წარმატებული თვე გელოდებათ და არ იზარმაცოთ. მოსალოდნელია ცვლილებები ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. თუ უნდა გარისკოთ, ყველაფერი დეტალურად განიხილეთ. იყავით მომართული თვითრეალიზაციასა და საკუთარ თავზე მუშაობაზე. გახშირდება შეხვედრები საინტერესო, წარმატებულ და განვითარებულ პიროვნებებთან და ნუ მოგერიდებათ მათი მიბაძვა, მათგან კარგი მაგალითების აღება. კარგ შედეგს მოგიტანთ შემოქმედებითი პროექტები. ხშირად დაესწარით გამოფენებს, კონცერტებს, ყველა იმ კულტურულ ღონისძიებას, რაც აგიმაღლებთ განწყობას, შემოქმედებითობას. ნოემბერში შანსი მოგეცემათ გაემგზავროთ საზღვარგარეთ, აიმაღლოთ კვალიფიკაცია, დაისვენოთ და თან გაერთოთ. არ გამოაკლდეთ კონფერენციას, უარი არ თქვათ მივლინებაზე. საუკეთესო დროა გამოცდების ჩასაბარებლად და დიპლომის დასაცავად. იყავით დაკვირვებული, მოგეცემათ დაწინაურების, წინსვლის შესაძლებლობა. ნუ ეტყვით დახმარებაზე ახლობლებს, ნათესავებს, მეუღლის ნათესავებს. გააქტიურდით, რომ მოაგვაროთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები. მოამზადეთ ბინა ზამთრისთვის; განაახლეთ ინტერიერი.
ბიზნესი, სამსახური
საინტერესო შეხვედრებისა და ნაცნობობის თვეა. გავლენიანი ადამიანები დაგეხმარებიან სწავლაში, სამსახურის საქმეების მოგვარებაში. თუ გადაწყვეტილი გაქვთ პროფესიის შეცვლა ან პერსპექტიული სამსახურის მოძიება, აქცენტი უცხოურ კომპანიებზე გააკეთეთ. მოგეცემათ საზღვარგარეთ გამგზავრების შესაძლებლობაც. დიპლომატიურად წარმართეთ მოლაპარაკებები პარტნიორებთან. ნოემბერი ის თვეა, როცა ცოტა მეტად უნდა მოინდომოთ და ცოტაც უნდა გარისკოთ. 18 ნოემბრიდან გააქტურდით სამსახურში, თუ მაძიებელი ხართ, მიიღებთ სამსახურს. აიმაღლეთ კვალიფიკაცია, თუ გგონიათ, რომ არასაკმარისი ცოდნა გაქვთ წარმატების მისაღწევად.
სიყვარული
ფლირტი და რომანტიკა გელოდებათ. მარტოხელებს - თავბრუდამხვევი რომანი ასაკოვან, ჭკვიან ან ზრდასრულ ადამიანთან. მისი დახმარებით დაიკავებთ მნიშვნელოვან ადგილს საზოგადოებაში, დაგეხმარებათ კარიერულ წინსვლაში. ზოგიერთი შეიძლება ანგარებიან ქორწინებასაც კი დათანხმდეთ. გახშირდება საინტერესო ადამიანების გაცნობა, პაემნები. პარტნიორის გვერდით თავს დაცულად იგრძნობთ. თავად იყავით მზრუნველი და მოსიყვარულე საყვარელი ადამიანის მიმართ. დაწყვილებულები დაქორწინებას, ერთი ბუდის აშენებას გადაწყვეტენ. ნოემბერში შექმნილ ოჯახში ჰარმონია და სტაბილურობა იქნება. დაწყვილებულების ცხოვრებაში იმატებს რომანტიკა. მოგინდებათ სამოგზაუროდ ერთად გამგზავრება. ზოგიერთები საზღვარგარეთაც კი გაემგზავრებით. ეცადეთ, ხშირად და ერთად დაესწროთ კულტურულ ღონისძიებებს. თვის ბოლოდ ნანატრი აგისრულდებათ, გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა.
ჯანმრთელობა და აქტიურობა
მეტი დრო დაუთმეთ კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის მუშაობის გაუმჯობესებას. მოერიდეთ ცხიმიანი, მძიმე საკვების მიღებას, ალკოჰოლს. იზრუნეთ იმუნიტეტის, ჰემოგლობინის ამაღლებაზე. თუ ვარჯიშს აპირებთ, აიყოლიეთ ნათესავები. მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ. ხშირად შეეხმიანეთ, მოინახულეთ. გაფრთხილდით, ნუ გაიცივებთ თავს. კარგი იქნება, თუ მიიღებთ ვიტამინების კურსს.
8 ნოემბრის შემდეგ მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან, დიპლომატიურად აუხსენით თქვენი მოთხოვნები და მოსაზრებები. მიიღებთ უამრავ ინფორმაციას და ეცადეთ, გაერკვიოთ დეტალებში, გადაამოწმოთ, ის, რაც არასწორი, ბუნდოვანი მოგეჩვენებათ.
24 ნოემბრის შემდეგ საქმიანი და ენერგიული ხართ. თქვენი ადგილი უნდა დაიკაოთ სოციუმში, დაწინაურდეთ. მოგინდებათ ახალი იდეების განხორციელება, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება.