პრინცი ჰარი მალე დაოჯახდება - რა ბედი ელის მას ქორწინებაში

 პრინცი ჰარი მალე  დაოჯახდება - რა ბედი ელის მას ქორწინებაში

ჟღალი მაგრამ საოცრად ქარიზმატული პრინცი ჰარი აქამდეც არაერთგზის აძლევდა მითქმა-მოთქმის საბაბს ჭორიკანა გამოცემებს, მაგრამ როგორც ამჯერად ამბობენ, ხმები მისი ვინმე კრესიდა ბონასით სერიოზული გატაცების შესახებ საკმაოდ რეალურია და სამეფო ოჯახი ახლო მომავალში ალბათ გრანდიოზულ ქორწილს იზეიმებს. როგორც პრინცთან დაახლოებული პირები ამბობენ, ეს მნიშვნელოვანი მოვლენა დაახლოებით 2013 წლის მიწურულს იგეგმება. შეგახსენებთ, ჰარი და კრესიდა უკვე ნახევარ წელზე მეტია ერთად არიან და კულუარულად ხმები მათი საიდუმლო ნიშნობის შესახებაც გავრცელდა.

მოდით, ასტროლოგიური კუთხით განვიხილოთ პრინცთან დაკავშირებული ჭორ-მართალი. როგორც ბრიტანელი ასტროლოგები ვარაუდობენ, სამეფო ოჯახის ჟღალთმიან წარმომადგენელს უახლოეს ხანში მართლაც დიდი ალბათობით ელის დაოჯახება. ამაზე მიანიშნებს ძალიან ბევრი ასპექტი მის პირად კოსმოგრამაში. პირველ რიგში კი ე.წ. "სატურნის დაბრუნება", რაც იმას ნიშნავს, რომ ინდივიდი  სამუდამოდ ემშვიდობება თინეიჯერულ უზრუნველობას და გაცილებით მეტი პასუხისმგებლობის აღებას სწავლობს საკუთარ თავზე. ამ ასაკში ადამიანის ცნობიერებაში მნიშვნელოვანი გადაფასება ხდება და იგი მზადაა ისეთი ნაბიჯების გადასადგმელად რომლისთვისაც აქამდე არც ძალა, არც ნებისყოფა და არც სურვილი არ ჰყოფნიდა. ამასთან ერთად, პრინცი ჰარი სავსებით შესაძლოა ყველას გასაკვირად არაჩვეულებრივი მეუღლე, ოჯახის უფროსი და მამა დადგეს. მართალია მას აქამდე არაერთგზის უმტკიცებია ჟურნალისტების თვალწინ რომ ოჯახის შექმნა არ არის მისი საქმე, მთავრის დომინანტური მდებარეობა მის კოსმოგრამაში მკვეთრად მიანიშნებს იმას, რომ ახალგაზრდა პრინცი შინაგანად ორიენტირებულია  ჭეშმარიტი მეორე ნახევრის პოვნაზე, რომელიც მას სიმყუდროვის და წონასწორობის შეგრძნებას შესძენს. თუმცაღა, შიში იმისა, რომ ოჯახური ბედნიერება მყარი ვერ იქნება ჰარის ცნობილი დედ-მამის ისტორიიდან გამომდინარე, საკმაოდ ღრმად აქვს გამჯდარი ქვეცნობიერში.

Astrologia

ვინ არის მისი რჩეული ამის დეტალურად დადგენა-გაანგარიშება ცოტა არი იყოს რთული საქმეა, მარტოოდენ პრინცის კოსმოგრამის მიხედვით. თუმცა გარკვეული ინფორმაციის მოწოდება მაინც არის შესაძლებელი. სავარაუდოდ, ჰარის მომავალი მეუღლე მომხიბვლელი, ნაზი, ქალური და გლამურული ტიპაჟი იქნება მაღალი წრიდან. კარგი მანერებითა და არასკანდალური წარსულით.

თუმცა, იქნება თუ არა პრინცის ქორწინება ზემოხსენებულ ქალბატონზე ბედნიერი აი ეს უკვე სხვა საკითხია. იმიტომ რომ, დაწყებული 16 სექტემბრიდან ძალაში შედის იუპიტერისა და ვენერას ძალზე მნიშვნელოვანი ასპექტი. მართალია იუპიტერი ამ შემთხვევაში მწვანე შუქს უნთებს ნიშნობებს, ქორწილებსა და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს ადამიანთა ცხოვრებაში, მაგრამ მისი დისჰარმონიული ასპექტი ვენერასთან (კერძოდ კვადარატურა), ხელს შეუშლის ამ პერიოდში დაწყებული კავშირის პერსპექტიულობას და სიმყარეს. შესაძლოა, ჰარის სწორედ ზემოთ ხსენებული ასპექტის გავლენით ეგონოს კიდეც, რომ მან ცხოვრების ერთადერთი სიყვარული იპოვნა ამ ქალის სახით და მომავალიც ვარდისფერ ფერებში დაისახოს, თუმცა ეს დამოკიდებულება სამწუხაროდ ნაკლებად შეესაბამება რეალობას.

ასტროლოგების ვარაუდით პრინცი ნიშნობის ცერემონიალისთვის მზადებას, ზუსტად ვენერა-იუპიტერის კვადრატურის საწყის ეტაპზე დაიწყებს. ხოლო უკვე ამ ასპექტის ძალაში შესვლის დროს დაახ. 14-29 დეკემბერს გაიმართება თავად ნიშნობა.  ვენერა-იუპიტერის კულიმინაციურ მომენტს კი 2014 წლის მაისში სამეფო ოჯახი სავარაუდოდ ქორწილით დააგვირგვინებს.

ასტროლოგების აზრით, პრინცს გულის ტკივილისა და იმედის გაცრუებისგან, რომელიც შესაძლოა მას უიღბლო ქორწინებამ მოუტანოს მხოლოდ და მხოლოდ ცივ გონებაზე მიღებული გადაწყვეტილებები დაეხმარება. ამიტომ მისასალმებელია თუ მისი და კრესიდას ურთიერთობაში გარკვეული დოზით ანგარებასაც აქვს ადგილი. სწორედ ამ ფაქტმა შეიძლება იხსნას ჰარი გაუაზრებელი და ნაჩქარევი ნაბიჯის გადადგმისგან.

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი თევზებისთვის

პროგნოზები

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი მორიელებისთვის