"პოზიტივოთერაპია" - როგორ ვუმკურნალოთ პოდაგრას და პნევმონიას

"პოზიტივოთერაპია"  -   როგორ ვუმკურნალოთ პოდაგრას და პნევმონიას

გადავწყვიტე, დავიწყო მოკლე სტატიების ციკლი, რომელშიც ეტაპობრივად განვიხილავთ ამა თუ იმ დაავადების გამომწვევ მიზეზებს და მათი მკურნალობის გზებს პოზიტიური აზროვნების მეშვეობით.

ნებისმიერი ავადმყოფობა ჩვენი ცხოვრების წესის, ემოციური ფონისა და ნეგატიური/პოზიტიური აზროვნების შედეგია. თავად დაავადება კი, როგორც ასეთი, ბოლო სტადიას წარმოადგენს იმ პროცესისა, რომელსაც ადამიანი კოსმიური ჰარმონიის კანონების დარღვევის შედეგად იღებს. პირველ ეტაპზე ზიანდება ჩვენი მენტალური ნაწილი (აზროვნება, აღქმა), შემდგომ ამისა კი ფიზიკური სხეული. მკურნალობა კი აუცილებელია კომპლექსურად – როგორც მენტალური, ისე ფიზიკური სიჯანსაღის აღსადგენად

პნევმონია

დაავადების გამომწვევი მიზეზები - ცხოვრებისგან დაღლილი ადამიანების დაავადებაა. როგორც წესი, იგი ემოციურად მყიფე და სუსტ ადამიანებს უვითარდება. ისინი წარსულით ცხოვრობენ, არ აქვთ აწმყო და მით უმეტეს არ აქვთ მომავალი.

პროფილაქტიკა და მკურნალობა - იფიქრეთ პოზიტიურად. მიაჩვიეთ თავი ყოველდღიური გეგმის შედგენას. მინიმუმ ერთი სასიამოვნო საქმიანობა აქციეთ წესად – მაგ., ყვავილების დარგვა, დღის ბოლოს ჭიქა ჩაი ქიშმიშიანი კექსით და ა.შ.

პოდაგრა

დაავადების გამომწვევი მიზეზები - დომინანტობის სურვილი და მოთხოვნილება. შინაგანი კომპლექსები, დაგროვილი წყენა და აგრესია, რომელსაც ადამიანი გარეთ გამოსვლის საშუალებას არ აძლევს.

პროფილაქტიკა და მკურნალობა -

ისწავლეთ თავმდაბლობა, ადამიანების ნდობა და სიყვარული მათი დახმარების მეშვეობით უნდა მოიპოვოთ და არა თქვენი პერსონის დომინანტურობით.

კუჭქვეშა ჯირკვლის პათოლოგია

დაავადების გამომწვევი მიზეზები - ძირითადად იმ ადამიანებს ემართებათ, ვისაც ამქვეყნიური სიამეების მიმართ გადამეტებული სიყვარული ახასიათებთ. სექსი, ნარკოტიკი, ალკოჰოლი, ზედმეტი სმა-ჭამა... ეს მათი სისუსტეა.

პროფილაქტიკა და მკურნალობა - მეტი დრო დაუთმეთ ერუდიციის დონის ამაღლებას და სულიერებას. ისწავლეთ გარშემო ადამიანების შემჩნევა-დაფასება, მათი ადამიანობის და არა ქონებრივი ცენზის გამო.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"