ავტორი:

ოქტომბრის სავსემთვარეობა - ვისზე იმოქმედებს ყველაზე მეტად და ვის მართებს დიდი სიფრთხილე?

ოქტომბრის სავსემთვარეობა - ვისზე იმოქმედებს ყველაზე მეტად და ვის მართებს დიდი სიფრთხილე?

სავსემთვარეობას ველოდებით 20 ოქტომბერს, 18:56-ზე ვერძში. სავსემთავრეობა ზოგადად სტრესული დღეა; ადამიანები უკმაყოფილოები, გაღიზიანებულები არიან, ზედმეტად ნერვიულები. მომატებულია ემოციები, ავარიულობაც კი. მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ, თუ მაღალ წნევას უჩივით ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებას. ზოგიერთს სავსემთავრეობაზე თავის აუტანელი ტკივილი ეწყება. სავსემთვარეობის დღეს და პლუს/მინუს 2 დღე მაქსიმალურად გაფრთხილდით, რომ არაფერი დაუგეგმავი არ მოიმოქმედოთ, არ გადადგათ დაუფიქრებელი ნაბიჯი. შეამცირეთ ფიზიკური დატვირთვა, კარგი იქნება დიეტაც და მოერიდეთ ისეთი საქმეების შესრულებას, რაც ნერვულ დაძაბულობას მოითხოვს. იყავით მაქსიმალურად პოზიტიური, ნუ გაამახვილებთ ყურადღებას უსიამოვნებაზე. ნუ აჰყვებით აგრესიულად განწყობილ ადამიანებს. თუ ცეცხლთან ან მჭრელ საგნებთან გიწევთ მუშაობა, მაქსიმალურად ფრთხილად იყავით.

სავსემთვარეობამდე ნახევარი საათით ადრე ფუცელზე ჩამოწერეთ ის მიზეზები, რაც წინსვლასა და ბედნიერებაში გიშლით ხელს. აგრეთვე ის მავნე ჩვევები, რისგანაც გსურთ გათავისუფლება. სავსემთავრეობამდე 5-10 წუთით ადრე ფურცელი დაწვით და ფერფლი წყალს გაატანეთ.

სავსემთავრეობაზე მთვარე ვერძის 28-ე გრადუსშია, მზე კი მის პირისპირ - სასწორის ამავე გრადუსში. მზეს გვერდ მარსი უმშვენებს, ენერგიისა და აგრესიის პლანეტა და მათ ორივეს და მთვარესეც (ემოციები) ეჩხუბება პლუტონი (ტრანსფორმაციები, მიწისქვეშა მოვლენები) - აგრესიულობა და ძირეული ცვლილებების სურვილი 23 ოქტომბრის ჩათვლით იქნება აქტიური. გადაწყვეტილება მიიღეთ მხოლოდ მაშინ, როცა ყველაფერი კარგად გექნებათ აწონ-დაწონილი. აკონტროლეთ იმპულსურობა. დიპლომატიურობა, გააზრებულობა და მაქსიმალური სიფრთხილე ყველას მოგვეთხოვება. ნუ გარისკავთ, განსაკუთრებით საჭესთან და ტექნიკასთან მუშაობისას. გაუფრთხილდით ურთიერთობებს. ემოციებისა და იმპულსების გამო ნუ გაიფუჭებთ დამოკიდებულებას თქვენთვის საყვარელ ადამიანებთან. ვერძი არის "მე" და სასწორი არის პარტიორული ნიშანი. ამიტომ, ნუ გააფუჭებთ დამოკიდებულებას საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. ყველა იმ ადამიანთან, ვისთანაც თანამშრომლობთ, ერთჭერქვეშ ცხოვრობთ. ამ დღეს წარმოქმნილი უსიამოვნებების გამოსწორების შანსი მხოლოდ მომავალი წლის თებერვალ-მარტში მოგეცემა.

20 ოქტომბერსვე პლანეტა მერკური, რომელიც 27 სექტემბრიდან რეტროგრადული იყო, სწორ სვლას იწყებს და ჩვენც უფრო მეტად მობილიზებულები, დაკვირვებულები გავხდებით. 20 ოქტომბრიდან 16 ნოემბრის ჩათვლით კარგი პერიოდი გველოდება, მაგრამ ახალი საქმეები უმჯობესია 25 ოქტომბრიდან დაიწყოთ. ისიც გაითვალისწინეთ, რომ 4 ნოემბრამდე მთვარე კლებადია. თუმცა, კარგი დღეები მაინც გვაქვს და ესენია 22, 23, 26-27 და 31 ოქტომბერი. აქვე გეტყვით, რომ ყველა მნიშვნელოვანი საქმე და შეხვედრა უმჯობესია 5-16 ნოემბრის შუალედში მოაგვაროთ, რადგან მერე მთვარისა და მზის დაბნელებების პერიოდი გვეწყება (19 ნოემბერს მთვარის და 4 დეკემბერს - მზის).

  • ვისზე იმოქმედებს სავსემთავრეობა ყველაზე მეტად?

მათზე, ვისი დაბადების დღეებიც უწევს 14-19 აპრილისა და 17-23 ოქტომბრის შუალედში. გაათმაგებულად შრომა მოგიწევთ მათ, ვინც დაიბადეთ 15-19 იანვრისა და 17-21 ივლისის პერიოდში. გადაამოწმეთ, პირად რუკაში პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები ხომ არ ხვდება ვერძის, კირჩხიბის, სასწორისა და თხის რქის ნიშნების 26-30 გრადუსებში. აგრეთვე, ნახეთ, სასწორისა და ვერძის 28 გრადუსი რომელ ასტროლოგიურ სახლებში ხვდება, სწორედ მანდ უნდა ელოდოთ ცვლილებებს, დაამყაროთ წესრიგი.