ფულის შოვნის მეთოდები იუპიტერის განლაგების მიხედვით - იუპიტერი მიწის სტიქიის ნიშნებში

ფულის შოვნის მეთოდები იუპიტერის განლაგების მიხედვით - იუპიტერი მიწის სტიქიის ნიშნებში

წყლის სტიქიაშია განლაგებული (იუპიტერი ხომ მშვილდოსნის და თევზების მფარველია, შესაბამისად იგი ყველაზე მყუდროდ ამ ნიშნების მონათესავე სტიქიებში გრძნობს) იგი მფლობელს გაცილებით მარტივი გზებით ჰპირდება ფინანსური კეთილდღეობის მოპოვებას. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში არსებობს კონკრეტული სფეროები, რომელიც თქვენი იუპიტერის მიხედვით შეგიძლიათ აითვისოთ და ამ მეთოდით საკმაოდ სოლიდური თანხაც გამოიმუშაოთ... საამისოდ მხოლოდ იმის ცოდნა დაგჭირდებათ, კონკრეტულად რომელ ზოდიაქოში ბრძანდება თქვენი დაბადების რუკაზე პლანეტა იუპიტერი...

იუპიტერი მიწის სტიქიის ნიშნებში - კურო, ქალწული, თხის რქა ფინანსურ კეთილდღეობას ძირითადად ისეთ სფეროებში აღწევს სადაც რეალური პროდუქტის, რეალური წარმოება მიდის. ამ ადამიანების დიდ ნაწილს ნაკლებად უმართლებთ სახელოვნებო სფეროში. მათთვის რთულია რაიმე სახის აბსტრაქტული ან არაორდინალური საქმიანობით მოიპოვონ შემოსავალი. მიწის სტიქიის იუპიტერი ფეხქვეშ მყარ ნიადაგს ითხოვს საიმისოდ, რომ მან სამომავლოდ ფესვები კარგად გაიდგას, გაიხაროს და ნაყოფი გამოიღოს.

იუპიტერი კუროში

იუპიტერის ამგვარი მდებარეობა მიანიშნებს იმას, რომ მის მფლობელს სამრეწველო-სატრანსპორტო სფეროში სწყალობს ბედი. ზოგადად გადაზიდვები ძალზე აქტუალური თემაა იუპიტერისთვის კუროს ზოდიაქოში, გამომდინარე იქედან, რომ კურო რესურსების დაგროვება-რეალიზაციას უწყობს ხელს. თუმცა საუკეთესო გზა იუპიტერის მსგავსი განლაგებისას ფულის საშოვნელად ვაჭრობა-კომერციაა. ძალიან მომგებიანია სადისტრიბუციო ქსელი, საცალო ან საბითუმო ვაჭრობა. გარდა ამისა, ფული ასეთი ადამიანების ხელში სასოფლო-სამეურნეო სფეროს მეშვეობითაც ხვდება. თუ თქვენ იუპიტერი კუროს ზოდიაქოში გაქვთ განლაგებული, თამამად შეგიძლიათ ფერმერულ საქმიანობასაც მიჰყოთ ხელი. ეს საკმაოდ სოლიდურ შემოსავალს მოგიტანთ.

იუპიტერი ქალწულში

შეიძლება ითქვს, რომ ეს იუპიტერისთვის ყველაზე არასახარბიელო მდგომარეობაა, იმდენად რამდენადაც ქალწულში იუპიტერი დაცემულად ითვლება (ქალწული ხომ იუპიტერით მართული თევზების ოპოზიციური და მშვილდოსნის კვადრატურის ნიშანია). ადამიანებს იუპიტერის ამგავრი მდებარეობით წარმატება ელით ისეთ საქმეში, სადაც დაკვირვებულობა, ანალიტიკური აზროვნების უნარი და გეგმაზომიერი მუშაობაა საჭირო. მათგან შესანიშნავი მკვლევარები, დიეტოლოგები, არქიტექტორები, გამომძიებელ-კრიმინალისტები და ისტორიკოსები გამოდიან. ზოგადად იუპიტერის მსგავსი მდებარეობა საკუთარი საქმის პროფესიონალ, თუმცა ნაკლებად ამბიციურ ტიპაჟებს იძლევა. ეს იმიტომ, რომ ასეთი ხალხი, როგორც წესი, თვითკრიტიკულობის დიდი დოზით გამოირჩევა.

იუპიტერი თხის რქაში

იუპიტერის ამგვარი განლაგების წყალობით, მის მფლობელს კარგი სივრცითი აღქმის ნიჭი და მასშტაბური ხედვა გააჩნია. ამიტომ ასეთი ადამიანისგან პირველ რიგში კარგი არქიტექტორი ან ლანდშაფტის დიზაინერი დგება. გარდა ამისა, იუპიტერი თხის რქაში ძალიან სწყალობს სახელმწიფო სექტორში მომუშავე პერსონებს (განსაკუთრებით თუ საქმე ეხება საგასახადო სისტემას, ხარისხის კონტროლის სამსახურს და ა.შ.). იუპიტერით თხის რქა კარგი ნოტარიუსი და ბროკერიც შეიძლება დადგეს, რომელიც საკმაოდ სოლიდურ და რაც მთავარია, სტაბილურ ქონებას დააგროვებს ცხოვრების მანძილზე ამ გზით.