დეი ლუისი ასე ვთქვათ „ოთხმაგი კუროა“, საკუთარი ნიშნის ტიპიური წარმომადგენელი. თუმცა მის ხასიათში კუროს ამგვარ „ოვერდოზს“, თავდაყირა აყენებს მარსის მდებარეობა ტყუპებში - მარტივად რომ ვთქვათ, იგი ერთის მხრივ ჯიუტი, პრინციპული და სწორხაზოვანია, მეორეს მხრივ კი ვერ იტანს ვერანაირ შეზღუდვებს, მალე ბეზრდება ყველაფერი და ნაკლებად ახერხებს ერთ სფეროზე ხანგრძლივად კონცენტრირებას. მარსით ტყუპები განსაკუთრებით მამაკაცები, ასევე გამოირჩევიან საკუთარი არასტაბილური დამოკიდებულებით ზოგადად სუსტი სქესის მიმართ, ხანდაზმულ ასაკამდე. ცნობილი ფაქტია რომ დეი ლუისი ამ მხრივ ნამდვილად ამართლებს საკუთარი მარსის მდებარეობას. თუმცა პრობლემა ამ ადამიანისთვის ცხოვრებაში არამარტო ქალები, ზოგადად თავისუფლების და დამოუკიდებლობის ცნების არასწორი გაგებაა. მას ძალიან ცუდად ესმის ის თუ რას ნიშნავს იყო ჭეშმარიტად თავისუფალი. შესაბამისად იგი საკუთარი თავისუფლების შეზღუდვას ლამის ავადმყოფურად უფრთხის, ხშირად საყვარელ ადამიანებზე უარის თქმის ხარჯზეც კი. ამიტომ მისთვის აუცილებელია ყავდეს უპრეტენზიო, ე.წ "ფონის შემქმნელი" პარტნიორი. რომელიც მას იმის ილუზიას შეუქმნის რომ არ იზღუდება პიროვნულად. ამასთან ერთად, რეტროგრადული მერკური კუროს ზოდიაქოში, განაპირობებს იმას რომ ამ ადამიანს კატეგორიულად არ უყვარს არათუ ჭკუის სწავლება სხვების მხრიდან, არამედ უბრალო რჩევის მიღებაც კი. კუროს ზოდიაქოს დიდი გავლენა ასევე მიუთითებს იმაზეც, რომ ამ ადამიანს ეყვარება ე.წ „სოფლური ცხოვრება“, ბუნებაში ხშირად ყოფნა, ზოგადად ბუნებრიობა.
დენიელ დეი ლუისი საკმაოდ მძიმე კარმული პროგრამით დაიბადა, ადამიანები რომელნიც მსგავსი კარმული მისიით იბადებიან, ძალზე ხშირად განიცდიან ცხოვრებაში დიდ დანაკარგებს, არამარტო მატერიალურს ხშირაც სულიერსაც. ისინი კარგავენ ქონებას, ფულს, თანამდებობას, სოცუალურ მდგომარეობას მანამ სანამ არ ისწავლიან მატერიალურზე აფსოულუტურად უარის თქმას. რაც დამეთანხმებით ადამიანისთვის რომელიც დეი ლუისის მსგავსად კუროს ზოდიაქოს ასეთი ძლიერი გავლენით დაიბადა, საკმაოდ ძნელი იქნება. კურო ხომ ფულის სახლის მმართველია ზოდიაქოს სახლების მიხედვით. სამსახიობო მონაცემებზე და ზოგადად, ამ მონაცემებით პუბლიკაზე დაუვიწყარი შთაბეჭდილების მოხდენის უნარზე მიუთითებს დეი ლუისის რუკაში პლანეტა პლუტონის მდებარეობა ლომის ზოდიაქოს ნიშანში. ლომი ჰოროსკოპის მეხუთე სახლის მმართველია -( თეატრალური ხელოვნება, სამსახიობო ნიჭი). პლუტონი სოციუმთან ადამიანის დამოკიდებულებას და მასზე ზემოქმედების უნარზე აგებს პასუხს. შესაბამისად გასაკვირი არ არის რატომ აღიარებს საზოგადოება ამ ადამიანის ნიჭს ასე აქტიურად. პლუტონის ამ მდებარეობით ხომ არაერთი მსახიობია დაბადებული. თუმცა დეი ლუისის შემთხვევაში, საზოგადოების მხრიდან აღიარებას არათანმიმდევრული სახე აქვს, ამიტომ ამ მსახიობის მოღვაწეობა, გამორიცხული არაა პერიოდულ ჩავარდნებს ან სრულ იზოლაციურ სიტუაციასაც მოიცავდეს, რასაც მოულოდნელი აღზევება და პროჟექტორების შუქი მოჰყვება ხოლმე.