ავტორი:

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ვერძებისთვის

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ვერძებისთვის

ცვლილებების, ტრანსფორმაციის პერიოდი დაგიდგათ. მოიმატებს თქვენი სექსუალურობა, ვალებისგან გათავისუფლების სურვილი. შეიძლება მოგიწიოთ საკუთარი ამბიციებისგან გათავისუფლება, ერთი ნაბიჯით უკან დახევა და პარტნიორისთვის დახმარების გაწევა. დაფიქრდით, როგორ გათავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან. კარგი იქნება, თუ ბიუჯეტსაც დაგეგმავთ.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

გადახედეთ თქვენს იდეებს, საკუთარ თავს. შეიძლება გამოავლინოთ ხასიათის ისეთი თვისებები, რაც აქამდე დაფარული იყო თქვენთვის. შეიძლება გულახდილმა საუბრებმა საინტერესო ადამიანებთან ბევრ საკითხზე დაგაფიქროთ. ზოგიერთმა აზრმა კი შეიძლება ცხოვრების წესი შეგიცვალოთ. კარგი თვეა მოლაპარაკებებისთვის, პარტნიორებთნ აზრთა გაცვლა დაგანახვებთ, რა მიმართულებით უნდა განვითარდეთ. ახალი ხელშეკრულებები გულდასმით წაიკითხეთ. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ადამიანების ფარულ აზრებსაც კი ამოიკითხავთ. მოაგვარებთ თქვენთვის ორ მნიშვნელოვან საკითხს: ლიდერობა და ფინანსები.

ფული და სიყვარული

მოგინდებათ სამსახურში ჰარმონიული გარემოს შექნა, გამორიცხული არაა, კოლეგებთან ფლირტი ან რომანის გაბმა. ზოგიერთი კარიერაში წარმატებას საყვარელი ადამიანის მხარდაჭერით მიაღწევს. გამორიცხული არაა, მარტოხელებმა სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყოთ გავლენიან, წარმატებულ ადამიანთან.

ჯანმრთელობა

მაქსიმალურად შეიკავეთ თავი კონფლიქტებისგან. ენერგია მიმართეთ საქმეების მოგვარებაზე და არა ურთიერთობების გარკვევაზე, კონფლიქტურობაზე. ნუ გამოავლენთ ეგოიზმს. იყავით დაკვირვებული, როცა საქმე ფინანსებს ეხება. შეინარჩუნეთ სულიერი ჰარმონია. კარგ შედეგს მოგიტანთ მედიტაცია. მაქსიმალურად თავი შეიკავეთ სპორტის ექსტრემალური სახეობებისგან.

4 ნოემბრის შემდეგ გაგიმძაფრდებათ ინტუიცია და ენდეთ მას. გამონახეთ დრო ურთიერთობის გასაუმჯობსებლად საყვარელ ადამიანთან, ინტიმური ცხოვრების გასამრავალფეროვნებლად. თუ ძალიან არ გჭირდებათ, ნუ აიღებთ სესხს.

19 ნოემბრის შემდეგ დაფიქრდით ფინანსურ თემებზე, პირადი ნივთების უსაფრთხოებაზე, რა გჭირდებათ და რას უნდა შეელიოთ. აკონტროლეთ შემოსავალ-გასავალი. გამოგიჩნდებათ ძველი ვალის დაბრუნების შესაძლებლობა.