"პოზიტივოთერაპია" - როგორ განვკურნოთ ნეფრიტი, ბრონქიტი, მეჭეჭები

"პოზიტივოთერაპია" - როგორ განვკურნოთ ნეფრიტი, ბრონქიტი, მეჭეჭები

გადავწყვიტე, დავიწყო მოკლე სტატიების ციკლი, რომელშიც ეტაპობრივად განვიხილავთ ამა თუ იმ დაავადების გამომწვევ მიზეზებს და მათი მკურნალობის გზებს პოზიტიური აზროვნების მეშვეობით.

ნებისმიერი ავადმყოფობა ჩვენი ცხოვრების წესის, ემოციური ფონის და ნეგატიური/პოზიტიური აზროვნების შედეგია. თავად დაავადება კი როგორც ასეთი, ბოლო სტადიას წარმოადგენს იმ პროცესისა რომელსაც ადამიანი კოსმიური ჰარმონიის კანონების დარღვევის შედეგად იღებს. პირველ ეტაპზე ზიანდება ჩვენი მენტალური ნაწილი (აზროვნება, აღქმა), შემდგომ ამისა კი ფიზიკური სხეული. მკურნალობა კი აუცილებელია კომპლექსურად – როგორც მენტალური, ისე ფიზიკური სიჯანსაღის აღსადგენად

მეჭეჭი

დაავადების გამომწვევი მიზეზები - ამგვარი პრობლემით ძირითადად გაუბედავი, მაგრამ ცოტათი ბოღმიანი ადამიანები იტანჯებიან. მათთვის სამყარო ხშირად ნაცრისფერია და ისინი იშვიათად ამჩნევენ გარშემო სილამაზეს.

პროფილაქტიკა და მკურნალობა - ისწავლეთ ტაქტიანი პირდაპირობა. ყოველთვის დააფიქსირეთ საკუთარი აზრი. მეტი ფერები შეიტანეთ ცხოვრებაში. მათ შორის ჩაცმულობის სტილში.

რქოვანი მეჭეჭი (ე.წ. ”გვიმრის ძირი”)

დაავადების გამომწვევი მიზეზები - ეს პესიმისტების დაავადებაა. ადამიანი კარგავს რწმენას მომავლის მიმართ. უჩნდება ხვალინდელი დღის შიში და რაიმეს შეცვლის უუნარობა.

პროფილაქტიკა და მკურნალობა - აუცილებელია ადამიანმა აკეთოს ის, რისი კეთებაც ეშინია ან ეზარება. მხოლოდ ასე შეძლებს იგი მომავლის შიშის განეიტრალებას და ამ დაავადების დაძლევას.

ნეფრიტი

დაავადების გამომწვევი მიზეზები - ნეფრიტით ავადდებიან ის მოზარდები, ვინც თავს საკუთარი ოჯახის არასრულფასოვან წევრად მიიჩნევს. ჰგონია, რომ დედას/მამას მისი ქცევა მხოლოდ აღიზიანებს.

პროფილაქტიკა და მკურნალობა - უნდა ასწავლოთ მოზარდს როგორ დაიხვეწოს, მიხედოს გარეგნობას, მეტყველებას... მეტი ერუდიცია და ინტელექტის დონის ამაღლება გაუქრობს მას არასრულფასოვნების კომპლექსს რომელიც დაავადებას აყალიბებს.

ბრონქიტი

დაავადების გამომწვევი მიზეზები - ამ დაავადებით, უთქმელი და უპრეტენზიო ადამიანები იტანჯებიან ვისაც ოჯახში ან სამსახურში ნერვოზული გარემო, მუდმივი ჩხუბი, ხმაური და აყალმაყალი აქვს.

პროფილაქტიკა და მკურნალობა -

აუცილებელია ასეთმა ხალხმა ისწავლოს ფსიქოლოგიური თვითიზოლაცია. რაც იმას ნიშნავს, რომ ხმაურიან ატმოსფეროშიც შეძლოს არსებობა. უსმინოს მუსიკას, ხატოს, იკითხოს.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"