. მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია, თუმცაღა არსებობს მათ შორის კონკრეტული გავლენის და სიძლიერის მქონე ვარსკვლავები, რომელთა განხილვასაც ჩვენს საიტზე, მორიგი სტატიების ციკლში გთავაზობთ.
ზოგადად, ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ამ ე.წ. ფიქტიური ვარსკვლავების ამოქმედება, მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ისინი რომელიმე უმაღლეს პლანეტასთან აკეთებენ ზუსტ შეერთებას, კვადრატს ან ოპოზიციას. ამიტომ თავად ფაქტი იმისა, რომ პირად რუკაში ესა თუ ის ვარსკვლავი გიზით, არ ნიშნავს იმას რომ იგი აუცილებლად ამოქმედდება თქვენს ცხოვრებაში სრული ძალით. ქვემოთ მოყვანილ ჩამონათვალში განხილულია ყველაზე უფრო გავრცელებული სახეობა ე.წ. "ფიქტიური ვარსკვლავებისა", თუმცაღა აუცილებელია ასევე გაითვალისწინოთ თანდართული გრადუსიც, საიმისოდ რომ იგი კოსმოგრამაში ძლიერად ჩაითვალოს.
სპიკა – სასწორის 23 გრადუსი და არკტური სასწორის 24 გრადუსი – ორი ძალზე პოზიტიური ენერგეტიკის მქონე ფიქტიური ვარსკვლავი. მათი არსებობა ხშირად არბილებს და აბალანსებს რუკაში ე.წ. "დამწვარი გზის" (მორიელის ბოლო გრადუსების) არსებობის ფაქტს. სპიკას აქვს პლანეტა ვენერას ბუნება და ხასიათი, მისი შეერთება მერკურთან განს. მედიუმ ქოელზე ან მის მიდამოებში, იძლევა წარმატების შანსს იუველირის საქმიანობაში ან ფერადი მინის წარმოებაში.
სერპენტისი – მორიელის 19 გრადუსი – ზოგიერთი ასტროლოგი სერპენტისს არ მიაკუთვნებს ფიქტიური ვარსკვლავების სიას. მათი აზრით, იგი არის მორიელის გრადუსებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გრადუსი ანუ "დაწყევლილი ზოდიაქოს, დაწყევლილი გრადუსი". სერპენტისი ფლობს მარსისა და სატურნის თვისებებს. იგი ხშირად არის კატასტროფების, მძაფრი და ფატალური მოვლენების მიმანიშნებელი ადამიანის რუკაში.
ალფერაცი – ვერძის 14 გრადუსი – ფლობს ვენერას, იუპიტერისა და მარსის თვისებებს. მიანიშნებს ინდივიდის ცხოვრებაში სიმდიდრის, წარმატების და საყოველთაო პოპულარობის მოპოვების შესახებ. თუმცა მისი არსებობა რუკაში, ასევე აღნიშნავს ძალადობრივი სიკვდილის ან სუიციდის შემთხვევის დიდ საფრთხეს.
ბეტენ კაიტოსი – ვერძის 21 გრადუსი – ატარებს სატურნის თვისებებს. პირად რუკაში არის იზოლაციის, დეპრესიის და უბედური შემთხვევების სიგნიფიკატორი. იგი ასევე განაგებს ემიგრაციის, სექსუალური დარღვევებისა და სხვადასხვა სახის საზღვაო შემთხვევებს (მაგ, გემის ჩაძირვა, საზღვაო კატასტროფა).