კვირის ასტროლოგიური პროგნოზი: 15 - 21 აპრილი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი: 15 - 21 აპრილი

კურო

ამ კვირაში კუროს ღმერთთან სიახლოვე მოუნდება, მოსალოდნელია სულიერი წიაღსწვლები და ცვლილებები. სიღრმისეულად იფიქრებთ მნიშვნელოვან (თუმცა, არამატერიალურ) საკითხებზე და კითხვებზე პასუხებს იპოვით. ამ პერიოდში ადამიანები ეცდებიან სწორ გზას აგაცდინონ, მიმართულება შეგაცვლევინონ ან საკუთარ პრინციპებზე უარი გათქმევინონ. კარგად დაფიქრდით, ვინ ხართ სინამდვილეში, რა გინდათ, რა მიგაჩნიათ სწორად ან არასწორად. 50-ს გადაცილებულმა ქალბატონებმა ახლაგაზრდა გოგონას, რომელიც მის პროფესიულ ნაბიჯებს მიუყვება, ხელი უნდა გაუმართოს.

Astrologia

ტყუპი

მეგობრებს, კოლეგებს ან ვიწრო წრეს გადახედავთ, რომელთანაც დიდ დროს ატარებთ - დაფიქრდებით,

რამდენად ხართ მათი ნაწილი. კარგი პერიოდია დაორსულებისთვის, დაოჯახებისთვის, ბავშვებთან - მათ შორის მცირეწლოვან დედმამიშვილებთან - ურთიერთობისთვის. ზოგიერთი ტყუპი ჩვილის შვილად აყვანაზე დაფიქრდება, რითაც ძალიან გააოცებს პარტნიორს ან ოჯახის წევრებს. ამ ნიშნით დაბადებული ზოგიერთი ადამიანი ახალი სამსახურის ძებნას დაიწყებს ან ბიზნეს იდეაზე მუშაობას. 35-ს გადაშორებული მამაკაცი ყოფილ მეუღლესთან შერიგებაზე იფიქრებს.

Astrologia

კირჩხიბი

კარგი კვირაა კარიერისთვის. თუ უფროსთან გსურთ შესვლა პოზიციის შეცვლასთან ან ხელფასის მომატებასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ უყოყმანოდ იმოქმედოთ. იმ კირჩხიბების მდგომარეობა გაუმჯობესდება, რომლებიც ანაზღაურების გარეშე მუშაობენ, ან არ უფასდებათ ხოლმე შრომა. თქვენი სოციალური სტატუსი შეიცვლება. ერთადერთი დისკომფორტი, რომელიც მოსალოდნელია ამ კვირაში, თქვენი შინაგანი და გარე სამყაროების დაპირისპირებაა. კაცობრიობას ვერ უგებთ ან გარშემო მყოფებში არასწორად ჩამოყალიბებულ, უშნო ფასეულობებს ვერ ეგუებით.
Astrologia

სასწორი

დადგებით არჩევანის წინაშე "ან ახლა, ან არასდროს!" გააქტიურდებიან თქვენი მტრები, ამიტომ სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ. სამაგიეროდ, გამყარდება თქვენი პარტნიორული ურთიერთობა. ამ კვირაში ცხოვრებისგან მიიღებთ 2019 წლის ყველაზე მნიშვნელოვან გაკვეთილს. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი ბოლომდე მიიყვანს საქმეს, რომელიც დიდი ხნის წინ დაიწყო.
Astrologia

ლომი

19 აპრილს ეცდებით თავიდან აირიდოთ პასუხისმგებლობა ან საქმე, რომელიც უკავშირდება მედიას, ჟურნალისტიკას, საგამომცემლო ან სარედაქციო საქმეს. მთელი კვირის განმავლობაში თავზესაყრელად გექნებათ საქმე, რასაც მედგრად უნდა დაუხვდეთ. მოგიწევთ პრიორიტეტები გადაახარისხოთ და საბოლოოდ აირჩიოთ, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი: სწავლა, სამსახური, მოგზაურობა თუ, საერთოდ, ემიგრაცია.

Astrologia

ქალწული

კვირის განმავლობაში შესაძლოა მღელვარებამ და შფოთვამ შეგაწუხოთ. თუ ახალ ურთიერთობაში გითრევენ ან გიტყუებენ, ამ ადამიანისგან თავი შორს დაიჭირეთ, რადგან მომავალში ტკივილს მოგაყენებთ და იმედს გაგიცრუებთ. ამ კვირაში მოახერხებთ უძრავი ქონების ან ტექნიკის შეძენას. სტუდენტ ქალწულებს წარმატება ელოდებათ. ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, რომლებიც არა მენეჯერის, არამედ დაქირავებულის პოზიციაზე მუშაობენ, მდგომარეობა გაუუმჯობესდებათ. პარასკევიდან აღიდგენთ შინაგან ბალანსს და მიმდინარე მოვლენებს გააკონტროლებთ.

Astrologia

მორიელი

ამ კვირაში ელოდეთ მოულოდნელ ბენდიერებას. დაგეუფლებათ სულიერი სიმშვიდე და კომფროტის ზონაში აღმოჩნდებით. მარტოხელა მორიელი ცხოვრების მეგზურს შეხვდება. იგი თავს სასურველად და ყველასგან გამორჩეულად გაგრძნობინებთ. დიდი ალბათობით ეს ადამიანი ცნობილია ან ელიტის წევრია. მორიელი, რომელიც მანქანის, ბინის ან მიწის გაყიდვას ცდილობს, სარფიან გარიგებას დადებს. თუმცა, აღებულ ფულს ახალ შენაძენში ჯერჯერობით ვერ დააბანდებს.
Astrologia

მშვილდოსანი

მეგობრებთან ან შეყვარებულთან ურთიერთობა გაგიმწვავდებათ ორშაბათსა და სამშაბათს. ნათესავები ან ოჯახის წევრები მოგაკითხავენ, რადგან თქვენგან ნუგეშს ელიან. თუ მხარზე თავს ჩამოგადებენ და ტირილს დაიწყებენ, ნუ მოიშორებთ და პრაქტიკული რჩევა მიეცით, ბანალური სიტყვით - "დაიკიდე" - ნუ შემოიფარგლებით. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევ ამ კვირაში, დაეყრდენით არა ლოგიკას, არამედ ინსტინქტებს. ამჯერად სწორედ ინსტინქტების იმედი უნდა გქონდეთ.

Astrologia

თხის რქა

ვნებიანი კვირა გელოდებათ, რომელიც აგავსებთ კმაყოფილების გრძნობით. თქვენს სქესობრივ ცხოვრებას გაამრავალფეროვნებს თქვენი და თქვენი პარტნიორის უჩვეულო კარმული მიზიდულობა და მისტიკა. მიუხედავად ბრწყინვალე სექსისა, უნდა გაანცობიეროთ, რომ სიყვარული მხოლოდ ფიზიკური სიახლოვე და ლტოლვა არ არის. ბევრი თხის რქა საკუთარ თავს ახალი კუთხით დაანახებს გარემომცველ საზოგადოებას.

Astrologia

მერწყული

ორშაბათიდან თქვენში იფეთქებს ოჯახისა და მეუღლის დაცვის სურვილი. თქვენთვის ძვირფას ადამიანებს სიყვარული საქმით უნდა დაუმტკიცოთ და არა სიტყვებით, რადგან ლამაზი ფრაზების ღაღადი მარტივია, მოქმედება კი ძნელი. ერთხელ და სამუდამოდ პასუხისმგებლობები უნდა გადაინაწილოთ თანაბრად. ბევრი მერწყული სამსახურზე მაქსიმალურად ფოკუსირდება, რაც წაადგება მის კარიერულ და ფინანსურ წინსვლას. მერწყულები, რომლებიც აზარტული თამაშებით არიან გატაცებული, ფინანსური დანაკლისისთვის უნდა მოემზადონ.

Astrologia

თევზები

თქვენს ფინანსებს სწორად დაგეგმვა სჭირდება. ამ კვირაში შესაძლოა თქვენში შოპოჰოლიკმა გაიღვიძოს, რომელიც აუცილებლად უნდა დააამარცხოთ! კვირის ბოლოს სენსიტიური იქნებით და გაგიჭირდებათ გრძნობების კონტროლი. ძალიან შეგაწუხებთ გამოუთქმელი აზრები და გრძნობები. ამ კვირაში არ იუკადრისოთ რჩევები, რომლებსაც მეგობრები მოგცემენ. დიდი დრო დაუთმეთ შემოქმედებით მუშაობას.

Astrologia

ვერძი

კვირის დასდაწყისი ახალ შანსებს მოიტანს თქვენს ცხოვრებაში. ბედისწერა გაგიღიმებთ და საჩუქარს გამოგიგზავნით. საკუთარ თავში იპოვით გამძლეობასა და მიზანდასახულობას სასურველი პოზიციისა თუ მდგომარეობის მისაღწევად. მოიმატებს თქვენი თავდაჯერებულობა. მიიღებთ მხარდაჭერას, რომელიც ძალიან გჭირდებოდათ. მოსალოდნელია სამსახურის შეცვლა.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"