– საწყისისა და დასასრულის აღმნიშვნელ ნიშნებს – ვერძსა და თევზებს აერთიანებს. ასტროლოგიის პრინციპებით ხომ ასეა, სადაც არის დასასრული, სწორედ იქვე გვეძლევა, რაღაც ახლის დაწყების შესაძლებლობა.
დაბადებული 19 მარტს
19 მარტს დაბადებულ ადამიანებს, გასაოცარი დარწმუნების ნიჭი გააჩნიათ. მათ შეუძლიათ უჩვეულო დამაჯერებლობით ამტკიცონ თუნდაც ის, რომ თეთრი შავია და შავი – თეთრი. საკმაოდ მოქნილი ჭკუით და წინდახედულებითაც გამოირჩევიან. შესაბამისად, არც ის ეშლებათ სად და როგორ გამოიყენონ საკუთარი შესაძლებლობები. თუმცა, ზოგჯერ რადიკალიზმი დარევთ ხოლმე ხელს და ეს ხშირად ხდება პრობლემა მათთვის.