თუ ვინმე მონდომებით ყვება სასაცილო ისტორიებს, ერთად შეჯგუფებული ხალხის ეპიცენტრში ან სრულიად შემთხვევით, ფურშეტის მაგიდა ამოაყირავა და სანამ დამლაგებელი მოვა, პირდაპირ იატაკზე მოახერხა, საღამოს „ინდური ფართის“ სტილიში გაგრძელება, აუცილებლად მშვილდოსანი იქნება.
ამ ხმაურიან, მოუსვენარ ადამიანებს, განურჩევლად სქესისა, ასაკისა და თანამდებობისა, ყოველთვის შეუძლიათ ცხოვრება დღესასწაულად გადააქციონ, როგორც საკუთარი თავისთვის ისე გარშემო მყოფთათვის. ზოგადად, ხალხის გამხიარულება და პოზიტიურ ტალღაზე „მოქოქვა“ ნებისმიერი მშვილდოსნის საყვარელი საქმიანობაა. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, სძულთ მარტოობა და მოწყენილობა, აქედან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში, ისინი ნებისმიერი სახის გასართობი ღონისძიების ორგანიზატორად გვევლინებიან.
შვილდოსნებს დაუცხრომელი ენერგია და მუდმივად ცვალებადი ინტერესის სფერო გააჩნიათ. მათ შორის შედის მოგზაურობის სიყვარულიც. ალბათ ვერ იპოვნით ქვეყანაზე ზოდიაქოს ამ ნიშნის დაბადებულ ადამიანს, რომელიც ხეტიალზე და ახალ-ახალი ხალხის გაცნობაზე იტყვის უარს. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ბევრი მშვილდოსანი ისეთ პროფესიას ირჩევს, რომელიც მას მუდმივი მოგზაურობისა და გადაადგილების საშუალებას მისცემს. კომუნიკაბელური ხასიათის გამო, მშვილდოსნებს როგორც წესი, უამრავი ნაცნობ-მეგობარი ახვევიათ გარშემო. მათთვის საზოგადოება ჰაერივით აუცილებელია, აქედან გამომდინარე, თუკი მისი მეგობრების რიცხვს განეკუთვნებით, შეგიძლიათ უყოყმანოდ სთხოვოთ მას დახმარება, ნებისმიერი ცხოვრებისეული ძნელბედობის ჟამს. ეს ადამიანები სამაგალითო მეგობრები არიან და ძალა შესწევთ ყოველგვარ სიტუაციაში, სრულიად უანგაროდ აღმოუჩინონ დახმარება მათ, ვინც შველას საჭიროებს.
იდეალისტური ბუნება და მუდმივად სიახლის ძიების სიყვარული, მშვილდოსნების უმრავლესობას აიძულებს პროფესიასთან და სამეგობრო წრესთან ერთად, სიყვარულის ობიექტიც არაერთგზის შეიცვალონ ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, ასტროლოგები მშვილდოსნებს ურჩევენ, ოჯახი შედარებით გვი
ა ნ ას ა კში შექმნან. ორივე სქესის მშვილდოსნებს უყვართ ცხოველები, ბავშვები და სპორტი. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუკი ერთი შეხედვით ნაზი და სათუთი ქალი მშვილდოსანი დელტაპლანზე ჩამოკონწიალებული ნახეთ. ან მამაკაცი მშვილდოსანი, საბავშვო ბაღის დირექტორივით გარშემოხვეული აღმოაჩინეთ ეზოს ბავშვების გარემოცვაში. ამ ადამიანებს განურჩევლად ასაკისა, არასოდეს ტოვებთ ბავშვური ოპტიმიზმი და გულწრფელობა. ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მათ დარდი და საწუხარი არ გააჩნიათ. გააჩნიათ და მერე როგორ, მაგრამ ტიპურ მშვილდოსანს უმალ სიკვდილი ურჩევნია, ვიდრე საკუთარი პრობლემების გარშემო მყოფთათვის დანახ ვ ება და მით უმეტეს, თავზე მოხვევა. აქედან გამომდინარე, ცნობილი ზღაპარი მხიარულსახიანი, სევდიანი მასხარის შესახებ, ჩემის აზრით ზუსტად მშვილდოსნებზეა ზედგამოჭრილი. შესაბამისად, როცა მომაღიმარ მშვილდოსანს ხედავთ, ნურასოდეს განსჯით მას მკაცრად. იგი ხომ თქვენთვის დღესასწაულის მოწყობას ცდილობს, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს, თავად ზურგზე, მსხვილმან-წვრილმანი პრობლემით სავსე გუდურა აქვს წამოკიდებული.