიათად ნებდება ცდუნებას, თავი გაასულელებინოს გარშემო მყოფებს. თუმცა, სიფიცხე და სამართლიანობის გადამეტებული შეგრძნება, ხშირად ხდება მაინც ამ ხალხისთვის კონფლიქტების მიზეზი.