გამომდინარე იქედან, რომ ქალწულის ზოდიაქო, კუჭნაწლავის და ზოგადად საჭმლის მომნელებელ სისტემაზეა პასუხისმგებელი, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, საკვების და ზოგადად ჯანსაღი კვების სფერო განსაკუთრებულად აღელვებთ და აინტერესებთ. იშვიათი არ არის არც ის ფაქტი, რომ ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთა შორის, ბევრი ექიმი- დიეტოლოგი და ფარმაცევტი გვხვდება. ქალწულებს ამ ქვეყნად ყველაზე მეტად, დროის უყაირათოდ ხარჯვა და ფეთხუმობა აღიზიანებთ, ამიტომ მათი ანტიპათიის გამოწვევა თუ არ გინდათ, არასოდეს მოაცდინოთ საქმეს და მათთან შეხვედრაზე, ყოველთვის მოწესრიგებული გამოცხადდით. მიუხედავად იმისა, რომ ქალწული მუტაბელური (ცვალებადი) ნიშნების კატეგორიას განეკუთვნება, ამ ადამიანებს იშვიათად ახასიათებთ საკუთარი ჩვევებისა და ცხოვრებისეული პრიორიტეტების მკვეთრი ცვლა. ამასთან ერთად, ორივე სქესის ქალწულებს, კარგი ფინანსური ალღო და მაღალი შრომისუნარიანობა გააჩნიათ. აქედან გამომდინარე, იშვიათობას წარმოადგენს ქალწული, რომელიც ხანგრძლივად განიცდის მატერიალურ გაჭირვებას. კიდევ ერთი ასპექტი, რასაც ქალწულის წყობიდან გამოყვანა შეუძლია ეს ქოსია. მისთვის აუცილებელია, გარშემო ყველაფერს თავისი ადგილი ჰქონდეს მიჩენილი, აქედან გამომდინარე ქალწულებს არათუ პირადი ნივთები და ტანსაცმელი, ცხოვრებაც კი დაგეგმილ-გადანაწილებული აქვთ. მისთვის აუცილებელია იცოდეს, რას გააკეთებს ხვალ, ზეგ ან თუნდაც ორი კვირის შემდეგ. ეს იმიტომ, რომ გაურკვევლობა ამ ადამიანს ფსიქოლოგიურ წონასწორობას ურღვევს და აიძულებს მას, ნერვოზული და მოწუწუნე გახდეს. მინდა ავღნიშნო, რომ ბუნებაში პრაქტიკულად ვერ ნახავთ უსაქმურ ქალწულს. ეს ადამიანები, ყოველთვის რაიმე საქმის კეთებით არიან დაკავებული და თუ სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებენ, სახლში ფუსფუსით მაინც გამოუნახავენ თავს სამუშაოს. მათი მისწრაფება, ყველაფერი იდეალურად ან იდეალურთან მიახლოებულ ხარისხში აკეთონ, ჭეშმარიტად გასაოცარია. ისინი უმცირეს დეტალებსაც კი აკვირდებიან, როგორც საკუთარ ისე სხვის გარეგნობაში, ამიტომ მათ მახვილ თვალს არასოდეს არაფერი გამოეპარება. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები, თანდაყოლილი დისციპლინირებულობით გამორჩევიან, თუმცა ჩვევას გარშემო ყველა და ყველაფერი გააკრიტიკონ, მათ მიმართ ბევრი ადამიანის არცთუ დადებითი განწყობა შეიძლება მოჰყვეს. ქალწულები იშვიათად იბადებიან, ბუნებით ლიდერებად. მათ უმრავლესობას, კულისებსმიღმა სამუშაო ურჩევნია პროჟექტორების შუქს და მქუხარე აპლოდისმენტებს. თუმცა რა თანამდებობაც არ უნდა ეკავოთ, დაკისრებულ მოვალეობას, ნებისმიერი ქალწული პირნათლად ართმევს თავს. გამძაფრებული წესრიგის სიყვარული, ამ ადამიანებს ხშირად პირად ცხოვრებაშიც უშლის ხელს. გამომდინარე იქედან რომ ისინი, პარტნიორის მიმართ უზომოდ მომთხოვნები და კრიტიკულები არიან, ამიტომ, გასაკვირი არ არის ის ფაქტი, თუ რატომ გვხვდება ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთა შორის ყველაზე მეტი ბერბიჭა და შინაბერა.