გადავწყვიტე, დავიწყო მოკლე სტატიების ციკლი, რომელშიც ეტაპობრივად განვიხილავთ ამა თუ იმ დაავადების გამომწვევ მიზეზებს და მათი მკურნალობის გზებს პოზიტიური აზროვნების მეშვეობით.
ნებისმიერი ავადმყოფობა ჩვენი ცხოვრების წესის, ემოციური ფონისა და ნეგატიური/პოზიტიური აზროვნების შედეგია. თავად დაავადება კი, როგორც ასეთი, ბოლო სტადიას წარმოადგენს იმ პროცესისა, რომელსაც ადამიანი კოსმიური ჰარმონიის კანონების დარღვევის შედეგად იღებს. პირველ ეტაპზე ზიანდება ჩვენი მენტალური ნაწილი (აზროვნება, აღქმა), შემდგომ ამისა კი ფიზიკური სხეული. მკურნალობა კი აუცილებელია კომპლექსურად – როგორც მენტალური, ისე ფიზიკური სიჯანსაღის აღსადგენად
მენისკი
დაავადების გამომწვევი მიზეზები - გადამეტებული თვითშეფასების მქონე, უზომოდ ამაყი ადამიანების დაავადებაა. ასეთ ხალხს აქვს მოთხოვნილება გარშემო მყოფები მას განსაკუთრებულ პერსონად მიიჩნევდნენ. თუ ეს ასე არ ხდება, სწორედ ამ მხრივ ეწყებათ ჯანმრთელობის პრობლემა.
პროფილაქტიკა და მკურნალობა - უნდა ისწავლოთ თანამშრომლობა. სხვების აზრის გათვალისწინება და ზრუნვა საერთო საქმეზე. არ უნდა მოითხოვოთ აღიარება, ის თავად მოვა თქვენთან თუკი სხვების დახმარებასა და თანადგომაზე უანგაროდ დაიხარჯებით.
კოლიტი
დაავადების გამომწვევი მიზეზები - ეს დაავადება აწუხებს მათ ვისთვისაც დამახასიათებელია არასერიოზულობა, ორსახოვნება, პასუხისმგებლობის გრძნობის არქონა. მათი უმრავლესობა ხშირად იცვლის აზრსა და შეხედულებებს.
პროფილაქტიკა და მკურნალობა - მიაჩვიეთ საკუთარი თავი სიტყვის შესრულებას. იყავით უფრო სერიოზული. ნუ შეგეშინდებათ პასუხისმგებლობების. გაუწიეთ დახმარება მათ, ვინც თქვენზე უფრო სუსტი და უსუსურია.
კონიუქტივიტი
დაავადების გამომწვევი მიზეზები - მუდმივი ფიქრი წარუმატებლობაზე. წყენისა და ტკივილის გულით ტარება. დაუნახავობა. უმადურობა.
პროფილაქტიკა და მკურნალობა -
ნურასოდეს მოინდომებთ ვინმესთვის ახსნა–განმარტების მიცემას იმის თაობაზე, რომ მართალი ხართ. არ არის საჭირო გამუდმებით იმაზე ფიქრი, როგორ უსამართლოდ გექცევიან სხვები. მიიღეთ საკუთარი თავი ისეთი როგორიც ხართ, იყავით გულმოწყალე და მიმტევებელი სხვების მიმართ.