კვირის ჰოროსკოპი ტყუპისთვის (02.10 – 07.10)

კვირის ჰოროსკოპი ტყუპისთვის (02.10 – 07.10)

კვირის შუაში თქვენში ფემინისტური შეხედულებები გაიღვიძებს და სიღრმისეულად დაიწყებთ ფიქრს საკითხზე, რომელმაც მსოფლიო შეცვალა, უფრო სწორად, ქალებს უკეთეს სამყაროში ცხოვრების საშუალება მისცა.

გიფიქრიათ, რა თანხა უნდა გქონდეთ ბანკის ანგარიშზე იმისთვის, რომ კმაყოფილება იგრძნოთ? მიზნად კონკრეტული ციფრი დაისახეთ, რომ იცოდეთ რისკენ მიისწრაფით. არსებობს საშიშროება, რომ ამ კვირაში შოპინგის დაუძლეველი სურვილი შეგიპყრობთ და ფულს გაანიავებთ. ვინაიდან, ჯერ მხოლოდ თვის დასაწყისია, ვარსკვლავები არ გირჩევენ ფულის სწრაფად ხარჯვას. თქვენ ხომ სწორედ ის ადამიანი ხართ, ვისაც ბედნიერებისა და საინტერესო ცხოვრებისთვის სულაც არ სჭირდება ოქროს ზოდები?! რადგან ხვდება, რომ თავად სიცოცხლეა ყველაზე ძვირფასიო განძი.

ან დროს ვერ იპოვით კერძების მოსამზადებლად, ან შესაბამის განწყობაზე არ იქნებით ამ კვირაში, ამიტომ ან კაფეებსა და სწრაფი კვების ობიექტებში მიირთმევთ, ან მზა საჭმელს შეიძენთ.

პარასკევს საშუალება მოგეცემათ უკეთესად გაიცნოთ საყვარელი ადამიანი. ამავე დღეს უახლოეს მეგობართან ფიზიკური კონტაქტის დამყარების საშიშროება არსებობს, რაც თქვენს ურთიერთობას რადიკალურად შეცვლის. მარტოხელა ტყუპი შეხვდება საინტერესოდ მოსაუბრე საპიროსექსუალს, რომელიც ტვინს აუფეთქებს ინფორმაციული "შტურმით."

სტრესისგან თავის დახსნაში დაგეხმარებათ მედიტაცია ან იოგა. აიყოლიეთ მეგობარი და ერთად ივარჯიშეთ, ან დახურულ აუზს ეწვიეთ.

სასურველია, აიღოთ სისხლის ანალიზი და შეამოწმოთ თქვენი ჰემოგლობინი. ტყუპის ნაწილს ავიტამინოზი ან ანემიის მსუბუქი ფორმა შეიძლება აღმოაჩნდეს.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"