სტატიებს იმის შესახებ, თუ რა სახის ჯანმრთელობის პრობლემები შეიძლება აწუხებდეს, ამა თუ იმ კონკრეტულ რიცხვში დაბადებულ ადამიანს.
დაბადებული 7, 16 და 25 რიცხვში
ადამიანები, რომელთა დაბადების თარიღიც ზემოთ ჩამოთვლილ რიცხვებს შეესაბამება, მეთოდურები და წესრიგის მოყვარულები არიან. ამიტომ ნებისმიერი სახის ქაოსს შეუძლია მათი წყობიდან გამოყვანა და შესაბამისად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. მათთვის აუცილებელია სიმშვიდე და რეჟიმი საიმისოდ, რომ სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვრონ. ეს ადამიანები ზომაზე მეტად არიან დამოკიდებული სხვების გავლენაზე. მიდრეკილნი არიან გონებრივი დატვირთვისკენ და ვერ უძლებენ ფიზიკურ შრომას. მათი მთავარი პრობლემაა კანის დაავადებები, ალერგიულობა და ოფლიანობა.
სასურველია რაციონში ჩართონ: კომბოსტო, კიტრი, სოკო, ვაშლი, ყურძენი და ხილის წვენები.
პრობლემატური თვეებია მათთვის: იანვარი, ივლისი და აგვისტო.
გარდამტეხი წლებია: 7, 16, 25, 34, 43, 52 და 61