რა არის რეტროგრადული პლანეტა და რას მოიტანს თქვენს პირად ცხოვრებაში 31 ოქტომბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით რეტროგრადული ვენერას შესვლა სასწორში

რა არის რეტროგრადული პლანეტა და რას მოიტანს თქვენს პირად ცხოვრებაში 31 ოქტომბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით რეტროგრადული ვენერას შესვლა სასწორში

ჩვეულებრივ, რეტროგრადული ვენერას პერიოდში ადამიანებს ეცვლებათ გემოვნება, უცხოვდებიან მეორე ნახევართან, უჩნდებათ სიმპათია სხვა პიროვნების მიმართ, მიუხედავად ამისა სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებას - როგორიცაა ძველ პარტნიორთან დაშორება - უნდა მოერიდოთ, რადგან დიდი ალბათობით მოგვიანებით ინანებთ. ვენერას რეტროგრადულობა უარყოფით გავლენას ახდენს პიროვნების დიმპლომატიასა და ტოლერანტობაზე, რის გამოც იზრდება კონფლიქტების რაოდენობა ოჯახში, სამსახურსა და ისეთ ადგილებში, სადაც ადამიანები არ ჩხუბობენ ხოლმე. ამ პერიოდში ასტროლოგები სასტიკად კრძალავენ ქორწინებას, კაპიტალის დაბანდებას, იმიჯის შეცვლას, კოსმეტოლოგიურ პროცედურებს, ხელშეკრულებების გაფორმებას, სასამართლო დავების წამოწყებას.

სამაგიეროდ, დრო უნდა დაუთმოთ დაკარგული ნივთების ძიებას, ოჯახთან და საყვარელ ადამიანთან სულიერ დაახლოებას, უსარგებლო ხარახურის თავიდან მოშორებას, თუ მარტოხელა ხართ და ჯერ კიდევ ყოფილ შეყვარებულს მისტირით, შერიგების დროა!

მნიშვნელოვანია რომელ ნიშანში იმყოფება ვენერა. 31 ოქტომბერიდან რეტროგრადული ვენერა სასწორში გადაინაცვლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სიმართლეს თვალებში ჩახედავთ, მოიკრებთ სიმამაცეს მოცემულობის შესაფასებლად და გადაწყვეტილების მისაღებად. გაარკვევთ საკითხებს, რომლებიც ადრე ბურუსით იყო მოცული. სასწორს მოსწონს, როცა ადამიანებისთვის ხიდად იქცევა და აკავშირებს მათ, შესაბამისად მოსალოდნელია ძველი კავშირების აღდგენა - მეგობრული, საქმიანი, რომანტიკული... ხშირად ის ურთიერთობებში ბალანსის მომტანია, მაშინ როცა თავად უჭირს შინაგანი ჰარმონიის მიღწევა,  რადგან მუდამ ორჭოფობს და მისი აზრები ”აიწონა-დაიწონას" თამაშობენ.

მესიჯი, რომელსაც სასწორში შეჭრილი ვენერა აგზავნის მარტივია: ”მოდი, ერთად ვიყოთ!" ეს მიემართებათ ოჯახის წევრებს, რომლებიც თავთავიანთი ცხოვრებით არიან გართული და ერთმანეთს თითქმის არ ესაუბრებიან; კოლეგებს, რომლებსაც შემეგობრება აკლიათ; კურსელებს, რომლებიც ერთად ქალაქგარეთ დიდი ხანია  არ გასულან ან ძველ კლასელებს, რომლებიც არ იკრიბებიან... მოკლედ - ყველას! ყველას! ყველას!

გასულ თვეებში შესაძლოა კონფლიქტი მოგივიდათ მეგობართან, შეყვარებულთან ან მეუღლესთან. ბრაზი დაცხრება, უარყოფითი ემოციები განელდება და შერიგების სურვილი გაგიჩნდებათ, რაც არა მარტო ლოგიკური, არამედ ძალიან გონივრულიც იქნება ორივე თქვენგანის მხრიდან. როცა ადამიანი გიყვარს, მნიშვნელობა არ აქვს კამათისას ვინ იყო მართალი, მთავარია, მიუტევოთ ერთმანეთს. ურთიერთობები არ არსებობს პატიებისა და კომრომისოს გარეშე. ამ პერიოდში დაფირდებით: ”როცა 5 წლის შემდეგ გამახსენდება რატომ დავშორდი მას, მოვიწონებ ამ გადაწყვეტილებას თუ ვინანებ?"  დროის ამ მონაკვეთში შემცირება გულის ტკენის ალბათობა, ადამიანები ერთმანეთს მოუსმენენ და გაუგებენ.

ზოგიერთი ნიშანი რადიკალურად შეცვლის ცხოვრებას.  სამწუხაროდ, ბევრ დანიშულ წყვილს მომავალი ქორწინების ჩაშლა მოუწევს.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"