15 ნოემბერს 9:08 საათზე ახალმთავრეობას ველოდებით მორიელში. თითოეული ნიშნის გავლენით ახალმთვარეობაზე სხვადასხვა მისია გვაქვს შესასრულებელი და სხვადასხვა გამოცდილების მიღებას ველით სამყაროსგან. არც ეს ახალმთავრეობა იქნება გამონაკლისი. მომდევნო ახალმთავრეობა გვექნება 14 დეკემბერს, მშვილდოსნის ნიშანში, მაგრამ ჯერ მორიელის თემები იქნება აქტუალური და მზად უნდა ვიყოთ სიახლეებისთვის, შინაგანი და გარეგანი ტრანსფორმაციისა და ცვლილებებისთვის სხვადასხვა სფეროში. ის, თუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ახალმთვარეობის პერიოდში, თქვენი ასტროლოგიური ნიშნის მიხედვით განისაზღვრება. თუ პირადი რუკა შედგენილი გაქვთ ან იცით, სად მდებარეობს თქვენი ასცენდენტი, გაეცანით პროგნოზს მისი, თქვენი მთვარისა და მზის ნიშნის მიხედვით:
ვერძი
ნოემბრის ახალმთვარეობაზე თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გახდება შემდეგი თემები: ფინანსები, რესურსები, ვალდებულებები და მატერიალურ-მორალური დამოკიდებულება სხვა ადამიანებზე. შეიძლება სხვა ადამიანებმა გაგიწიონ დახმარება ამ სფეროების მოსაწესრიგებლად. გაქვთ შანსი, რომ გათავისუფლდეთ იმ ყველაფრისგან, რაც აქამდე მძიმე ტვირთად გაწვათ, ვალებისგანაც კი. იგრძნობთ ენერგიის მომატებას და შეძლებთ მისი და ძალის გამოვლენას კეთილი საქმეების შესასრულებლად. დიდ კოლექტივსაც უხელმძღვანელებთ. მეტად მოგემატებათ პასუხისმგებლობის შეგრძნება საკუთარ თავზე. ნუ მოგერიდებათ დახმარების თხოვნა. უცხოებიც კი წაგეშველებიან. ზოგიერთმა შეიძლება მიიღოს მემკვიდრეობა.
კურო
გააქტიურდება პარტნიორული კავშირები. თავადაც გაგიჩნდებათ სურვილი, რომ დაარეგულიროთ მათთან კავშირი. გააფორმებთ სარფიან ხელშეკრულებებს. შეიძლება სხვა ადამიანებმა გამოთქვან თქვენთან თანამშრომლობის სურვილი. შეყვარებულები დაქორწინებას გადაწყვეტენ. მარტოხელების ცხოვრებაში კი საინტერესო ადამიანი გამოჩნდება.
ტყუპი
სამსახური, ყოველდღიური რუტინა და ვალდებულებები იქნება მნიშვნელოვანი თქვენთვის. ნუ შეშინდებით, დროც საკმარისი გექნებათ და ენერგიაც, რომ დაასრულოთ დაწყებული საქმეები, დაიწყოთ ახალი პროექტები. უსიამოვნო საქმეებსაც კი სიხარულით მიუბრუნდებით და ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანთ. აუსრულეთ ახლობლებს დანაპირები. თუ მოინდომებთ, გაიუჯობესებთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. არის შანსი, რომ მიაგნოთ მკურნალობის ახალ მეთოდს ან სპეციალიტს.
კირჩხიბი
15 ნოემბრის შემდეგ მეტი დრო უნდა დაუთმოთ დასვენებას, საყვარელ ჰობის. ხშირად ისეირნეთ ბუნებაში, შეხვდით თქვენთვის სასიამოვნო ადამიანებს, დატკბით სასიამოვნო მომენტებით. მაქსიმალურად მეტი კომფორტი შეიქმენით. ბავშვები გაგახარებენ, დაუთმეთ მათ თქვენი დრო; მათთან ერთად გაერთეთ. ზოგიერთი დაფეხმძიმებას გადაწყვეტს ან გაიგებთ, რომ მშობელი გახდებით. იყავით მონდომებული, რომ გააუმჯობესოთ დამოკიდებულება თქვენს შეყვარებულთნ. ხოლო თუ ასეთი ჯერ არ გყავთ, არის შანსი, რომ შეხვდეთ.
ლომი
ახალმთვარეობა მორიელში მიგითითებთ, რომ მეტი ყურადღება მიაქციოთ ოჯახს. შეასრულოთ საოჯახო ვალდებულებები. ადვილად გამოგივათ ის, რაც ადრე არ გამოგდიოდათ. ეს შეიძლება იყოს რემონტი, დამოკიდებულება ნათესავებთან, საოჯახო დოკუმენტებზე მუშაობა. ზოგიერთმა შეიძლება სახლისთვის რაღაც შეიძინოს ან სულაც ბინის მისამართი შეიცვალოს. ერთი სიტყვით, მეტი დრო უნდა დაუთმოთ სახლს და მასთან დაკავსირებული საკითხების მოგვარებას.
ქალწული
ურთიერთობა, ინფორმაცია, მიმოწერა, გადაადგილება ახლო მანძილზე, ბუღალტერია და ავტომობილებთან დაკავშირებული საკითხები გახდება თქვენთვის აქტუალური. შეიძლება მიიღოთ უამრავი ახალი ინფორმაცია. განსაკუთრებით, თუ თქვენი სამსახური ინფორმაციებთანაა კავშირში. ახლობლები დაგეხმარებიან, რომ უკეთ წარმართოთ თქვენი საქმეები, მოაგვაროთ დოკუმენტები. შეიძლება იყიდოთ ან გაყიდოთ მანქანა. სასიკეთოდ მოგვარდება და-ძმებთან დაკავშირებული საკითხები. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ახლობლებთან. დროა, ჩააბაროთ საბუღალტრო დოკუმენტები. შეიძლება რაღაცის შესწავლა დაიწყოთ, რის მიმართად ადრე ინტერესი გქონდათ.
სასწორი
გააქტიურდება ფინანსური საკითხები. შეიძლება გაგიჩნდეთ დამატებითი შემოსავლის წყარო. ან თავად გაგიჩნდეთ სურვილი, რომ გაიუმჯობესოთ მატერიალური საკითხი. ზოგიერთი მიიღებს შედეგს იმ საქმისთვის, რაც ადრე ჰქონდა შესრულებული. 15 ნოემბრის შემდეგ მიიღებთ ფულს (მოულოდნელსაც კი). მეტი დრო დაუთმეთ საკუთარი ენერგიის, რესურსების გაძიერებას. ზოგიერთი მეტად დააფასებს საკუთარ თავს და ცოდნას. სხვათა შორის, შეიძლება გააძვიროთ თქვენი მომსახურება.
მორიელი
თქვენ ახლა მთავარ როლში ხართ, რადგან ახალმთავრეობა თქვენს ნიშანში ხდება. მეტად იგრძნობთ, რომ სურვილი გაქვთ გამზევდეთ, გამოავლინთ თქვენი პროფესიული შესაძლებლობები. ზოგიერთს გაგიჩნდებათ სურვილი, გაიუმჯობესოთ გარეგნობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ფიზიკური მდგომარეობა. ძალა და ენერგია გაქვთ და ეცადეთ, იყოთ ლიდერი, პირველი. გამოავლინეთ ცოდნა, ნიჭი, რომ მეტად შეგამჩნიონ გარშემო მყოფებმა. სხვათა შორის, 15 ნოემბრის შემდეგ განწყობაც საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ.
მშვილდოსანი
თქვენს ცხოვრებაში რაღაც საიდუმლოსთან იქნება კავშირში. შეიძლება გამომჟღავნდეს ის, რაც ადრე არ გსურდათ, რომ გარშემო მყოფებისთვის გეჩვენებინათ. შეიძლება ამ პერიოდში მოგინდეთ ჩრდილში დგომა, მეტად - დასვენება და საკუთარ თავში ჩაღრმავება. ზოგიერთი იზოლაციაში ამჯობინებს ყოფნას. მოიწესრიგეთ ჯანმრთელობა, სულიერი მდგომარეობა. დაცავით ფსიქოლოგიური ბალანსი. ზოგიერთს შეიძლება მუშაობა შესთავაზონ მისთვის შორეულ მხარეში ან გაემგზავროთ საზღვარგარეთ. ახალი საქმეები დაიწყეთ თქვენი დაბადების დღის შემდეგ. მანამდე გათავისუფლდით ყველა უსარგებლო ტვირთისგან.
თხის რქა
კარგი ახალმთვარეობა გელოდებათ. ის მოგიტანთ აღიარებას, წარმატებას. გაიმარჯვებთ იმ საქმეში, რასაც შეჭიდებული იყავით. პოპულარული გახდებით იმ სოციალურ წრეში, სადაც ტრიალებთ. გამორიცხული არაა, გააქტიურდეთ სოციალურადაც. გააუმჯობესეთ ინტერნეტკავშირები. გახშირდება მიმოწერა, ზარები. თუ თქვენი საქმიანობა ონლაინ სფეროს ეხება (გაქვთ საიტი ან ონლაინბიზნესი), წარმატება გელით. ერთი სიტყვით, იაქტიურეთ, თქვენ ყველაფერი საუკეთესოდ გამოგივათ.
მერწყული
მეტი დრო უნდა დაუთმოთ კარიერას, სოციალური სტატუსის ამაღლებას, პირადი ბიზნესის განვითარებას ანუ, ახალმთვარეობა ამ სფეროში გეხმარებათ მიაღწიოთ წარმატებას. თუ მუშაობის დაწყება გსურდათ, სარფიან შემოთავაზებებს მიიღებთ. დალაგდება თქვენი ბიზნესსაქმეები. ყველაფერი, რასაც მოიმოქმედებთ საკუთარი კარიერის გასაუმჯობესებლად, კეთილად დაგვირგვინდება. თუ უკვე მუშაობთ, სამსახურში ახალ პროექტებს უხელმძღვანელებთ, ან ჩაერთვებით ახალ პროექტებში. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება კოლეგებთან, საქმიან პარტნიორებთან. რთულ საქმეებსაც მარტივად გაუმკლავდებით.
თევზები
15 ნოემბრის შემდეგ გაგიადვილდებათ სწავლა. ხელი მოგემართებათ უცხო ენის შესწავლაში. გაგიჩნდებათ მსოფლმხედველობის გაფართოების სურვილი და ამის შანსიც მოგეცემათ. თუ საქმე გქონდათ სახელმწიფო უწყებებთან ან იურიდიული თემების მოგვარებით იყავით დაკავებული, გაგიმართლებთ, ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება. გააფორმებთ საჭირო დოკუმენტებს. ზოგიერთმა შეიძლება სამსახური მიიღოს სახელმწიფო სტრუქტურაში. გახშირდება კონტაქტები საზღვარგარეთ მცხოვრებ ადამიანებთან.