კვირის შუაში გაგიჩნდებათ საფუძვლიანი ეჭვი, რომ სათანადოდ არ გაფასებენ. გახსოვდეთ, ადამიანები მოგექცევიან იმდენად ცუდად ან კარგად, რამდენადაც ამის უფლებას მისცემთ. ნამდვილად გჭირდებათ ე.წ. რეფრეში თვითშეფასების ასამაღლებლად.
თქვენი პრიორიტეტების ჩამონათვალში, ყოველთვის არსებობდა ხელოვნებასთან დაკავშირებული აქტივობა - გულის სიღრმეში მუსიკოსობა გსურთ? იქნებ პოეზიით ან ლიტერატურით ხართ გატაცებული და წერთ? ან ხატავთ? რაც არ უნდა იყოს, ყოველთვის მომავლისთვის დებთ, რადგან ყოფით პრობლემებში ხართ ჩაძირული. ამ კვირაში აუცილებლად უნდა იპოვო დღე, როცა მოქმედებას დაიწყებთ! სულაც არ არის საჭირო რაიმე საოცარი მოხდეს და ბუნებამ კატაკილიზმით განიშნოთ - ფუნჯი, კალამი ან ინსტრუმენტი აიღე ხელშიო.
ოქტომბრის პირველ კვირაში თავი შეიკავეთ იმიჯის შეცვლისა და კოსმეტიკური პროცედურებისგან, - ეპილაციით დაწყებული, სალონში ფრჩხილების გაკეთებით დამრთავრებული. შესაძლოა მას, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გართულებები მოჰყვეს.
ასევე, ნუ იჩქარებთ მანქანის, მობილურის, კომპიუტერისა და საოჯახო ტექნიკის შეძენას - თუ გამოუვალ სიტუაციაში არ ხართ.