"პოზიტივოთერაპია" - როგორ განვკურნოთ სისხლდენა ცხვირიდან, სიმსუქნე, სიმელოტე

"პოზიტივოთერაპია"  -   როგორ განვკურნოთ სისხლდენა ცხვირიდან, სიმსუქნე, სიმელოტე

გადავწყვიტე, დავიწყო მოკლე სტატიების ციკლი, რომელშიც ეტაპობრივად განვიხილავთ ამა თუ იმ დაავადების გამომწვევ მიზეზებს და მათი მკურნალობის გზებს პოზიტიური აზროვნების მეშვეობით.

ნებისმიერი ავადმყოფობა ჩვენი ცხოვრების წესის, ემოციური ფონისა და ნეგატიური/პოზიტიური აზროვნების შედეგია. თავად დაავადება კი, როგორც ასეთი, ბოლო სტადიას წარმოადგენს იმ პროცესისა, რომელსაც ადამიანი კოსმიური ჰარმონიის კანონების დარღვევის შედეგად იღებს. პირველ ეტაპზე ზიანდება ჩვენი მენტალური ნაწილი (აზროვნება, აღქმა), შემდგომ ამისა კი ფიზიკური სხეული. მკურნალობა კი აუცილებელია კომპლექსურად – როგორც მენტალური, ისე ფიზიკური სიჯანსაღის აღსადგენად

სისხლდენა ცხვირიდან

დაავადების გამომწვევი მიზეზები - დაფარული და ვერგამოხატული ამბიციურობა, ადამიანს აქვს გრძნობა, რომ მას არავინ ამჩნევს, არავინ სცემს პატივს. მას აქვს მძაფრი მოთხოვნილება უყვარდეთ და აფასებდნენ.

პროფილაქტიკა და მკურნალობა - ისწავლეთ მეტი გახსნილობა ემოციების გამოხატვის კუთხით. სითბო აშკარად და ხელშესახებად გამოხატეთ. ხშირად მოეფერეთ გარშემო მყოფებს.

სიმელოტე (ნაადრევი თმის ცვენა მამაკაცებში)

დაავადების გამომწვევი მიზეზები -

სიმელოტისკენ მიდრეკილებას იწვევს სურვილი გარშემო ყველა და ყველაფერი კონტროლზე იქონიოს ადამიანმა. მას აქვს მუდმივი შიში, იმისა, რომ სხვები ატყუებენ და მის ნდობას ბოროტად იყენებენ.

პროფილაქტიკა და მკურნალობა - ისწავლეთ ადამიანების ნდობა, მოდუნდით და ნუ ცდილობთ აკონტროლოთ გარშემო ყველა და ყველაფერი. მარტივად შეხედეთ ცხოვრებას.

სიმსუქნე (წონის პრობლემები)

დაავადების გამომწვევი მიზეზები - ზემგრძნობელობა, მუდმივი დაუცველობისა და უსუსურობის განცდა (ხშირად ადამიანს რთული ბავშვობა აქვს, მშობლები მუდმივად ჩხუბობენ). დიდ ასაკში მომავლის შიში ბლოკავს წარსულში მომხდარი მოვლენების და მათი გამომწვევი ადამიანების პატიების უნარს.

პროფილაქტიკა და მკურნალობა - ისწავლეთ საკუთარ ფეხზე მყარად დგომა, გამოიმუშავეთ მეტი დამოუკიდებლობა. აკეთეთ ყველაფერი თქვენი ხელით, ნუ გექნებათ სხვისი იმედი. ასე პატიების და გახდომის სურვილიც ერთად მოვა.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"