ავტორი:

რა ელით 2019 წლის დეკემბერში მშვილდოსნებს - "თქვენს ცხოვრებაში რაღაც მნიშველოვანი და გლობალური მოხდება"

რა ელით 2019 წლის დეკემბერში მშვილდოსნებს - "თქვენს ცხოვრებაში რაღაც მნიშველოვანი და გლობალური მოხდება"

დაწინაურება უნდა მოგილოცოთ! კარგ საქმეს გააკეთებთ და კარგ შედეგსაც მიიღებთ. შეიძლება მსხვილი პროექტის უფროსი გახდეთ. გამონახეთ დრო ოჯახისა და დასვეებისთვის. საყოფაცხოვრებო საკითხებიც საჭიროებს ყურადღებას. სპორტი და ინტერსები განწყობას გაგიუმჯობესებთ.

  • პროგნოზი დეკემბრის დეკადების მიხედვით

დეკემბრის დასაწყისში - თვის დასაწყისი თავგადასავლებით იქნება აღსავსე. რომანტიკული შეხვედრები და წარსულთან დაბრუნება გელით. მოინახულეთ თქვენთვის საყვარელი ადგილები და ისინიც, სადაც ჯერ არ ყოფილხართ. უყურეთ ცხოვრებას ოტიმისტურად, ღიმილით. გამონახეთ დრო ნათესავების მოსანახულებლად. განსაკუთრებით მათთვის, ვინც ავადაა და თქვენს მხარდაჭერას საჭიროებს. ნუ დარდობთ, თუ მოინდომებთ, დრო ყველაფერზე გეყოფათ. ზომიერება გმართებთ ფულის ხარჯვაში.

დეკემბრის შუაში - თქვენს ცხოვრებაში რაღაც მნიშველოვანი და გლობალური მოხდება, რის შემდეგაც ცხოვრებას სულ სხვა თვალით შეხედავთ. მაგრამ სწორედ ასეთ მომენტებში უნდა იყოთ მაქსიმალურად დაკვირვებული დეტალებისადმი. მეტად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. ჩამოწერეთ სამომავლო გეგმა და ზოგიერთი შეიძლება თვის ბოლომდეც კი განახორციელოთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. კავშირი უფრო მყარი გახდება.

დეკემბრის ბოლოს - ფული ხარჯეთ ზომიერად და მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანების გვერდით. ესაა ამ პერიოდის ყველაზე მთავარი მოთხოვნა. სამსახურში გამოასწორეთ დაშვებული შეცდომები, ნუ დაძაბავთ ურთიერთობას უფროსთან. მაქსიმალურად მოთოკეთ ემოციები და შეინარჩუნეთ რეპუტაცია. კარგ შედეგს მოგიტანთ პერიოდული პასიური დასვენება. ზოგიერთი საკითხის მიმართ კონსერვატიული შეხედულებები უნდა გამოავლინოთ.

  • კარიერა, სამსახური

შესანიშნავი თვე გელით. ყველაფერს მიიღებთ რაზეც ოცნებობდით. დატვირთული სამუშაო გრაფიკიც კი ვერ დაგირღვევთ ჰარმონიას. უფრო მეტიც, სამსახურის ან სწავლის პარალელურად შემოქმედებითი იდეების განხორციელებასაც შეძლებთ. ერთადერთი დისკომფორტი ფულის ეკონომიურად ხარჯვა იქნება. თუმცა, ეს კარგი მიზეზია, დამატებითი შემოსავლის წყარო რომ იპოვოთ.

თვე მშვიდად, კონფლიქტების გარეშე ჩაივლის. თავადაც ეცადეთ, რომ არ დაუპირისპირდეთ გარშემო მყოფებს.

  • ფინანსები

ფული ზომიერად ხარჯეთ. უფრო მეტიც, გადადეთ გარკვეული თანხა, რათა თვის ბოლოს საჩუქრებისა და მოგზაურობაზე არ დაგაკლდეთ. ფულის შემოდინებას დაელოდეთ 9, 11, 16, 25 და 28 რიცხვში. კარგ შედეგებს მოგიტანთ ადრე დაწყებული პროექტები, რომლებშიც ფულიც დააბანდეთ და დროც დაახარჯეთ. მაქსიმალურად ფრთხილად უნდა იყოთ, რომ დაუდევრობით ან აზარტული თამაშების გამო, მთელი თანხა არ გაფლანგოთ. ფინანსური მხარდაჭერისთვის ახლობლებს მიმართეთ.

  • ჯანმრთელობა

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ კვებას. თუ ზედმეტი კილოგრამები აკრიფეთ, დაიცავით ზომიერი დიეტა. მთავარია, რეჟიმი არ დაარღვიოთ. გაამდიდრეთ რაციონი რძის პროდუქტებით. ეს დაგეხმარებათ მოიწესრიგოთ ნაწლავების მუშაობა. გარდა ამისა, ყურადღებას საჭიროებს ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა. ხალხურ მეთოდებზე უარს ნუ იტყვით, თუ ის სწრაფად გაგათავისუფლებთ სურდოსგან. ბალახების ჩაი, თაფლი, თხილი და ხილი - აი, რა გჭირდებათ იმუნიტეტის ასამაღლებლად. დაუმატეთ ამას ფიტნესი და ცურვა.

  • სიყვარული და ოჯახი

ისეთი თავდავიწყებული შეყვარებული ხართ ახალ ობიექტზე, რომ წარსული გრძნობები საერთოდ არ გაგახსენდებათ. ამური ისრით განგგმირავთ ოღონდ რეალურად და არა მითურად. მაგრამ ნუ იქნებით ზედმეტად აქტიური, რათა საყვარელი ადამიანი არ დააფრთხოთ.

დაოჯახებულები საოჯახო საქმეებში დაუღალავად იქნებით ჩართული. მთელი საპასუხისმგებლო საქმიანობა თქვენზე იქნება დამოკიდებული. ორ ცეცხლშუა აღმოჩნდებით, თუ მეუღლის პარალელურად საყვარელს გაიჩენთ. აგრეთვე, - მატერიალურ კრიზისშიც. სხვათა შორის, საახალწლოდ ახლობლებს ყველაზე მეტად გაახარებთ, თუ საჩუქრად ფულს დაურიგებთ.

დეკემბრის ბოლოს იღბალი გაგიღიმებთ მარტოხელებს და საინტერესო ადამიანს გაიცნობთ. იყავით ინიციატივიანი, რათა მყარი კავშირი შექმნათ.

  • დეკემბრის თვის იღბლიანი რიცხვები: 9, 11, 16, 25, 28

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი ლომებისთვის - "მოსალოცად გაქვთ საქმე..."

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის -  გაგიუმჯობესდებათ სასიყვარულო ურთიერთობა და მატერიალური მდგომარეობა

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ლომებისთვის - "ზოგიერთს მოულოდნელი მოგება ელის"