კვირის ჰოროსკოპი სასწორისთვის (01.10 – 07.10)

კვირის ჰოროსკოპი სასწორისთვის  (01.10 – 07.10)

რომელიც უხვად გყავთ - ნუ დაღონდებით: ,, ცუდას რად უნდა მტერობა კარგია მუდამ მტრიანი“ (ვაჟა-ფშაველა) - უმალვე გააჩუმებს თქვენი შრომისმოყვარეობა და პროფესიონალიზმი. თუ დიდ პროექტში თავის გამოვლენის საშუალება არ მოგეცემათ, ნუ შექმნით ტრაგედიას, ჩამოწერეთ საქმეთა სია და პაექრობით (დიახ! გამოიწვიეთ საკუთარი თავი!) მიჰყევით ჩამონათვალს.

5 ოქტომბრიდან მოახერხებთ იდეალურად შეუთავსოთ კარიერა და პირადი ცხოვრება. მთელი კვირა ისე გაერთეთ  ,,კონკიას“ როლის მორგებით, რომ დაგავიწყდათ, კონკია  ბოლოს პრინცს ხვდება.

იმ ქალწულების საყურადღებოდ, ვინც ფიქრობს, რომ პირადი ურთიერთობა აერია და პარტნიორი მიატოვებს: ნუ მიახლით შეყვარებულს / მეუღლეს უხეშად ,,შენ ჩემი მიტოვება გინდა!“ და ცრემლების ფრქვევისგანაც შეიკავეთ თავი. დაელოდეთ. თუ ის მართლა აპირებს ურთიერთობას წერტილი დაუსვას, ჩხუბით ვერაფერს შეცვლით. ხოლო თუ, ისეთი ამაყი ხართ, გინდათ დაასწროთ, მზად იყავით, რომ მთელი ცხოვრება არ მოგასვენებთ შეკითხვა - ,,შეცდომა ხომ არ დავუშვი? იქნებ შეგვეძლო ყველაფრის გამოსწორება?“ პრობლემურ წყვილებს არაფერი ეხმარებათ ისე, როგორც ერთმანეთის მოსმენა.

კვირის განმავლობაში თქვენ შესახებ ალაპარაკდებიან, უფრო კონკრეტულად,  გაავრცელებენ მცდარ ინფორმაციას. საქმე ისაა, რომ ადამიანებს საუბარს ვერ აუკრძალავთ და ვერც იმას გააკონრტოლებთ, რას ამბობენ თქვენზე. ნუ მიაქცევთ ყურადღებას, ნუ დაიწყებთ საპირისპიროს მტკიცებას, განაგრძეთ ცხოვრება ჩვეული რიტმით და ყველაფერი დალაგდება.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"