ხელი გაგეჭრათ? ეს შემთხვევითობა არ არის. რაზე მიგანიშნებთ კონკრეტული თითის დაზიანება?

ხელი გაგეჭრათ? ეს შემთხვევითობა არ არის. რაზე მიგანიშნებთ კონკრეტული თითის დაზიანება?

საბედისწერო ნიშნების ხელისგულებზე დაკვირვებით ამოცნობა გავრცელებული მეთოდია, მაგრამ ცოტამ თუ იცის ხელის თითებზე მიღებული ჭრილობების მნიშვნელობა. ამრიგად, თუ სამზარეულოში ფუსფუსისას თუ თითი გაგეჭრათ, სამყარო სხვადასხვა სახის მინიშნებებს გაძლევთ იმის მიხედვით თუ რომელი თითი დაიზიანეთ და რამდენად ღრმაა ჭრილობა:

Astrologia

დომინანტი ხელის

(მარჯვენა, ცაციასთვის – მარცხენა) ცერი – მოგიწევთ, პირადი საქმეები გადადოთ, რადგან თქვენს ახლობელ ადამიანს (ნათესავს და/ან მეგობარს) პრობლემები აქვს. შესაძლოა თავად არ მოგმართონ დახმარებისთვის, ამ შემთხვევაში ინიციატივა უნდა გამოიჩინოთ და დახმარება თქვენ უნდა შესთავაზოთ.

საჩვენებელი თითი – ამგვარი ჭრილობა მატერიალურ პრობლემებს მოგვასწავლის. ხარჯები შეამცირეთ, რადგან ფინანსების მხრივ საქმე არც ისე კარგად წაგივათ. ასევე, შეიძლება, ხელმძღვანელობასა თუ კოლეგებთან მოგივიდეთ კამათი. წამოჭრილ პრობლემებს კი, უარეს შემთხვევაში სამსახურიდან დათხოვნაც შეიძლება მოჰყვეს.

შუათითი – მეგობრები და ახლობელი ადამიანები ხშირად მოგვმართავენ რჩევისთვის, ასეთ დროს განსაკუთრებული სიფრთხილე და გონიერებაა საჭირო. თუ შუა თითი გაიჭერით, გაფრთხილდით, თქვენი რჩევები ვიღაცაზე ცუდ გავლენას ახდენს. ამ გზით სამყარო მოგიწოდებთ, თავი დაანებოთ სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფას.

არათითი – თანამშრომლებთან კამათსა და ამასთან დაკავშირებულ პრობლემებს გიწინასწამეტყველებთ. ამიტომ, ეცადეთ, წინასწარ გაიგოთ, რა არის ამის მიზეზი და შესაბამისად გაანეიტრალოთ პრობლემები.

ნეკი –გახსოვდეთ, მოშურნეობა კარგს არაფერს მოგიტანთ!

Astrologia

მარცხენა ხელის (ცაციასთვის – მარჯვენას) ცერი – რაც ჩაიფიქრეთ არ შეგისრულდებათ, სამაგიეროდ, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებთ. განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ, თქვენს არჩევანზე ბევრია დამოკიდებული და შეცდომამ შეიძლება, მომავალზე ცუდად იმოქმედოს;

საჩვენებელი თითი – ირწმუნეთ საკუთარი თავის, სხვის ჭკუაზე სიარული არაფერს გარგებთ. უმჯობესია, თავის შეცოდებისა და თვითგვემის ნაცვლად, თვითშეფასება აიმაღლოთ და იმოქმედოთ;

შუათითი – წინ ისეთი ჩხუბი გელით, განქორწინებაც კი მოსალოდნელია. ნაკლები პრობლემა გექნებათ, თუ თავის ხელში აყვანას მოახერხებთ და ზედმეტი არაფერი წამოგცდებათ ერთმანეთთან ურთიერთობის გარკვევისას;

არათითი – ვიღაც თქვენს მოტყუებას, გაბრაზებას ან საქმეში თქვენ წინააღმდეგ რაღაცის მოწყობას ცდილობს. აუცილებლად აგრძნობინეთ მას, რომ წყენის გადაყლაპვას არ აპირებთ და თავისი ადგილი მიუჩინეთ. აიძულეთ, რომ ანგარიში გაუწიოს და პატივი სცეს თქვენს გადაწყვეტილებას;

ნეკი – უკუაგდეთ შური, მისგან ხეირს ვერ მიიღებთ.

იმ შემთხვევაში თუ, თითის გამოძრავება გიჭირთ, ნაკერების დადებაა საჭირო ან შეხორცების შემდეგ შესამჩნევი იარა რჩება, მინიშნებები მარცხენა და მარჯვენა ხელის მიხედვით არ იყოფა, მხოლოდ თითებია მნიშვნელოვანი.

ცერი – გაფრთხილებთ მოსალოდნელი პრობლემების, ავადმყოფობისა თუ სხვა უსიამოვნებების შესახებ, რასაც შეიძლება, ასცდეთ, თუ უარს იტყვით სხვის საზიანო განზრახვაზე, თავს შეიკავებთ შურისძიებისა თუ მსგავსი ქმედებებისგან;

საჩვენებელი თითი – ვიღაც თქვენივე წრიდან ცდილობს, ხელი შეგიშალოთ. ამიტომ, ნაკლებად მიმართეთ დახმარებისთვის სხვებს და პრობლემები თავად მოაგვარეთ. ასე მტერსაც გაუჭირდება თქვენთვის ზიანის მოყენება, თუმცა არ გაწყენდათ, თუ დასახული გეგმების სტრატეგიასაც გადახედავდით;

შუათითი – საკუთარი თავისადმი უნდობლობაა თქვენი შემოქმედებითი უძრაობის მიზეზი. ნუ მიეჯაჭვებით პარტნიორს, თავს მეტი თავისუფლება მიეცით და ახალი იდეები და შთაგონებაც უმალ გეწვევათ;

არათითი – პრობლემებია ყველგან: ფულთან და ურთიერთობებთან დაკავშირებით, პირად ცხოვრებასა და შემოქმედებაში – საქმე გათვალვასა და ჯადოქორობაშია. ამ დროს მთავარია, მტერს მიაგნოთ, რომ ავ საქმეში შეუშალოთ ხელი.

ნეკი – მალე მატერიალური პრობლემები შეგექმნებათ. მოერიეთ შურსა და ბოღმას, ნუ ცდილობთ სხვისი საკუთრების მითვისებას და თქვენი მდგომარეობაც გაუმჯობესდება.

სტატია მოამზადა მერიემ კაკაურიძემ.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"