"პოზიტივოთერაპია" - როგორ განვკურნოთ ბულემია, ართრიტი, ჰემოროი

"პოზიტივოთერაპია" - როგორ  განვკურნოთ ბულემია, ართრიტი, ჰემოროი

კუთხით, გადავწყვიტე, დავიწყო მოკლე სტატიების ციკლი, რომელშიც ეტაპობრივად განვიხილავთ ამა თუ იმ დაავადების გამომწვევ მიზეზებს და მათი მკურნალობის გზებს პოზიტიური აზროვნების მეშვეობით.

ნებისმიერი ავადმყოფობა ჩვენი ცხოვრების წესის, ემოციური ფონის და ნეგატიური/პოზიტიური აზროვნების შედეგია. თავად დაავადება კი როგორც ასეთი, ბოლო სტადიას წარმოადგენს იმ პროცესისა რომელსაც ადამიანი კოსმიური ჰარმონიის კანონების დარღვევის შედეგად იღებს. პირველ ეტაპზე ზიანდება ჩვენი მენტალური ნაწილი (აზროვნება, აღქმა), შემდგომ ამისა კი ფიზიკური სხეული. მკურნალობა კი აუცილებელია კომპლექსურად – როგორც მენტალური ისე ფიზიკური სიჯანსაღის აღსადგენად.

ჰემოროი

დაავადების გამომწვევი მიზეზები – პრობლემებთან გამკლავების შიში. ბრაზის და წყენის გულით ტარება. უკმაყოფილების გამოხატვის უუნარობა. ძველი ნივთების (არასაჭირო ხალხის) სიყვარული და მათზე მიჯაჭვულობა.

პროფილაქტიკა და მკურნალობა – ისწავლეთ წყენის გამოხატვა მისაღები ფორმით. გადაეჩვიეთ ძველი ნივთების და უსარგებლო ადამიანების მიმართ მიჯაჭვულობას. მარტივად მოიშორეთ ნებისმიერი "ნაგავი" საკუთარი ცხოვრებიდან.

აპათია, უძილობა

დაავადების გამომწვევი მიზეზები – საკუთარ გრძნობებთან ჭიდილი. ემოციების ბლოკირება. შიში, რომ ზედმეტად არ მიეჩვიოს ვინმეს ემოციური თვალსაზრისით.

პროფილაქტიკა და მკურნალობა

– მაქსიმალურა გაუსწოროს თვალი რეალობას. აკეთოს ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინია. იგრძნოს, რომ პირისპირ არც ერთი შიში არ არის ისეთი კოლოსალური როგორც ეს შორიდან მოჩანს.

აპენდიციტი

დაავადების გამომწვევი მიზეზები – შიში ცხოვრების მიმართ. დაუცველობის სინდრომი. ფიქრი, რომ მას კარგი არაფერი გამოუვა. ასოციალურობა.

პროფილაქტიკა და მკურნალობა

– ადამიანმა უნდა ისწავლოს მარტივი სირთულეების გადალახვა. დამოუკიდებლად ყველაფერის კეთება. საუკეთესო გზა ამ დაავადების დასაძლევად არის რაიმე ტიპის ხელსაქმის ათვისება, ჰობი.

ბულემია

დაავადების გამომწვევი მიზეზები – შიში იმისა, რომ დაუცველია. არავის სჭირდება. რომ მას არავინ იღებს ისეთს, როგორიც არის სინამდვილეში. კრიტიკის და განსჯის შიში.

პროფილაქტიკა და მკურნალობა

– თამამი ჩაცმულობა. ბევრი ფერები სამოსში. ლამაზი აქსესუარები. გაინებივრეთ თავი კოსმეტიკური მიღწევებით. სპა ან გამაჯანსაღებელი პროცედურებით.

ართრიტი

დაავადების გამომწვევი მიზეზები – ცხოვრებით ტკბობის უუნარობა. ადამიანი ყველაფერს აკეთებს, როგორც რობოტი. არ ატანს აზრს და "გემოს" ცხოვრებას.

პროფილაქტიკა და მკურნალობა

– მელო-თერაპია. უსმინეთ მუსიკას, რიტმულსა და ჟღერადს. დააგემოვნეთ უცხო, პიკანტური კერძები და ეგზოტიკური სამზარეულო. იმოგზაურეთ.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"