ფილიპის ვიზუალური იმიჯი, ძალიან ჰგავს ციხიდან გაქცევის სკანდალური ფაქტით ცნობილი ამერიკელი რეციდივისტის Unabomber-ის იმიჯს. შესაბმისად ლააკსაც სამუდამოდ ”მიეწება” ეს მეტსახელი.
ფილ ლააკი, 1972 წლის 8 სექტემბერს დაიბადა ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში. მისი დაბადების მომენტში მზე (ცნობიერი), მთვარე (ქვეცნობიერი), მერკური (აზროვნების უნარი) და მარსი (ქმედება-საქმიანი აქტივობა) ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში იმყოფებოდა. თუკი ასტროლოგიურად ვიმსჯელებთ, ნებისმიერი პიროვნების პირად რუკაში, ქალწულის ზოდიაქოს ამგვარი ”ოვერდოზი”, აუცილებლად ნიშნავს იმას რომ ამ ადამიანს გასაოცარი ლოგიკური აზოვნების უნარი, რკინის ნებისყოფა და კარგი მათემატიკური უნარ-ჩვევები უნდა გააჩნდეს. ნებისყოფის სიმტკიცეზე ლააკის რუკაში ასევე მიუთითებს, პლანეტა მარსის მდებარეობა ქალწულის ზოდიაქოში - მარსი ქალწულში ე.წ ”მაფიოზების მარსია”, რომლის მეშვეობითაც ადამიანი, ცივი გონებით, წინდახედულობით და პრაქტიკულობით გამოირჩევა. ამ პიროვნებისთვის საკმაოდ მარტივია ნებისმიერი სახის ქმედების წინასწარ გათვლა-გაანგარიშება და დეტალურად დაგეგმვა. მისი გონება, ყველა შესაძლო სვლას იაზრებს და დეტალების სიზუსტით ითვალისწინებს. თუმცა, ლააკის შესახებ დაწერილ ერთერთ სტატიში, ტიპიური ქალწულისთვის სრულიად არადამახასიათებელ რამეს ვკითხულობთ. ”პოკერის მამას” ქცევის ერთობ უცნაური მანერა გააჩნია, იგი არის აგრესიული და როგორც წესი, ხშირად აგდებს შოკში პუბლიკას თავისი ეპატაჟურობითა და არაპროგნოზირებადი საქიცელით.
მაგალითად მისთვის არაფერს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ შუა თამაშის მსვლელობისას დემონსტრაციულად შეუდგეს ფეხსაცმელების გამოცვლას.
ხასიათის ამგვარი შტრიხები ადამიანისთვის, რომელიც პირად რუკაში, ქალწულის ზოდიაქოს ასეთი დიდი დოზით დაიბადა, ვერანაირად ვერ იქნებოდა დამახასიათებელი, რომ არა მის კომოსგრამაში ლომის საკმაოდ აქტიური გავლენა. ფილიპ ლააკის რუკას თუ გადავავლებთ თვალს, საკმაოდ ადვილად აღმოვაჩენთ,იმას რომ პლანეტა ვენერა (შემოქმედებითი აქტივობის და საზოგადოებაში ქცევის მანერის მაჩვენებელი) სწორედ ლომის ზოდიაქოს იკავებს. აქედან გამომდინარე, მას საკმაოდ კარგი თეატრალური მონაცემები გააჩნია ( ნუ დაგავიწყდებათ, ლომი, ზოდიაქოს მეხუთე სახლის მმართველია, რომელიც თავის მხრივ ყველანაირი სახის თეატრალურ და გამომსახველობით ნიჭზეა პასუხისმგებელი). ლომისთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი თვისება გამოკვეთილი ამბიციურობაა, სწორედ საკუთარი ”მეს” მკვეთრი აღქმა გახლავთ მიზეზი იმისა, რომ ფილიპ ლააკს ვიზუალური მონაცემებით თავის მოწონების უდაო ნიჭიც გააჩნია ( საგულდაგულოდ შერჩეული გამოკვეთილი იმიჯი -კაპიუშონიანი ზედა და სათვალე, იგი ასევე რამოდენიმე ფილმშიც მონაწილეობს სადაც საკუთარ თავს თამაშობს). რაც ასევე შეესაბამება ლომის სახასიათო მაჩვენებლებს (გაიხსენეთ გენიალური რეჟიოსორი ალფრედ ჰიჩკოქი-ლომის ზოდიაქოს ტიპიური წარმომადგენელი, რომელიც თითქმის ყველა ფილმში საკუთარ თავს თამაშობს). ამას გარდა, პირად კოსმოგრამაში უნიკალური აპსექტის იუპიტერის (წარმატება) და ნეპტუნის (ინტუიცია) შეერთება, იუპიტერითვე მართულ მშვილდოსნის ზოდიაქოში, ლააკს ანიჭებს უჩვეულო ორიენტაციის უნარს და შესაძლებლობას ინტუიციურად გაერკვეს ნებისმიერ ჩახლართულ სიტუაციაში, უმცირესი დეტალების გაანალიზების დონემდეც კი. სწორედ ეს თვისება განაპირობებს ამ ადამიანის შესაძლებლობას, თამაშების მაქსიმალური რაოდენობა უპირობო წარმატებით მოიგოს. ასე და ამგვარად, თუკი საბოლოოდ შევაჯამებთ მსოფლიოს ერთერთი ყველაზე იღბლიანი პოკერის მოთამაშის ასტროლოგიურ პორტრეტს, აღმოვაჩენთ რომ მისი ნიჭი პირად კოსმოგრამაში ქალწულის ( ლოგიკური, მათემატიკური აზოვნება), ლომის (ეპატაჟურობა, ამბიცია, თეატრალური მონაცემები) და მშვილდოსნის (წარმატება, ქუდბედიანობა) საინტერესო სინთეზის შედეგია. თუმცა საიმისოდ რომ ამგვარი მონაცემების მქონე პიროვნებამ მაქსიმალურად ისარგებლოს ბედისწერისგან ბოძებული ნიჭით, აუცილებელია ქალწულის ზოდიაქოს ძლიერი გავლენა და უნარი, გამომუშავებული კაპიტალი სწორად განკარგო. ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ ლააკმა საკუთარი მოგება საკმაოდ გონივრულად გამოიყენა ქონების გასაზრდელად-გახსნა საკუთარი პოკერ-რუმი, ამას გარდა ფულის ნაწილი ავტო-რალსა და სპორტის ექსტრემალურ სახეობებში ჩადო.