1.
მორიელი
თავიდან ცივი, საკუთარ თავში ჩაკეტილი და დისტანციურია ქალთან ურთიერთობისას. ის აუცილებლად გამოგცდით ხარ თუ არა სანდო, შეგიძლიათ თუ არა მისი სენსიტიური მხარის ირონიის გარეშე მიღება. დიახ, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მორიელები ტირიან ხოლმე, წუწუნებენ კიდეც და დეპრესიაც ხშირად ემართებათ. სანამ მორიელი გულში შეგიშვებთ და შინაგან სამყაროს საინტერესო წიგნივით გადაგიშლით, აუცილებლად შეამოწმებს, უპრიანია თუ არა თქვენთან ნიღბის მოხსნა.
2.
მშვილდოსანი
მამაკაცი, ურთიერთობის დასერიოზულებამდე - თუ, რა თქმა უნდა, საერთოდ, მოახერხებთ მაგ ეტაპაზე მისვლას - აუცილებლად გაქრება თქვენი ცხოვრებიდან რამდენჯერმე და უკანაც დაბრუნდება, რომ თქვენი რეაქცია ნახოს. საქმე ისაა, რომ მშვილოდნებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თავისუფლებაა, რომელსაც არავისთვის დათმობენ, მაშინაც კი, თუ ყურებამდე შეყვარებულები არიან. თუ თქვენ ნაცვლად ჩხუბისა, უბრალოდ, მოიკითხავთ და არც ზედმეტ შეკითხვებს დაუსვამთ, ჩათვალეთ, რომ ტესტი ჩაბარებულია. ასევე, დაბრუნების შემდეგ, მარტივად არ დათანხმდეთ შეხვედრაზე, რამდენჯერმე საქმე ან გადაუდებელი შეხვედრა მოიმიზეზეთ, თუმცა საბოლოოდ აღადგინეთ მასთან ურთიერთობა.
3. ვერ ვიტყვით, რომ
თხის რქა
გამოცდას გიწყობთ, ის უბრალოდ გაკვირდებათ, აინტერესებს, შეგიძლიათ თუ არა მოთმინება გამოიჩინოთ. ეს თვისება თხის რქასთან ურთიერთობის განმავლობაში აუცილებლად გამოგადგებათ. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცი არ გაგანებივრებთ რომანტიკული წერილებითა და ყვავილებით - თუ სხვა პლანეტის ძლიერ გავლენას არ განიცდის - მაგრამ ყოველთვის ძლიერ ზურგს შემოგთავაზებთ, იმისთვის რომ დაგიცვათ. თხის რქა გულის სიღრმეში ტირანია, შესაბამისად, აუცილებლად ეცდება გაგაკონტროლოთ, ოღონდ ისე, რომ ვერაფერს მიუხვდეთ. ის ნიადაგს მოსინჯავს, რამდენად შორს შეატოპინებთ თქვენს პირად სივრცეში.
4. მოდერნისტული იდეებით სავსე
მერწყულს
, სურს, რომ მისი არაორდინარულობის გესმოდეთ. გამოცდა, რომლის ჩაბარებაც მოგიწევთ, მომავლის განსხვავებულად ხედვას უკავშირდება. უნდა დაანახოთ, რომ კონსერვატიზმით არ ხართ შებოჭილი. თუ თავს უცხოპლანეტელად აგრძნობინებთ და მის გიჟურ მოსაზრებებს ალმაცერად შეხედავთ, დიდი ალბათობით, ურთიერთობას უპერსპექტივოდ მიიჩნევს.
5.
თევზებს
თქვენი გამოცდა არ სჭირდებათ, განვითარებული ინტუიცია ეხმარება შეხვედრისთანავე დაიწყოს თქვენი შეცნობა-გამოცნობა. თევზებს გვერდით ძლიერი და პრინციპული ადამიანი სჭირდებათ, რადგან თავად ხშირად ავლენენ სისუსტეს, თუნდაც ალკოჰოლის ან ნარკოტიკის მიმართ. დაანახვეთ მას, რომ რეალური გეგმები გაქვთ, ფინანსურად სტაბილური ხართ, შეძლებთ გადაწყვეტილების მიღებას კრიტიკულ სიტუაციებში, გააკეთებთ არჩევანს მის მაგივრად, როცა თავად შეშინებული გაქცევას გადაწყვეტს. თუ თავს ეკითხებით რად გინდათ ასეთი კაცი, დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ. ვერავინ მიუახლოვდება თქვენს სულს ისე, როგორც ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული კაცი. ის არასდროს განგსჯით, არ გაგაკრიტიკებთ და გაგიგებთ ყველაფერს, რაც უნდა დააშავოთ.
6.
ვერძი
უზომოდ ოპტიმისტია, უყვარს ცხოვრება და ყოველთვის იბრძვის. დიდი ინტერესით გამოგცდით, თუმცა, ყოველთვის თქვენკენ გადმოიხრება, როცა ფეხი გადაგიბრუნდებათ. მის გვერდით დამაბნეველ სიტუაციებში აღმოჩნდებით, მაგრამ ყოველთვის უნდა იპოვოთ დელიკატური გამოსავალი. ასევე, უნდა გამოიჩინოთ ენამახვილობა და იუმორი. ხშირად გაგიჯიუტდებათ და უნდა დაუთმოთ, რადგან მას არ სურს მუდმივად კონფლიქტურ ურთიერთობაში ყოფნა. ვერძს შეუძლია ძალიან გულუბრყვილო იყოს, ამიტომ გამოგცდით მატყუარა ხომ არ ხართ. თუ ტყუილში გამოგიჭერთ, თქვენს ნდობას დაკარგავს. ამიტომ ნურასდროს მოატყუებთ.
7. თუ
კუროსთან
ურთერთობის ფორმატისთვის სახელის დარქმევას მოერიდებით, დიდი ალბათობით, ის გამოცდის ჩატარებითაც კი არ შეიწუხებს თავს. მან აუცილებლად უნდა იცოდეს ემეგობრებით, მოგწონთ თუ უბრალოდ სექსი გაქვთ. რაც შეეხება კონკრეტულად გამოცდას... თუ დაგირეკავთ და გეტყვით, რომ აგვიანდება, არასდროს ააჩქაროთ! თუ მოგწერთ, რომ სამსახურში დარჩენა უწევს და თქვენი პაემანი გადაიდება, ნუ უსაყვედურებთ, რადგან პროფესია და ფულის გამომუშავება მისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია. კუროს აშინებს მკვეთრი ცვლილებები, ამიტომ ნურასდროს გამოეცხადებით ცისფრად ან მწვანედ შეღებილი თმით. თუ მაინცდამაინც ექსტრაორდინარული იმიჯის მორგება გსურთ, ნელ-ნელა შეაპარეთ.
8. კუროსგან განსხვავებით,
ტყუპი
სტატუსებით არ უნდა შებოჭოთ, არ აიძულოთ თავისი მეგობრები გაგაცნოთ, თუ თავად არ გამოიჩენს ინციატივას, და არც თქვენი მეგობრების გაცნობა-შეამხანაგებისკენ მოუწოდოთ, ის ჩათვლის, რომ ეწებებით და სულს უხუთავთ. არ აიკლოთ ზარებითა და მესიჯებით. პირველი გამოცდა სწორედ ეს გახლავთ. მეორე გამოცდა უფრო რთულია - მისთვის ნახევრად მიუწვდომელი და იმდუმალი უნდა დარჩეთ, რაოდენ დიდი დროც უნდა გავიდეს. ყოველ ჯერზე უნდა გააოცოთ თქვენში აღმოჩენილი, აქამდე დაფარული, თვისებებით ან უნარით.
9.
კირჩხიბი
გამოცდების დიდოსტატია! პირველ რიგში, თქვენს ერთგულებას შეამოწმებს. დიახ, თქვენ შეიძლება წყვილი სულაც არ იყოთ, მაგრამ სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოთ საპირისპირო სქესთან "ჩატი" და შეხვედრები, რადგან - შინაარსის მიუხედავად - მას ფლირტად და პაემნად დააკვალიფიცირებს. მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი, კირჩხიბი გამოცდის, ხართ თუ არა მუდამ მზად დახმარებისთვის და აუცილებლად მოგაკითხავთ სხვადასხვა პრობლემის გადასაჭრელად, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც ბრწყინვალედ გაუმკლავდებოდა. მესამე - ხართ თუ არა სათანდოდ ყურადღებიანი, მაქსიმალურად ხშირად მოიკითხეთ, დაანახეთ რომ გაინტერესებთ როგორ არის და რას შვრება - მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოახერხოთ ისე, რომ კირჩხიბმა არ ჩათვალოს, მაკონტროლებსო.
10.
ლომი
ხშირად ივლის თქვენთან ერთად საზოგადოებრივ ადგილებში და დაგაკვირდებათ, როგორ გიჭირავთ თავი - უნდა ბრწყინავდეთ, იყოთ ლაღი, ხალისიანი, ამაყი, ადამიანებში პატივისცემას იწვევეთ, ანუ მოიქცეთ ზუსტად ისე, როგორც ნამდვილ დედოფალს შეეფერება! ოღონდ, არც კი იფიქროთ ლომის ჩრდილში მოქცევა, ის არასდროს დარჩება ქალთან, რომელიც მასზე მეტ ყურადღებას იქცევს. ლომი გულუხვია, მაგრამ - არა სულელი, ამიტომ საჩუქრებით აგავსებთ და ამავდროულად დააკვირდებათ, ბოროტად ხომ არ იყენებთ მის ხელგაშლილობას.
11.
ქალწული
ძალიან მოწესრიგებულია, ამიტომ არ უნდა შენიშნოს, რომ ზარმაცი ხართ, თავს არ უვლით ან ქაოსში ცხოვრება შეგიძლიათ. არასდროს დააგვიანოთ მასთან პაემანზე, რადგან არავინ იცავს მასზე მეტ პუნქტუალურობას. როცა გკითხავთ "სად გინდა, რომ ვისადილოთ?" (ეს, რა თქმა უნდა, გამოცდაა!!!) არასდროს დაუსახელოთ სწრაფი კვების ობიექტი. ის ჯანსაღი ცხოვრების წესს და შესაბამისად ჯანსაღად კვებას აფასებს. გამორიცხული არ არის, ერთად ვარჯიში შემოგთავაზოთ, ნუ მოიმიზეზებთ სამსახურს ან მეგობრებთან შეხვედრას, იმისთვის რომ თავიდან აირიდოთ ზედმეტი კალორიების დახარჯვა მასთან ერთად. ქალწულები არასდროს იცვლიან პრიორიტეტებს, ამიტომ ნუ დაეჯახებით რქებით და ნუ ეცდებით რაიმე საკითხზე შეხედულება შეაცვლევინოთ.
12.
სასწორს
სილამაზე იზიდავს, ამიტომ მუდამ ფორმაში უნდა იყოთ! შეეგუეთ, რომ თქვენთან მყოფმა სასწორმა, შესაძლოა, სხვა ლამაზმანს გააყოლოს თვალი. დიდი ალბათობით, თავიდან ამას სპეციალურად გააკეთებს, რადგან თქვენი რეაქცია დააინტერესებს. არც კი შეიმჩნიოთ მისი გამოხდომა. თუმცა, აქვე დავძენ, რომ თქვენგან სრულ მობილიზებას მოითხოვს, უფრო კონკრეტულად, როცა მასთან ერთად იქნებით, თქვენთვის დანარჩენმა სამყარომ არსებობა უნდა შეწყვიტოს და მხოლოდ მას შესციცინებდეთ. სასწორი ძალიან მერყევია, ამიტომ აუცილებლად დატესტავს, ხომ არ გახასიათებთ ადამიანის დილემის წინაშე დაყენება.