რა მეთოდებით წავახალისოთ ბავშვი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და როგორ ვაიძულოთ მას უკეთ სწავლა

რა მეთოდებით წავახალისოთ ბავშვი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და როგორ ვაიძულოთ მას უკეთ სწავლა

რომელიც ძირითადად ბავშვებთან მათი ურთიერთგაგების საკითხს და მიდგომის ხერხებს უკავშირდება. იმ შემთხვევაში, თუ ასტროლოგმა ზუსტად იცის თქვენი შვილის დაბადების თარიღი და საათი დიახაც, შესაძლებელია მასთან მიდგომის ზუსტი გზა მოინახოს, რომლითაც სამომავლოდ გაცილებით უფრო გაადვილდება თქვენი პატარასთვის ცხოვრებისეულ სირთულეებთან ლავირება. თუმცა, მხოლოდ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვითაც შეიძლება ასე თუ ისე გირჩიოთ, რა მეთოდები ჯობს ბავშვის წასახალისებლად:

საიმისოდ, რომ პატარა ვერძმა კარგად ისწავლოს ნუ დააძალებთ მას მეცადინეობას. უთხარით, რომ მიუხედავად დაბალი ნიშნებისა, იგი თქვენს თვალში ყველაზე ნიჭიერი და ჭკვიანია - აუცილებლად დაგიმტკიცებთ, რომ ზუსტად ასეც არის.

კუროს აჩქარებას ნუ აიძულებთ . ცხოვრების რიტმი ამ ბავშვებს გეგმაზომიერი და მშვიდი ურჩევნიათ. თუ თანატოლებს სწავლის მხრივ ჩამორჩება, არ ეჩხუბოთ, მშვიდად გამოჰკითხეთ მიზეზები ცუდად სწავლის. ამის შემდეგ კი ერთობლივად სცადეთ ამ პრობლემების მოგვარება.

ტყუპი სასურველია, რამდენიმე სფეროთი დააინტერესოთ . მისი მაძიებელი ბუნება, მხოლოდ ერთ საგანზე ვერ კონცენტრირდება. თუ სწავლის საკითხს გულგრილად ეკიდება, შეეცადეთ გაარკვიოთ რომელი საგანი მოსწონს ყველაზე მეტად და ამ კუთხით შეუწყოთ ხელი მის პროფილურ განვითარებას.

კირჩხიბი ძალიან ემოციური ბავშვია. სკოლაში თუ ჩავრდნები აქვს იცოდეთ, რომ სადღაც, ვიღაც მის თავმოყვარეობასა და თვითშეფასებას თრგუნავს. გამოჰკითხეთ თქვენს შვილს ამის შესახებ. სავსებით შესაძლებელია, მას მასწავლებლის ეშინოდეს და დაგროვილი ცოდნის გამომჟღავნებას ვერ ახერხებდეს.

პატარა ლომმა თუ სწავლაზე ხელი აიღო , არ გიშველით მასთან გულახდილი საუბრები და ნოტაციის კითხვა. ერთადერთი, თუმც კი არცთუ ჰუმანური გზა, რომ თქვენმა შვილმა თავს შემოუძახოს ის იქნება, სკოლაში თანატოლების (ან სულაც შეყვარებულის) თვალწინ მსუბუქად მაინც შეარცხვინოთ და ხაზი გაუსვათ მის სიზარმაცეს. თავს მოიკლავს და სულ მალე დაუმტკიცებს საზოგადოებას საპირისპიროს.

ქალწული ბავშვები ძალიან ჭკვიანები, გამჭრიახები და ნიჭიერები არიან . ამიტომ მეეჭვება, რომ ასეთ ბავშვთან დედ-მამას სწავლის მხრივ დიდი პრობლემები ჰქონდეს. თუმცა, თუ მაინც იჩინა მსგავსმა რამემ თავი იცოდეთ, რომ თქვენს პატარას საკუთარი თავის რწმენა არ გააჩნია, ან სკოლაში ვინმემ ზომაზე მეტად გააკრიტიკა. ქალწული თანდაყოლილი თვითკრიტიკულობითაა გამორჩეული. ამიტომ ზედმეტ მითითებებს, მისი მწყობრიდან გამოყვანა შეუძლია. წაახალისეთ იგი, უთხარით, რომ ძალიან ნიჭიერი და ყოჩაღია. თავად დაინახავთ ეს როგორ შედეგს მოგცემთ.

სასწორი ბავშვები ტექნიკურ საგნებს ითვისებენ ძნელად ან საერთოდ იგნორს უკეთებენ მათ . თქვენი შვილი ბუნებით და სულით ხელოვანია. დააკავეთ იგი რომელიმე წრეზე - ცეკვის, სიმღერის, ხატვის. არ არის აუცილებელი მაინცდამაინც მათემატიკა იცოდეს კარგად სამომავლოდ. თუკი დასჭირდა ამასაც აითვისებს. მთავარია, მოქმედების თავისუფლება მისცეთ.

მორიელი ჯიუტი, პრინციპული და უტეხია . რამდენიც არ უნდა შეარცხვინოთ, დატუქსოთ ან საჯაროდ დასაჯოთ ცუდი ნიშნების გამო, ის უარესს და უარესს იზამს. მასთან მოლაპარაკების გზა, მხოლოდ და მხოლოდ თანასწორ საუბარზე გადის. აუხსენით, რომ ასე იგი თავის უდიდეს პოტენციალს კარგავს. დაანახვეთ როგორ ბევრს შეძლებს თუ განათლებული და ერუდირებული იქნება. სასურველია, ამ მხრივ რეალური მაგალითებიც მოუყვანოთ, ადამიანები ვისაც იგი პატივს სცემს და აფასებს.

მშვილდოსანი ბავშვები ხშირად მოიკოჭლებენ სწავლაში.

მათთვის რთულია მომაბეზრებელ გაკვეთილებზე ჯდომა. უფრო სპორტის და ხეტიალისკენ აქვთ მიდრეკილება. დასჯა და ნოტაციები ნაკლებად გაჭრის მასთან. თანაც ისეთი საყვარელია, ალბათ დიდი ხნით ვერც გაბრაზდებით მასზე. აჯობებს სპორტული აქტივობით ან ცეკვით დააკაოთ. სამომავლოდ მისგან ამ მხრივ არცთუ ცუდი პროფესიონალი დადგება.

თხის რქა ერთ-ერთი იშვიათი მოწესრიგებული და შინაგანად დისციპლინრებული ბავშვია . ამიტომ თუ სწავლაში მოიკოჭლებს, აქ სხვა მიზეზი იქნება ვიდრე უბრალოდ სიზარმაცე. სავარაუდოდ, მისის ამბიციები უხეშად დაბლოკეს ან პედაგოგმა, ან თანაკლასელებმა. სცადეთ გულახდილად დაელაპარაკოთ ამ კუთხით.

მერწყული იშვიათად იკლავს თავს ბეჯითი სწავლით. თუმცა, პერიოდულად მისი ნიჭიერება გაოცებთ თქვენც და მის პედაგოგსაც? მერწყულები არაპროგნოზირებადები არიან, ამიტომ ფიქრი იმაზე, რომ თქვენი შვილი უნიჭოა, ჩანასახშივე მცდარია. სავსებით შესაძლებელია მას მათემატიკური და ტექნიკური საგნებისკენ ჰქონდეს მიდრეკილება. ნუ ჩამოაშორებთ კომპიუტერს, მისგან შეიძლება მომავალში უნიჭიერესი პროგრამისტი ან სულაც მსოფლიო დონის ჰაკერი დადგეს.

თევზები ემოციურად სათუთი, ბუტია და წყენიაა. ამიტომ პირველი მასწავლებლის შერჩევას მისთვის დიდი ყურადღება მიაქციეთ. სავარადუდოდ, ხელოვანის ბუნება ექნება. ცეკვა, მუსიკა, თეატრალური სტუდია მისთვის უფრო "მშობლიურია" ვიდრე ფიზიკა-მათემატიკური საგნები. თუ სწავლაში მოიკოჭლებს, ნუ გაუბრაზდებით. სიმკაცრე და უხეშობა საპირისპირო შედეგს გამოიწვევს მასში.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"