– საწყისისა და დასასრულის აღმნიშვნელ ნიშნებს – ვერძსა და თევზებს აერთიანებს. ასტროლოგიის პრინციპებით ხომ ასეა, სადაც არის დასასრული, სწორედ იქვე გვეძლევა, რაღაც ახლის დაწყების შესაძლებლობა.
დაბადებული 27 მარტს
27 მარტს დაბადებული ადამიანები, გასაოცარი გამომგონებლური ჭკუით გამოირჩევიან სხვებისგან. ბუნებით ნოვატორებსა და აქტიურებს, ნებისმიერი სიახლის პრაქტიკაში დანერგვა სწყურიათ და არცთუ იშვიათად ატარებენ ხოლმე ამ მხრივ, ერთობ სარისკო ექსპერიმენტებს. თუმცა თვისება, ხშირად მხედველობიდან გამორჩეთ დეტალები, ართულებს მათთვის წარმატების მიღწევის შანსს.