ვარსკვლავები მიგანიშნებენ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა პირად ურთიერთობაში გაქვთ და სანამ ძალიან გაიზრდება - ისე რომ ვეღარ მოერევით - სჯობს იზრუნოთ მასზე.
ამ კვირაში ფინანსური პრობლემები არ შეგექმნებათ, საკმაოდ სტაბილურად იგრძნობთ თავს. თუ ამ მდგომარეობას შეინარჩუნებთ, მომავალაში ფინანსურ დაწინაურებასაც მოახერხებთ.
პარასკევს შეეხმიანეთ ადამიანებს, რომლებიც დიდი ხანი არ მოგიკითხავთ. თხის რქებო, რატომ გავიწყდებათ, რომ ცხოვრებაში კარიერასა და ფულზე მნიშვნელოვანი რაღაცებიც არსებობს?! მაგალითად - ოჯახი, მეგობრები, ნათესავები და ძველი კოლეგები, რომლებთან ერთადაც ადრე ლანჩს მიირთმევდით.
ამ კვირაში შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელთანაც იდეური კავშირი გქონდათ, მაგრამ გაიზარდეთ და თქვენი გზებიც გაიყარა.
თავისუფალი თხის რქების საყურადღებოდ : მამაკაცებო, გეყოთ ყველა ქალის ისე თვალიერება, თითქოს ძვირფასი ნივთის შეძენას აპირებთ და გინდათ, სარფიანად ივაჭროთ. თქვენს მზერას ყოველთვის ამჩნევენ მანდილოსნები და თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ. ასევე, დროა გონებაში ბუზღუნს თავი დაანებოთ, როცა ქალი ძვირად ღირებულ სასმელს ან კერძს უკვეთავს! გაიხსენეთ, რომ თქვენი ინიციატივით დაიგეგმა პაემანი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსია თქვენი დაჟინებული სურვილი, მაინცდამაინც "ის ერთადერთი" იპოვოთ. ხანდახან ადამიანები ფლირტაობენ სამომავლო გეგმების გარეშეც. ეცადეთ ცოტათი მსუბუქად შეხედოთ ცხოვრებას.
თხის რქებისთვის, რომლებიც ურთიერთობაში არიან: დიდი ხანია პარტნიორთან ერთად მომავლის გეგემებზე საუბრობთ, მაგრამ თანაცხოვრებისკენ ნაბიჯიც არ გადაგიდგამთ. იქნებ, დროა გამბედაობა მოიკრიბოთ და საყვარელ ადამიანს დაოჯახება შესთავაზოთ?