კვირის ჰოროსკოპი მერწყულისთვის (02.10 – 07.10)

კვირის ჰოროსკოპი მერწყულისთვის  (02.10 – 07.10)

შესაძლოა, გადაწყვიტოთ  კვების რაციონის შეცვლა. ახალი რეცეპტების ნახვა შეგიძლიათ საიტზე www.gemrieli.ge . თუ წონის პრობლემა გაქვთ, აუცილებლად დაიწეთ ჯანსაღი დიეტა (არავითარი შიმშილი!), წინააღმდეგ შემთხვევაში,  სულ მალე ჯანმრთელობის პრობლემები შეგაწუხებთ.

ე.წ. ბედნიერი დასასრული, რომლის შესახებაც ხშირად ფიქრობთ, რა თქმა უნდა, თქვენს ცხოვრებაშიც მოვა, მაგრამ - არა ამ ეტაპზე. თუ თქვენს მდგომარეობას კარგად დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ მზად არ ხართ ოჯახის შესაქმნელად, არა მარტო ფინანსურად, არამედ ფსიქოლოგიურად. ოჯახის შექმნა დიდი პასუხისმგებლობაა, რომელიც თქვენი ხასიათიდან გამომდინარე, ტვირთად დაგაწვებათ მხრებზე. პირველ რიგში, იმიტომ რომ თქვენი კოსმიური - ბევრისთვის არარეალური  - იდეები უკანა პლანზე გადაიწევს და ოჯახური ცხოვრება საყოფაცხოვრებო რუტინაში ჩაგითრევთ.

მერწყულთა ნაწილი დაშორებისთვისაც უნდა იყოს მზად, ამ კვირაში პარტნიორი გამოგიცხადებთ, რომ თქვენ შორის საერთო აღარაფერი დარჩა - წარსულის გარდა.

რაც შეეხებათ მარტოხელა მერწყულებს, მათ არ მოასვენებთ ფიქრები ძველ ურთიერთობებზე - გააცნობიერებენ, რომ ყველაფერში დამნაშავე თავად იყვნენ.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"