კვირის ჰოროსკოპი კუროსთვის (02.10 – 07.10)

კვირის ჰოროსკოპი კუროსთვის  (02.10 – 07.10)

ადამიანმა არასდროს უნდა დაივიწყოს საიდან მოდის და საით მიდის. წარსული კურომ მასწავლებლად უნდა გაიხადოს. თუ ცხოვრების გაგრძელება ნამდვილად გინდათ, მძიმეებს კი ნუ სვამთ, წერტილი გამოიყენეთ.

თუ პარტნიორთან არეული ურთიერთობა გქონდათ , ყველაფერი დალაგდება. ხოლო, თუ უკონფლიქტო წყვილი ხართ, ურთიერთგაგების სრულიად ახალ საფეხურზე გადახვალთ - ერთმანეთს მზერითაც კი გაუგებთ და სიტყვები აღარ დაგჭირდებათ, რაც ხალხმრავალ ადგილას კომუნიკაციას გაგიმარტივებთ.

თუ თქვენ უსტატუსო ურთიერთობაში ხართ , იფიქრეთ მისთვის სახელის დარქმევაზე. აუცილებელი არ არის სოციალური გვერდი ერთად გადაღებული ფოტოებით ააჭრელოთ და კომენტარებში ერთმანეთს სიყვარული უხსნათ, მაგრამ ნამდვილად დროა გაარკვიოთ, ერთად ყოფნა გინდათ თუ არა.

თუ ახლახან შეხვდით პიროვნებას, რომელიც თქვენდამი სიმპათიას ავლენს, არ იჩქაროთ მისთვის გულის გადაშლა. როგორც ამბობენ, ადამიანი რომ გაიცნო, მასთან ერთად ერთი ფუთი მარილი უნდა ჭამო.

ამ დღეებში დაგჭირდებათ დიპლომატიისა და ტოლერანტობის გამოვლენა ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან და კოლეგებთან.

შესაძლოა, საქმეს, რომელსაც ხელი მოჰკიდეთ გარკვეული სირთულეები ახლდეს თან, მაგრამ ყველაფერს მარტივად გადალახავთ და ბოლოს შექებასაც დაიმსახურებთ.

კვირის ბოლომდე აუცილებლად დაამყარეთ ახალი ბიზნესკონტაქტები.

კოლეგები ჭორებს მოგიტანენ, მაგრამ ყური არ დაუგდოთ მათ. მეტიც, კარგი იქნება თუ აუხსნით რომ სხვისი პირადი ცხოვრებით დაინტერესებული არ ხართ.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"