"პოზიტივოთერაპია" - როგორ განვკურნოთ კოჟრი, ვეგეტონერვოზი, ნევრალგია

"პოზიტივოთერაპია"  -   როგორ განვკურნოთ კოჟრი, ვეგეტონერვოზი, ნევრალგია

გადავწყვიტე, დავიწყო მოკლე სტატიების ციკლი, რომელშიც ეტაპობრივად განვიხილავთ ამა თუ იმ დაავადების გამომწვევ მიზეზებს და მათი მკურნალობის გზებს პოზიტიური აზროვნების მეშვეობით.

ნებისმიერი ავადმყოფობა ჩვენი ცხოვრების წესის, ემოციური ფონისა და ნეგატიური/პოზიტიური აზროვნების შედეგია. თავად დაავადება კი, როგორც ასეთი, ბოლო სტადიას წარმოადგენს იმ პროცესისა, რომელსაც ადამიანი კოსმიური ჰარმონიის კანონების დარღვევის შედეგად იღებს. პირველ ეტაპზე ზიანდება ჩვენი მენტალური ნაწილი (აზროვნება, აღქმა), შემდგომ ამისა კი ფიზიკური სხეული. მკურნალობა კი აუცილებელია კომპლექსურად – როგორც მენტალური, ისე ფიზიკური სიჯანსაღის აღსადგენად

კოჟრი

დაავადების გამომწვევი მიზეზები - კონსერვატორულად მოაზროვნე, ზედმეტად მორალისტი ხალხის დაავადებაა. მათ უმრავლესობას უჭირს წყენის პატიება. ხშირად პრინციპის გამო არ იხევენ უკან მაშინაც კი, როცა ხვდებიან, რომ დამნაშავე არიან.

პროფილაქტიკა და მკურნალობა -

ისწავლეთ სიახლეების მიღება. შეხედეთ ცხოვრებას კრეატიული თვალით. მიეჩვიეთ საკუთარი შეცდომების აღიარებას და გულწრფელობას.

ნევრალგია

დაავადების გამომწვევი მიზეზები - ასოციალური ადამიანების დაავადებაა. ასეთ ხალხს უჭირს სოციუმთან კონტაქტი იმის შიშით, რომ ისინი მას არ მიიღებენ.

პროფილაქტიკა და მკურნალობა -

ისწავლეთ საკუთარი თავის მეტი პატივისცემა და სიყვარული. მიიღეთ სიამოვნება ადამიანებთან კონტაქტით. აზრების გაცვლა-გამოცვლით. საუბრითა და ღიმილით.

ვეგეტონერვოზი

დაავადების გამომწვევი მიზეზები - ეგოცენტრიზმი. კომუნიკაციის დონის შეზღუდვა, გარემომცველ სამყაროსთან საკონტაქტო ემოციური არხების სრული ჩაკეტვა და იგნორირება.

პროფილაქტიკა და მკურნალობა - აუცილებელია ემოციური გახსნილობა. იქნებ ზედმეტად ბევრს მუშაობთ და რობოტივით ცხოვრობთ? მიეცით თავს ცოტაოდენი დასვენების უფლება.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"