მიხეილ ცაგარელი: რატომ უნდა დააწყოთ ლითონის ნივთები საძინებელში?

მიხეილ ცაგარელი: რატომ უნდა დააწყოთ ლითონის ნივთები საძინებელში?

სამხრეთ-დასავლეთი სიყვარულის ზონაა, სამხრეთ-აღმოსავლეთი – სიმდიდრის, ჩრდილოეთი – კარიერის . თუ სიყვარულის ზონის გააქტიურება გინდათ, ამ კუთხეში უნდა დააწყოთ მინის სტატუეტები ან ლოტოსის დეკორატიული ყვავილები. ამით, გარანტირებული გექნებათ მეუღლესთან ჰარმონიული ურთიერთობა. ის, ასევე, კარგია საქმიანი ადამიანებისთვის, კარიერული წარმატებების მიღწევის თვალსაზრისით.

სიმდიდრის ენერგიის მოსაზიდად გამოგადგებათ ჩინური  მონეტები , რომლებიც მინის ჭურჭელში უნდა ჩაყაროთ და დადგათ შემოსასვლელში. ასევე, კარგია ამავე ადგილას ზარების დაკიდება, რადგან, მისი ხმა ნეგატიურ ენერგიას აფრთხობს. ამით, სახლის აურაც იწმინდება.
Astrologia

ქოთანში ჩარგული ბარაქის ხე სიმდიდრის სიმბოლოა და აუცილებლად სახლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ანუ სიმდიდრის ზონაში უნდა დადგათ. სახლის აღმოსავლეთი მხარე ოჯახის სიძლიერის ზონად მიიჩნევა, დასავლეთი კი, შემოქმედებითი ადამიანებისთვისაც ნაყოფიერი ზონაა. ამიტომ, სამუშაო მაგიდა სწორად ამ ადგილას უნდა დადგათ.

Astrologia

გადატვირთული ოთახები უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ბედსა და გუნება-განწყობაზე. ასევე, აფერხებს ბედნიერების ენერგიის მოზიდვას. ამიტომ, ისე გადაანაწილეთ ავეჯი და ნივთები, რომ ბინაში მეტი სივრცე გამოჩნდეს. ასევე, ხშირად გადააადგილეთ ავეჯი, რომ თქვენს ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებები შემოვიდეს.

Astrologia

ლითონის ნივთები დააწყვეთ საძინებელსა და სააბაზანოში და მიაქციეთ ყურადღება, ფერს ხომ არ იცვლის. თუ ოჯახში დიდი რაოდენობით უარყოფითი ენერგიაა დაგროვილი, დიდი შანსია, ლითონის ნივთებმა ფერი იცვალოს.

Astrologia

მეუღლესთან ურთიერთობის დასარეგულირებლად კი ხშირად დაანთეთ იისფერი და ყვითელი სანთლები ლითონის შანდალში და დადგით საწოლ ოთახში. სანთლების ენერგეტიკა აძლიერებს ლითონის ენერგეტიკასა და მაგიურ თვისებებს. ის აუცილებლად დაგეხმარებათ ოჯახური პრობლემების მოგვარებაში.

წყარო: თბილისელები

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"