იგი ზოდიაქოს ნიშნით ლომია. თუმცა, აქვს მორიელისა და კირჩხიბის დიდი გავლენა. აფლეკის რუკაზე პირველი, რაც ყველაზე თვალშისაცემია ეს მისი აქტიური მეხუთე სახლია. ასტროლოგიური ენით კი მეხუთე სახლის აქტიურობა ამა თუ იმ პიროვნების კოსმოგრამაში მიუთითებს ორ რამეს - სამსახიობო ან სახელოვნებო მონაცემებსა და მრავალშვილიანობისკენ მიდრეკილებას. აფლეკის შემთხვევაში ორივე სახეზეა. მან სახელი გაითქვა არა მხოლოდ როგორც მსახიობმა, არამედ უკვე როგორც რეჟისორმა. ხოლო მეუღლესთან მსახიობ ჯენიფერ გარნერთან ერთად იგი სამ მომხიბვლელ პატარას ზრდის და როგორც კულუარებში ამბობენ, წყვილი შვილების ამ რაოდენობაზე გაჩერებას არ აპირებს. ბენის რუკას თუ დეტალურად შევისწავლით, ასევე დავინახავთ, რომ ამ ადამიანს საკმაოდ ემოციური და რთული ხასიათი აქვს, რომელსაც ასე თუ ისე აბალანსებს მის ჰოროსკოპში აქტიურად გამოხატურლი მესამე სახლი - ზოგადად კომუნიკაციის მოთხოვნილება და ადამიანებთან მოქნილად ურთიერთობის უნარი.
ბენ აფლეკი ვაჟიშვილ სამუელთან ერთად
ეს არის ემოციური, ძალიან მოსიყვარულე და თბილი პიროვნება, რომელსაც გააჩნია უნარი საკუთარი ნიჭითა და შესაძლებლობებით არამხოლოდ ფინანსური მოგება ნახოს, არამედ საყოველთაო აღიარებაც მოიპოვოს. გარდა ამისა, იგი არის გამორჩეულად ოჯახის მოყვარული ინდივიდი და მის ცხოვრებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს სტაბილური ოჯახური გარემო. რუკის მიხედვით, მას არაერთი და საკმაოდ მტკივნეული გამოცდილების გადატანა მოუხდა წარსულში პარტნიორული ურთიერთობების კუთხით. ამან მისი ზრდა გამოიწვია პიროვნულად და შესაბამისად, საშუალება მიეცა, განევითარებინა საკუთარი აღმავალი მისია - რახუ თხის რქის ზოდიაქოში. აფლეკისნაირი ადამიანები, როგორც წესი, ხანგრძლივი დროის მანძილზე იტანჯებიან სხვების მიმართ ემოციური დამოკიდებულებითა და ინფანტილურობით. მათ ეს აუცილებლად უნდა დაძლიონ საიმისოდ, რომ ცნობიერების უფრო მაღალ ეტაპზე გადაინაცვლონ. თუმცა, იგივე კარმული მისიის მიხედვით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბენ აფლეკი კიდევ არაერთ წარმატებას მოიპოვებს პროფესიულ სარბიელზე. თუკი იგი დაიცავს თხის რქის მთავარ პრინციპს - პასუხისმგებლობა აიღოს გარშემო მყოფებზე, ისევე როგორც საკუთარ თავზე.