ან წყლის სტიქიაშია განლაგებული (იუპიტერი ხომ მშვილდოსნის და თევზების მფარველია -შესაბამისად იგი ყველაზე მყუდროდ ამ ნიშნების მონათესავე სტიქიებში გრძნობს) იგი მფლობელს გაცილებით მარტივი გზებით ჰპირდება ფინანსური კეთილდღეობის მოპოვებას. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში არსებობს კონკრეტული სფეროები, რომელიც თქვენი იუპიტერის მიხედვით შეგიძლიათ აითვისოთ და ამ მეთოდით საკმაოდ სოლიდური თანხაც გამოიმუშაოთ.. საამისოდ მხოლოდ იმის ცოდნა დაგჭირდებათ, კონკრეტულად რომელ ზოდიაქოში ბრძანდება თქვენი დაბადების რუკაზე პლანეტა იუპიტერი..
თუკი იუპიტერი ცეცხლის სტიქიის ნიშანშია - ვერძი, ლომი ან მშვილდოსანი , მომგებიანია საკუთარი თუნდაც მცირე ბიზნესი, ვაჭრობა-კომერცია, ტურისტული სააგენტო, ქორწილების და ივენთების ორგანიზება, სპორტულ-გასართობი ღონისძიებები და ა.შ
იუპიტერი ვერძში წარმატებას გპირდებათ „მამაკაცურ სფეროებში“ - როგორიცაა საფონდო ბირჟა, სპორტული სარბიელი, სამხედრო სფერო, საგამოძიებო სტრუქტურა, დაცვის სამსახური და ა.შ ამას გარდა ძალზე პერსპექტიულია ასეთი ხალხისთვის ნებისმიერი სახის ფინანსური ოპერაციები დაწყებული სალომბარდო ქსელის გახსნით, დამთავრებული საინვესტიციო კომპანიის ჩამოყალიბებით. კიდევ ერთი სარფიანი სფეროა საავტომობილო ბიზნესი, ყიდვა-გაყიდვა, შეკეთება ან ავტოგასამართი სადგურები. რომელშიც მუშახელის ძირითად ნაწილს ასევე მამაკაცები (მარსის სფერო -მარსი ვერძის მმართველია) შეადგენენ.
იუპიტერი ლომში ძირითადად მფლობელისგან, ფულის შოვნასთან ერთად სხვების გართობაზე ზრუნვასაც ითხოვს, ამიტომ იუპიტერის ამგვარი მდებარეობით დაბადებულ ხალხს ძალიან უმართლებს ნებისმიერი სახის გასართობ ბიზნესში, იქნება ეს ღამის კლუბები, ტელევიზია, შოუბიზნესის სხვადასხვა დარგი, საიუველირო საქმე, მოდა, დიზაინი ან არქიტექტურა. იუპიტერი ლომში ძალიან სწყალობს ასევე პროდუსერებს, იმპრესარიოებს, მენეჯერებს და დიპლომატიურ სარბიელზე მოღვაწე ინდივიდებს.
იუპიტერი მშვილდოსანში - მშვილდოსნის ზოდიაქო იუპიტერისთვის ე.წ „მშობლიური სახლია“ ამიტომ იგი ამ კომბინაციაში საუკეთესოდ ავლენს თავს. ფული იუპიტერის ამგვარი მდებარეობის მფლობელმა ტურისტული ბიზნესით, იურისპუდენციით, საგამომცემლო საქმით, პიარი-მარკეტინგის ან ზოგადად სარეკლამო სფეროში მოღვაწეობით უნდა იშოვნოს. ასეთი ხალხი თავს კარგად გრძნობს იქ სადაც „მასებზე გასვლაა“ აუცილებელი, ამიტომ მათგან შესანიშნავი ლექტორები, პოლიტიკოსები და ადმინისტრაციული მუშაკებიც გამოდიან.