"პოზიტივოთერაპია" - როგორ მოვიშოროთ ღიპი და გავთავისუფლდეთ შეშუპებისგან

"პოზიტივოთერაპია"  -   როგორ მოვიშოროთ ღიპი და გავთავისუფლდეთ შეშუპებისგან

გადავწყვიტე, დავიწყო მოკლე სტატიების ციკლი, რომელშიც ეტაპობრივად განვიხილავთ ამა თუ იმ დაავადების გამომწვევ მიზეზებს და მათი მკურნალობის გზებს პოზიტიური აზროვნების მეშვეობით.

ნებისმიერი ავადმყოფობა ჩვენი ცხოვრების წესის, ემოციური ფონისა და ნეგატიური/პოზიტიური აზროვნების შედეგია. თავად დაავადება კი, როგორც ასეთი, ბოლო სტადიას წარმოადგენს იმ პროცესისა, რომელსაც ადამიანი კოსმიური ჰარმონიის კანონების დარღვევის შედეგად იღებს. პირველ ეტაპზე ზიანდება ჩვენი მენტალური ნაწილი (აზროვნება, აღქმა), შემდგომ ამისა კი ფიზიკური სხეული. მკურნალობა კი აუცილებელია კომპლექსურად – როგორც მენტალური, ისე ფიზიკური სიჯანსაღის აღსადგენად

ღიპი

დაავადების გამომწვევი მიზეზები -

შინაგანი კონფლიქტი, სულიერ განვითარებაზე უარის თქმა და მისი ჩანაცვლება საკვებით. ბავშვობაში ზრუნვის ნაკლებობა.

პროფილაქტიკა და მკურნალობა - ყურადღება მიაქციეთ სულიერ განვითარებას. მაქსიმალურად დაკავდით ქველმოქმედებით. იზრუნეთ სხვებზე.

შეშუპება (სითხის ბალანსის დარღვევა ორგანიზმში)

დაავადების გამომწვევი მიზეზები - ასოციალური ხასიათი. აკვიატებული იდეები და შიშები. წარსულში ჩარჩენა ემოციურად.

პროფილაქტიკა და მკურნალობა - მიეცით თავს წარსულის დავიწყების უფლება. იცხოვრეთ აწმყოში. დაისახეთ მიზნები. იაზროვნეთ პოზიტიურად.

ოსტეოპოროზი (ძვლოვანი სისტემის დაავადებები)

დაავადების გამომწვევი მიზეზები -

უიმედობა. ადამიანს არ აქვს ფეხქვეშ მყარი ნიადაგის შეგრძნება. თავს დაუცველად და უსურად გრძნობს.

პროფილაქტიკა და მკურნალობა - აიღეთ პასუხისმგებლობა სხვებზე. იზრუნეთ გარშემო მყოფებზე, იცხოვრეთ მათი ცხოვრებით, გაიზიარეთ მათი სატკივარი.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"