HR ასტროლოგია

HR ასტროლოგია

ყველასთვის ცნობილია, რომ თითოეულ ნიშანს, სხვადასხვა პლანეტა მფარველობს. აქედან გამომდინარე, პლანეტებს მათი ხასიათის, ენერგეტიკისა (ქალური,მამაკაცური, ბისექსუალური) და რაობის ( ბოროტი, კეთილი, ნეიტრალური) მიხედვით შესაბამისი პროფესიული კუთხით შეუძლიათ ამა თუ იმ პიროვნების ფორმირება. ზოდიაქოს თორმეტი ნიშანი სიმბოლურად შეესაბამება თორმეტ სფეროს, რომელსაც სხვადასხვა პლანეტები ”კურირებენ”, ასე მაგალითად პლანეტა მერკური კომუნიკაცისს სფეროს, ვაჭრობას და საგამომცემლო საქმეს ”ლობირებს”, ურანი მომავლის ტექნოლოგიებს, ელექტრონულ კომერციას და საგამომგონებლო საქმიანობას, მარსი სამხედო საქმისა და ზოგადად ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელთა მფარველი და წინამძღოლია, პლანეტა ვენერა კი დიზაინერებს და ხელოვან ადამიანებს აჯილდოვებს უნიკალური შესაძლებლობებით. თუმცა ეს ყველაფერი იმას როდი ნიშნავს, რომ თუ თქვენ ვთქვათ სასწორის ზოდიაქოს ნიშნით (ვენერას მფარველობა) მოევლინეთ ქვეყანას, აუცილებლად მეორე ოსკარ დე ლა რენტა უნდა გახდეთ მოდის სამყაროში, ან თუ თქვენი ზოდიაქოს ნიშანი ვერძია (მარსის მფარველობა) ყოველ მიზეზგარეშე მოკრივეთა რიგებში უნდა ჩაეწეროთ და ვიზუალური იმიჯითაც დაემსგავსოთ საკუთარი ნიშნის მმართველ ომისა და ნგრევის ღმერთ არესს. მართალია კონკრეტული ადამიანის პროფესიულ განვითარებასა და ზოგადად მისი ცხოვრებისეული დანიშნულების შესახებ (აღმავალი კვანძი-იგივე რახუ, მისია რომლითაც პიროვნება მოევლინა ქვეყანას) აუცილებელად მისი დეტალური პირადი რუკა უნდა გადაიხედოს და იქ მზის ნიშნის გარდა, კიდევ უამრავი მაჩვენებლის გათვალისწინებით დიასვას ”საბოლოო დიაგნოზი”, მაგრამ ზოგადად ამა თუ იმ ადამიანის პროფესიული მონაცემებისა და ნიჭის შესახებ, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვითაც შეგვიძლია საუბარი.

Astrologia

Astrologia

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი თევზებისთვის

პროგნოზები

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი მორიელებისთვის