ავტორი:

რა ელით 2019 წლის დეკემბერში თხის რქებს - "გამარჯვების თვე დაგიდგათ"

რა ელით 2019 წლის დეკემბერში თხის რქებს - "გამარჯვების თვე დაგიდგათ"

თავდაჯერებულობის თვე დაგიდგათ. როგორც სამსახურში, ასევე ფინანსურ სფეროში. რასაც ვერ ვიტყვით პირად ცხოვრებაზე. საკუთარ თავს ჰკითხეთ, მუდმივად ეჭვები და უსიამოვნო ფიქრები რატომ მახვევია? კარგ შედეგს მოგიტანთ კულტურულ ღონისძიებაზე დასწრება. დღესასწაულამდე ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, მიიღეთ ბუნებრივი ვიტამინები.

  • პროგნოზი დეკემბრის დეკადების მიხედვით

დეკემბრის დასაწყისში - დაძაბულობა მოიმატებს უამრავი ჩახლართული საქმის მოგვარება მოგიწევთ. ეცადეთ, კონცენტრირება მოახდინოთ მთავარზე. შრომისმოყვარეობა და სიბეჯითე გჭირდებათ და ყველაფერს იდეალურად მოაგვარებთ. ეცადეთ, პერიოდი ფინანსური ვალების გარეშე გაატაროთ. ზოგიერთ თხის რქას მკვეთრად მოუწევს გეგების შეცვლა, რათა კარიერულ წინსვლას მიაღწიოს. ნუ დახარჯავთ დროს კამათზე. შეამცირეთ ფიზიკური დატვირთვები. მეტად გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. გაიუმჯობესეთ კვებისა და ძილის რეჟიმი. კმაყოფილი დარჩებით საზღვარგარეთ მოგზაურობით.

დეკემბრის შუაში - მეტი დრო უნდა დაუთმოთ ნეგატიური თვისებებთან ბრძოლას. რაც უფრო მალე დაამყარებთ გარშემო მყოფებთან კეთილგანწყობას, მით უკეთესია. ნუ გაჯიუტდებით, თუ არ გსურთ, მეგობრები დაკარგოთ. თანამოაზრეებთან ერთად განიხილეთ ახალი იდეები და გეგმები. კარგ შედეგებს მოგიტანთ მივლინება შორ და ახლო მანძილზე. მოერიდეთ შურიან და ბოღმა ადამიანებთან კონტაქტს, რომლებიც გამორჩენის მიზნით მეგობრობენ თქვენთან.

დეკემბრის ბოლოს - ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ მშვიდ გარემოში, განმარტოებით, დაფიქრდეთ მთელი წლის შედეგებზე. დააკვირდით ხალხს, ვინც თქვენ გვერდითაა, მოვლენებს, რაც თქვენ გარშემო ხდება. მშვიდად და ობიექტურად გამოიტანეთ დასკვნები. მომხდარზე მწვავე რეაქცია ნუ გექნებათ. გადაიხადეთ ვალები, კრედიტები და ეცადეთ, ახალ წელსა და საკუთარ დაბადების დღეს (დეკემბრის თხის რქებს გეხებათ) პოზიტიურად შეხვდეთ. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით გაგანებივრებთ. იყავით მისი მადლიერი. შეამცირეთ დატვირთვა ვარჯიშისას და მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას, საჭესთან.

  • კარიერა, სამსახური

გამარჯვების თვე დაგიდგათ. მთავარია, არ იზარმაცოთ და არ გქონდეთ ინფანტილური დამოკიდებულება მოვლენებისადმი. უფროსობა დააფასებს თქვენს შრომას. განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს ფინანსური და საორგანიზაციო საკითხები. ნუ მოგერიდებათ ერთგული ადამიაებისთვის დახმარების თხოვნა.

ზოგიერთს საკუთარი საქმის დაწყების სურვილი გაგიჩნდებათ. ეს შეიძლება არა საბროკერო ფირმა ან ბიზნესინკუბატრი არამედ, იყოს ხელოვნების წრე. ფინანსებზე წუწუნი არ დაგჭირდებათ.

  • ფინანსები

ძვირფასი პროექტების შესრულება მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. ფულს ძირითადად ოჯახზე, სახლზე დახარჯავთ. აგრეთვე მგზავრობაზე. ზოგიერთი დიდი ხნის უნახავ ნათესავთან გაემგზავრება. გახსოვდეთ, რომ მავნე ჩვევების დაკმაყოფილებაც დიდ ხარჯს მოითხოვს. თვის ბოლოს კიდევ ერთი შემოსავლის წყარო გამოგიჩნდებათ ან ფულად ჯილდოს მიიღებთ.

  • ჯანმრთელობა

რაც უფრო მეტს იზრუნებთ საკუთარ თავზე, მით კარგი ჯანმრთელობა გექნებათ. მაქსიმალურად მოერიდეთ უსიამოვნო ფიქრებს, რათა დეპრესიაში არ ჩავარდეთ. კარგ შედეგებს მოგიტანთ გამაახალგაზრდავებელი პროცედურების ჩატარება; ნაწლავების გაწმენდა. მაქსიმალურად შეამცირეთ ალკოჰოლი და სიგარეტი. ხველებას, თავის ტკივილსა და სისუსტეს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ. ჩაიტარეთ გულისა და სისხლძარღვების გამოკვლევა.

  • სიყვარული და ოჯახი

დეკემბერში იმდენი ვალდებულება და სურვილი გაქვთ, რომ შეიძლება სიყვარულისთვის ვერც კი მოიცალოთ. მით უმეტეს, რომ პარტნიორები პირველი ნაბიჯის გადგმას თქვენგან ელიან. ეცადეთ, ცოტა ხნით გვერდზე გადადოთ სამსახურის საქმეები და პირადი ცხოვრების გაუმჯობესებისთვის მოიცალოთ. თანაც, თუ "დრო არ ითმენს" და უკვე დიდი ხანია უპარტნიოროდ ხართ.

დაქორწინებულმა თხის რქებმა დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ მეუღლესა და შვილებს. მიუხედავად იმისა, რომ სახლში უამრავი ვალდებულება გაქვთ შესასრულებელი, დროს მაინც მხიარულად გაატარებთ. ზოგმა შეიძლება საზღვარგარეთ გადაწყვიტოს ახალი წლის შეხვედრა, ზოგსაც ნათესავები ესტუმრებიან. ეცადეთ, თქვენს ნათესავებსა და მეუღლეს შორის არ წარმოიშვას უსიამოვნება.

შეყვარებულები ნუ იქექებით საყვარელი ადამიანის წარსულში. ის, რასაც იქ მიაგნებთ, შეიძლება თქვენთვის მოსაწონი არ იყოს.

კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ, რომ სამსახურის საქმეები, ცოტა უკან უნდა ჩააჩოჩოთ, რათა დღესასწაულზე მარტო არ იყოთ.

  • დეკემბრის თვის იღბლიანი რიცხვები: 8, 12, 13, 24, 26.

რას უმზადებს 2019 წლის დეკემბერი მორიელებს - "მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდებით"

როგორი იქნება 2019 წლის დეკემებრი მერწყულებისთვის - "არაორდინარული თვე გელით"

რა ელით 2019 წლის დეკემბერში მშვილდოსნებს - "თქვენს ცხოვრებაში რაღაც მნიშველოვანი და გლობალური მოხდება"