"პოზიტივოთერაპია" - როგორ განვკურნოთ ალკოჰოლიზმი, ანემია, ანგინა და სხვა დაავადებები

"პოზიტივოთერაპია"  -   როგორ განვკურნოთ ალკოჰოლიზმი, ანემია, ანგინა და სხვა დაავადებები

გადავწყვიტე, დავიწყო მოკლე სტატიების ციკლი, რომელშიც ეტაპობრივად განვიხილავთ ამა თუ იმ დაავადების გამომწვევ მიზეზებს და მათი მკურნალობის გზებს პოზიტიური აზროვნების მეშვეობით.

ნებისმიერი ავადმყოფობა ჩვენი ცხოვრების წესის, ემოციური ფონის და ნეგატიური/პოზიტიური აზროვნების შედეგია. თავად დაავადება კი როგორც ასეთი, ბოლო სტადიას წარმოადგენს იმ პროცესისა, რომელსაც ადამიანი კოსმიური ჰარმონიის კანონების დარღვევის შედეგად იღებს. პირველ ეტაპზე ზიანდება ჩვენი მენტალური ნაწილი (აზროვნება, აღქმა), შემდგომ ამისა კი ფიზიკური სხეული. მკურნალობა კი აუცილებელია კომპლექსურად - როგორც მენტალური, ისე ფიზიკური სიჯანსაღის აღსადგენად.

ალკოჰოლოზმი

დაავადების წარმოშობის მიზეზი – დანაშაულის შეგრძნება. უფუნქციო მდგომარეობა. საკუთარი თავის არასაჭირო პერსონად მიჩნევა... ფიქრი – "ვის რაში ვჭირდები".

პროფილაქტიკა და მკურნალობა – იცხოვრეთ დღევანდელი დღით. ისწავლეთ წვრილმანებით გახარება. გაანებივრეთ და წაახალისეთ საკუთარი თავი. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს თვითგამოხატვის უფლება.

ალერგია

დაავადების წარმოშობის მიზეზი – სიძულვილი. გაიხსენეთ, ვის ვერ იტანთ, რატომ გაღიზიანებთ ეს ადამიანი? შეეცადეთ გამონახოთ ამ ადამიანთან (ადამიანებთან) საერთო ენა. შიშები. ფობიები. მუდმივი განცდა იმისა, რომ რაღაც ცუდი უნდა მოხდეს.

პროფილაქტიკა და მკურნალობის გზები – დაიჯერეთ, რომ სამყარო არ არის საშიში. არავითარი საფრთხე არ გელოდებათ. ადამიანებს აქვთ დადებითი და საინტერესო მხარეებიც, მონახეთ ისინი და ურთიერთობაში მათზე გააკეთეთ აპელირება.

ქალური დაავადებები, მენსტრუალური ციკლის დარღვევა და ა.შ.

დაავადების წარმოშობის მიზეზი – საკუთარი თავის არაქალურად, არასასურველად, ულამაზოდ აღქმა. დაბალი თვითშეფასება. სამუშაოს პრიორიტეტულობა, პირადი ურთიერთობების იგნორირების ხარჯზე.

პროფილაქტიკა და მკურნალობის გზები – თვითშეფასების ამაღლებაზე ზრუნვა. ვიზუალურ იმიჯის დახვეწა. საინტერესო, მოდური ექსპერიმენტები გარეგნობაზე.

ამნეზია, სკლეროზი, გონების გაფანტულობა

დაავადების წარმოშობის მიზეზი – ცხოვრების შიში. სუსტი ნებისყოფა. საკუთარი პრინციპების არქონა.

პროფილაქტიკა და მკურნალობის გზები – მაქსიმალურად დაკავდით ექსტრიმით. სპორტის მეტნაკლებად სახიფათო სახეობით. იარეთ ლაშქრობაში. ახლოს გაეცანით სახიფათო და საპასუხისმგებლო პროფესიის მქონე ხალხს. ასე მიხვდებით, რომ სიცოცხლე მოკლეა და შიშით ცხოვრება არ ღირს.

ყელის სისუსტე, ანგინა, ლარინგიტი

დაავადების წარმოშობის მიზეზი – მუდმივი თავშეკავება აგრესიის გამოვლენისგან. ასეთი ადამიანი მაქსიმალურად ერიდება, პირდაპირ კრიტიკას სხვების მიმართ. არაფერს აკეთებს საკუთარი პრინციპების დასაცავად. ურჩევნია გულში ჩაიკლას წყენა.

პროფილაქტიკა და მკურნალობის გზები – ისწავლეთ უკმაყოფილებისა და კრიტიკის, მშვიდი ტონით დაფიქსირება. არასოდეს დაიტოვოთ გულში სათქმელი.

ანემია, სისხლნაკლებობა

დაავადების წარმოშობის მიზეზი – მუდმივი დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება. ცხოვრებისადმი თქვენი დამოკიდებულება არის ასეთი "ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ"... თქვენნაირ ადამიანს აკლია ბედნიერების შეგრძნება, რომელსაც იგი თავად უკეტავს კარს ცხოვრებაში.

პროფილაქტიკა და მკურნალობის გზები – მიეცით თავს უფლება გულით გაიხაროთ, წვრილმანებით აღფრთოვანდეთ. ნუ შეგეშინდებათ იმის, რომ "ზედმეტად ბედნიერი" ხართ.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"