"პოზიტივოთერაპია" - როგორ განვკურნოთ დეპრესია, დიაბეტი, პარადონტოზი

"პოზიტივოთერაპია"  -   როგორ განვკურნოთ დეპრესია, დიაბეტი, პარადონტოზი

გაცნობის კუთხით, გადავწყვიტე, დავიწყო მოკლე სტატიების ციკლი, რომელშიც ეტაპობრივად განვიხილავთ ამა თუ იმ დაავადების გამომწვევ მიზეზებს და მათი მკურნალობის გზებს პოზიტიური აზროვნების მეშვეობით.

ნებისმიერი ავადმყოფობა ჩვენი ცხოვრების წესის, ემოციური ფონისა და ნეგატიური/პოზიტიური აზროვნების შედეგია. თავად დაავადება კი, როგორც ასეთი, ბოლო სტადიას წარმოადგენს იმ პროცესისა, რომელსაც ადამიანი კოსმიური ჰარმონიის კანონების დარღვევის შედეგად იღებს. პირველ ეტაპზე ზიანდება ჩვენი მენტალური ნაწილი (აზროვნება, აღქმა), შემდგომ ამისა კი ფიზიკური სხეული. მკურნალობა კი აუცილებელია კომპლექსურად – როგორც მენტალური, ისე ფიზიკური სიჯანსაღის აღსადგენად

თიაქარი

დაავადების გამომწვევი მიზეზები - ძირითადად ნაკლებად რეალიზებულ ან თვითნასწავლ ხელოვანებში გვხვდება. ამ დაავადებას ასევე იწვევს მტრული დამოკიდებულება ყოფილ პარტნიორებთან. მათ მიმართ ხანგრძლივი წყენა და შური.

პროფილაქტიკა და მკურნალობა -

შეეგუეთ იმ აზრს, რომ არ ხართ პროფესიონალი. შეეცადეთ, თქვენი ნიშა მონახოთ იმ სფეროში, რომელიც მოგწონთ. იყავით ის, ვინც ხართ. ნუ იქონიებთ სტერეოტიპებს. აპატიეთ ყოფილ პარტნიორებს ბოლომდე.

დეპრესია

დაავადების გამომწვევი მიზეზები - წყენა და სულიერი ტკივილი, რომელსაც თქვენი აზრით, არ იმსახურებთ, რომ გრძნობდეთ. უიმედობის, უფუნქციობის განცდა.

პროფილაქტიკა და მკურნალობა -

ისწავლეთ დაამსხვრიოთ სტერეოტიპები, როგორც გარშემო ისე საკუთარ თავში. გააცნობიერეთ საკუთარი ცხოვრების დანიშნულება და არსი.

ღრძილების ანთება - პარადონტოზი

დაავადების გამომწვევი მიზეზები - ცხოვრების მიმართ ბუნდოვანი დამოკიდებულება. საკუთარ მიზნებსა და პრიორიტეტებში გაურკვევლობა.

პროფილაქტიკა და მკურნალობა -

ისწავლეთ მეტი პრინციპულობა. ნაკლებად მიიხედეთ უკან წარსულისკენ სინანულით.

დიაბეტი

დაავადების გამომწვევი მიზეზები - მუდმივი უკმაყოფილება საკუთარი მიღწევებით. არარეალური მიზნები. მოთხოვნილება ყველა და ყველაფერი აკონტროლოს გარშემო ადამიანმა.

პროფილაქტიკა და მკურნალობა - ისწავლეთ წვრილმანებში სიხარულის დანახვა. გაიხარეთ ნებისმიერი მიღწეული შედეგით. თავი დაანებეთ სხვისი ცხოვრების გაკონტროლებას. მიხედეთ საკუთარს!

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"