დაფიქრდით საკუთარ ცხოვრებაზე, მაგრამ მეტად ფილოსოფიურად. ნუ აჩქარდებით მუშაობისას, ის არსად გაგექცევათ. უმჯობესია, გაიაროთ კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები. პროფესიონალებთან მუშაობაც კარგ შედეგს და გამოცდილებას მოგიტანთ. ეცადეთ, მხნე და აქტიური იყოთ; სახეზე კი მუდამ ღიმილი გქონდეთ.
დეკემბრის დასაწყისში - შეიძლება მკვეთრად შეგეცვალოთ ცხოვრებაზე წარმოდგენა. სხვათა შორის, ტრანსფორმაციას საჭიროებს სამსახურის საქმეებიც. შეიძლება გაგდებაზე არ მიდგეს საქმე, მაგრამ მკაცრ საყვედურს ვერსად გაექცევით. მაგრამ გახსოვდეთ გამოთქმა: "ყველაფერი რაც ხდება, უკეთესობისთვის ხდება". სხვათა შორის, შეიძლება სწორედ ახლა დაიწყოთ ის საქმე, რაც სულიერ სიამოვნებასაც მოგიტანთ და მატერიალურ კეთილდღეობასაც. მხოლოდ ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ და გულსაც ხშირად დაეკითხეთ რჩევა, ის არ მოგატყუებთ. იმისათვის, რომ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, მავნე ჩვევებს უნდა ებრძოლოთ. პატარა ბავშვი ხომ არ ხართ, რომ არ გესმოდეთ, რა ზიანის მოტანა შეუძლია თქვენთვის ალკოჰოლსა და სიგარეტს?!
დეკემბრის შუაში - უნდა შეაჯამოთ ყველა ის საქმე, რაც წლის განმავლობაში გქონდათ გაკეთებული. თუ მატერიალური მდგომარეობა საშუალოზე დაბალი გაქვთ, რადიკალურ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ. მოერიდეთ სარისკო საქმიანობას, რამაც შეიძლება ავტორიტეტი გაგიფუჭოთ გარშემო მყოფებში. წარმატება ელით კერძო მეწარმეებსა და შემოქმედებით ადამიანებს. აგრეთვე, მენეჯერებს. ყველგან სიამოვნებით გაგიღებენ კარს, დაბრკოლება არ გელით. უფრო მეტიც, შეიძლება ახალი საქმეები მინიმალური თანხით დაიწყოთ. სიყვარულში ქარაფშუტულად ნუ მოიქცევით, ეს თქვენს საყვარელ ადამიანს არ მოეწონება. აგრეთვე, ნუ გაებლანდებით ფეხებში იმ პიროვნებას, რომელმაც დიდი ხნის წინ დაგივიწყათ.
დეკემბრის ბოლოს - განვითარების, ახალ, პერსპექტიულ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობა მოგეცემათ. არავის მისცეთ უფლება, რომ გიბრძანონ რა გააკეთოთ. იყავით თავდაჯერებული და მიზანსწრაფული. აკეთეთ მხოლოდ ის საქმე, რაც გამარჯვებას, პოპულარობას მოგიტანთ. ოჯახის წევრებს თქვენი იმედი აქვთ და ეცადეთ, არ გაუცრუოთ. ბიზნესმენი ტყუპი უცხოელი და ადგილობრივი პარტნიორების მოხიბვლას შეძლებს.
ფრთხილად და დაკვირვებულად უნდა იმოქმედოთ. ეცადეთ, ცივსისხლიანი იყოთ კონკურენტების მიმართ. რაც უფრო გონიერი მეტოქე გყავთ, უფრო გონიერი უნდა იყოთ თქვენ. ზოგიერთები გადალახავენ იმ ბარიერს, რაც კარიერულ წინსვლაში უშლით ხელს.
კარგად განიხილეთ ახალი საქმიანი შემოთავაზებები. თუ საჭირო გახდება ჩაატარეთ გამოკითხვა და რჩევა პროფესიონალებსაც ჰკითხეთ. შეიძლება საქმიანობაში ჩართვა შემოგთავაზონ ყოფილმა საქმიანმა პარტნიორებმა. დაფიქრდით, თუ მათგან კარგი არაფერი გახსოვთ, გიღირთ მათ შემოთავაზებაზე დათანხმება?!... ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში მხოლოდ გავლენიან ადამიანებთან თანამშრომლობა შეგიწყობთ ხელს.
სხვადასხვა წყაროდან მიიღებთ ფულს, მაგრამ ხარჯიც გაგეზრდებათ. ეცადეთ, ეკონომია გააკეთოთ. ნუ შეიძენთ ისეთ ნივთებს, რაც აუცილებელი არაა. იმავეს თქმა შეგვიძლია საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრების შეძენასა და სადღესასწაულო სუფრის გაშლაზე. ზოგიერთმა შეიძლება მემკვიდრეობა მიიღოს, რის გამო გამგზავრება მოგიწევთ. კარგად შესრულებული პროექტისთვის შეიძლება ფულადი ჯილდო მიიღოთ.
არ გადაიღალოთ და თუ გრძნობთ, რომ შინაგანად გამოფიტული ხართ და მეტი მუშაობა აღარ შეგიძლიათ, უნდა დაისვენოთ. გამონახეთ დრო დასვენებისთვის. გაიუმჯობესეთ კვებისა და ძილის რეჟიმი. ეცადეთ, ექიმის ნებართვის გარეშე არ ჩაიტაროთ გასაკაჟებელი პროცედურები. ინფექციების მძვინვარების პერიოდში მეტად გაუფრთხილდით ყელს, მიიღეთ საკმარისი რაოდენობის სითხე და მოერიდეთ მჭიდრო კონტაქტს იმათთან, ვინც გაცივებულია.
ვინც ეძებს, ის მუდამ პოულობს. ეს ეხება მარტოხელა ტყუპს, ვისაც ბედნიერების მიღწევა სურს. იყავით მზად ახალი ადამიანებს გასაცნობად. მით უმეტეს, თუ პირადი ცხოვრების გაუმჯობესება გსურთ, დეკემბერში რომანტიკული ნაცნობობის შანსი ერთიორად მატულობს. მიუხედავად იმისა, რომ სამსახური და სწავლა ბევრ დროს გართმევთ, მაინც უნდა გამონახოთ დრო შეყვარებულთან შესახვედრად. მეტად უნდა მოინდომოთ, რომ ბედნიერი იყოთ.
დაქორწინებულება, ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, მეტად გაანებივრეთ საყვარელი ადამიანი რომანტიკული სიურპრიზებით. ერთად გადაწყვიტეთ ბინის რემონტის, ავეჯის განახლების საკითხები. მოძებნეთ არა ის, რაც თქვენ მოგწონთ, არამედ ის, რაც მასაც მოეწონება. ფინანსური მდგომარეობა საშუალებას მოგცემთ საზღვარგარეთ დაისვენოთ.
წლის ბოლო თვეს მაქსიმალურად უნდა იშრომოთ, რომ გარშემო ყველას ასიამოვნოთ. განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებენ ბავშვები და მათი ჯანმრთელობა. ხშირად შეხვდით ნათესავებს ან სადღესასწაულო დღეებში მაინც მოინახულეთ ისინი. სასურველია, ახალი წლის დაგეგმვსა და მომზადებაშიც დაეხმაროთ მათ.
ზოგიერთს შეიძლება ძველმა უსიამოვნებებმა შეახსენონ თავი, რასაც ადვოკატის დახმარების გარეშე ვერ მოაგვარებთ.
საუკეთესო თვეა ნიშნობისა და ბავშვის ჩასახვისთვის, თუ რა თქმა უნდა, დაგეგმილი გაქვთ.