დაწერა აზრადაც არ მომსვლია. თუმცა, მინდა გითხრათ მთელი ასი პროცენტის სიზუსტით, რომ ეს ყველაფერი ძალიან "მუშაობს"... სხვაგვარად როგორ ავხსნა ის ფაქტი, რომ მე თავად როგორც ვერძი ყოველთვის ვურტყამ თავს?.. მხოლოდ და მხოლოდ თავს ყველაფერს.
ლომი
ლომი გულით იმართება ასტროლოგიურად
ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს სუსტი აქვთ გული, სისხლის ცირკულაცია და ზოგადად გულსისხლძარღვთა სისტემა.
ლომები უსაშველოდ ამაყი და თავმოყვარე ადამიანები არიან. ამიტომ ვერასოდეს ეგუებიან წაგებას და დაქვემდებარებულის როლში ყოფნას. შესაბამისად, ყველაზე დიდი სტრესი ლომს სწორედ ამ კუთხით უწევს. მას მუდმივი მოთხოვნილება აქვს იყოს ლიდერი, იბრწყინოს და სხვებს უპატრონოს.
ჯანმრთელი ცხოვრების უმთავრესი რეცეპტი – მაქსიმალურად შემოიკრიბეთ გარშემო ისეთი ადამიანები, ვისაც თქვენი ნაკლითა და ღირსებით ერთნაირად ეყვარებით. საიმისოდ, რომ თქვენმა გულმა კარგად იმუშაოს, ყოველდღე მარტივი ვარჯიში გააკეთეთ – დაჯექით ფეხმორთხმით, ხელები გულზე დაილაგეთ გადაჯვარედინებულ მდგომარეობაში, ისე რომ ხელის მტევნები იღლიის მიდამოებში დაიმალოს. მოუსმინეთ საკუთარ გულისცემას და მაქსიმალურად ღრმად ისუნთქეთ. ეს საუკეთესო განტვირთვაა თქვენი ორგანიზმისთვის.
დამატებითი ეფექტისთვის კარგია ხშირად მიიღოთ ჩაი როზმარინით.