სატურნის გავლენით, მათში პერიოდულად დეპრესიული განწყობა სჭარბობს, რაც მერწყულებს ხშირად განმარტოებისაკენ და იზოლაციისკენ უბიძგებს, რის გამოც გარშემომყოფთა შორის ამოუცნობ, მარტოსულ და ძნელად გასაგებ ადამიანებად ითვლებიან.
ორივე სქესის მერწყულები სიახლეების დაუცხომელი წყურვილით და ცნობისმოყვარეობით გამოირჩევიან. ამ ადამიანებს ძალიან უყვართ და ეხერხებათ, ახალ-ახალი ნაცბობის გაბმა და აფსოლუტურად განსხვავებული სტილის ადამიანებთან ურთიერთობა. მერწყული ჰუმანურობით გამორჩეული ნიშანია, აქედან გამომდინარე ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს სხვებისგან განსაკუთრებული კაცთმოყვარეობა და ლოიალურობა გამოარჩევს გარშემომყოფთა მიმართ. მერწყულის ბუნებისთვის უცხო არ არის, დახმარებარების ხელი გაუწოდოს მისთვის სრულიად უცნობ ადამიანს, თუკი ეს უკანასკნელი მისგან შევალს ითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ მერწყულს ყოველთვის უამრავი ნაცნობი ახვევია გარს, ნამდვილი მეგობარი მათ უმრავლესობას, ძალიან ცოტა თუ გააჩნია. ეს ალბათ ზოგადად, მერწყულების სიახლეებისადმი გადამეტებული სიყვარულით აიხსნება. ნამდვილი მეგობრობა, მოგეხსენებათ წლობით უნდა გამყარდეს და გამოიცადოს. მერწყულს კი ხანგრძლივად რაიმე საკითხზე დროის ხარჯვა, ხშირ შემთხვევაში რ ეხერხება. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ მერწყული ზოდიაქოს მეთერთმეტე სახლს განაგებს, რომელიც თავის მხრივ მეგობრულ ურთიერთობებზეა პასუხისმგებელი, ამ ადამიანების კომუნიკაბელურობა ხშირად ხანმოკლე კავშირებს არ სცილდება. ხასიათის ისეთი თვისებების გამო, როგორიცაა კრეატიულობა, უშუალობა, გულწრფელობა და კომუნიკაბელურობა, არც ერთი სქესის მერწყულები არ განიცდიან ადამიანებთან ურთიერთობის დეფიციტს. როგორც წესი ისინი ძალიან ადვილად შედიან კონტაქტში, თუმცა ნებისმიერთან ურთიერთობაში ახერხებენ, შეინარჩუნონ გარკვეულიდისტანცია. თუ მაინც გინდათ ამ ადამიანთან ხანგრძლივი ურთიერთობა შესძლოთ, თქვენი კავშირი აუცილებლად უნდა ეფუძნებოდეს ორმხრივი დამოუკიდებლობის პრინციპს. ეს იმიტომ, რომ თანდაყოლილი სამართლიანობის გრძნობა, მერწყულებს აიძულებს ნებისმიერი სახის შეზღუდვასა და იძულებით ქმედებას კატეგორიული ომი გამოუცხადონ. მერწყულის ფსიქოლოგია ისეა მოწყობილი, რომ ეს უკანასკნელი არასოდეს აღიარებს ძალმომრეობის აუცილებლობას. ორივე სქესის მერწყულებს, მიაჩნიათ რომ ნებისმიერ სიტუაციაშია შესაძლებელი, მშვიდობიანი დიალოგით, კონფლიქტისა და აგრესიის გარეშე მოხდეს კონსესუსის მიღწევა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები ყოველთვის ღიად და დაუფარავად ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ, ისინი არასოდეს ცდილობენ ვინმეს საკუთარი შეხედულებები მოახვიონ თავს.იმ შემთხვევაშიც კი თუ ვინმე მათ შეხედულებებს არ იზიარებს, მერწყულებს არასოდეს უჩნდებათ ამ უკანასკნელის მიმართ აგრესიის გრძნობა. უფრო პირიქით, მათ ნებისმიერი სახის განსხვავებული აზრი აინტერესებთ და შესაბამისად სიმპათიით არიან განწყობილი, მათგან აფსოლუტურად განსხვავებული ადამიანების მიმართ. ურანის უნიკალური გავლენის გამო, ორივე სქესის მერწყულებს გააჩნიათ ადამიანების ფსიქლოგიის აღქმის და გაგების გასაოცარი უნარი. აქედან გამომდინარე, მათ ოსტატურად ეხერხებათ ნერვოზული ატმოსფეროს განმუხტვა და ხალხის დაშოშმინება. სიყვარულში მერწყულების უმრავლესობა, ისეთივე პარადოქსულია როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში. როგორც წესი, მერწყულები ნაადრევ ასაკში დაქორწინებას არასოდეს ჩქარობენ. ამასთან ერთად თანდაყოლილი დამოუკიდებლობის სიყვარული, ხშირად აიძულებს მას საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაზე უარის თქმას, თუ ეს უკანასკნელი მისი თავისუფლების შეზღუდვას შეეცდება.