რა მინერალი გაკლიათ ორგანიზმში, რას იწვევს მათი დეფიციტი და როგორ უნდა შეივსოთ მარაგი? - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რა მინერალი გაკლიათ ორგანიზმში, რას იწვევს მათი დეფიციტი და როგორ უნდა შეივსოთ მარაგი? - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ადამიანები მიდრეკილი არიან კონკრეტული მინერალების დეფიციტისკენ და მაშინაც კი, თუ ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევენ, შესაძლოა ჯანმრთელობამ უმტყუნოთ. გაინტერესებთ რომელი მინერალი გაკლიათ და როგორ უნდა შეივსოთ?

თხის რქებს აკლიათ კალციუმი და მაგნიუმი, ამიტომ ძვლებისა და სახსრების პრობლემები აწუხებთ, ასევე ექერცლებათ კანი და ემტვრევათ ფრჩხილები. იმისთვის, რომ ორგანიზმს საჭირო რაოდენობის კალცი მიაწოდოთ, მიირთვით: ნიახური, ნუში, კუნჯუთი (თხილეულის ნაირსახეობა), ხაჭო, ყველი, რძე, არაჟანი, კურაგა,  შებოლილი თევზი ძვლით.

მერწყულებს აკლიათ ომეგა 3, რის გამოც შესაძლოა დაუქვეითდეთ მხედველობა, მოზარდობის პერიოდში შეჩერდეს მათი სიმაღლეში ზრდა, დაერღვეს ჰორმონალური ბალანსი, დაუსუსტდეს იმუნიტეტი და  სისხლის რეოლოგიური თვისებები. აუცილებლად უნდა მიიღოს: თევზი, ზღვის პროდუქტები, ნიგოზი, მწვანე ფერის ბოსტნეული, ხორბალი.

თევზებს აკლიათ H2O -  წყალი, რაც ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს დეჰიდრატაციამდე მიიყვანს. გარდა ამისა,  შეექმნებათ კუჭ-ნაწლავის პრობლემები, გაუჭირდებათ საკვების მონელება, არსებობს  ნაწლავების ანთების წარმოშობის საშიშროება; ნაადრევად დაუბერდებათ კანი და შეაწუხებთ ნაოჭები. რა უნდა გააკეთოთ?  პასუხი მარტივია, მიიღეთ რაც შეიძლება მეტი სითხე.

ვერძებს აკლიათ: იოდი, რომლის ნაკლებობა ჩიყვს აჩენს; ფოსფორი, რომლის ნაკლებობამაც შესაძლოა სრულიად დააზიანოს ნერვული სისტემა;  ფტორი, რომლის დეფიციტიც კბილების დაშლასა და კარიერსს იწვევს; და A  ვიტამინი, რომელიც  საჭიროა კარგი მხედველობისთვის. ვერძებმა უნდა მიიღონ: ორაგული, ისპანახი, ბროკოლი, სარდინები, სკუმბრია.

კუროებს აკლიათ რკინა. რკინის ნაკლებობა იწვევს უენერგიობას, სისუსტეს, ხელ-ფეხის გაციებას სიცხეში ან მოძრაობისას, კანის გაფერმკრთალებას, ენის დეფორმაციას, ფრჩხილების გამოშრობა-გაყოფას. მიიღეთ: მოლუსკები,  ქათმის ან საქონლის ღვიძლი, გოგრის თესლი, მიწისთხილი, ცხვრის ხორცი, ლობიო, ისპანახი, შავი შოკოლადი, კაკაო.

ტყუპს აკლიათ ცილები, რაც იწვევს: შარდის ბუშტის სისტემის გადაგვარებას, წონაში არანორმალურ კლებას და ანორექსიას, თმის გათხელებას, თავის ტკივილს, ინსომნიას, ფსიქიკურ დავაადებებს. ტყუპმა უნდა მიიღონ: ქათმის და საქონლის ხორცი, კვერცხი, თხილი, ინდაურის გულ-მკერდი, ტოფუ.

კირჩხიბებს ვიტამინი B. თიამინი (B 1) გაკლიათ, შეიძლება დაგემართოთ ნეიროპათია, კარდიომეგალია, დაგეწყოთ მეხსიერების პრობლემები. თუ რიბოფლავინი გაკლიათ (B 2) შესაძლოა დაგემართოთ ენის ანთება. ორგანიზმში ნიაცინის (B 3) მინიმალური დოზის არსებობის შემთხვევაში მზეზე გასვლისთანავე გაგიღიზიანდებათ კანზე. მიირთვით: წიწიბურია, შვრია, ბარდა, სოკო, ხიზილალა, ბრინჯი, კარაქი, რძე.

ლომებს აკლიათ ვიტამინი E, რაც ხშირად რეპროდუქტიული სისტემის პრობლემებს იწვევს.  ასევე, შენელდება თქვენი რეფლექსები. მიირთვით: სტაფილო, ისპანახი, მანგო, კარაქი, სიმინდი, გოგრა, მაიონეზი, ავოკადო.

ქალწულებს აკლიათ ვიტამინი K, რაც აქვეითებს რეგენერაციის (ქსოვილის განახლება) უნარს, არღვევს სისხლის შემადგენლობას. მიირთვით: ყვავილოვანი კომბოსტო, მარწყვი, მწვანე ჩაი, ოხრახუში.

სასწორებს აკლიათ კალიუმი. კალიუმის ნაკლებობა იწვევს ოსტეოპოროზს - ძვლები ხდება მყიფე და სწრაფად მსხვრევადი; გარდა ამისა, სუსტდება კუნთები.  მიირთვით თაფლი, ბანანი, კივი, გარგარი, ავოკადო, ქოქოსი, პომიდორი, მიწისთხილი, კვერცხის გული, თევზი, ნაყინი, იოგურტი, ლობიო.

მორიელებს აკლიათ ვიტამინი C, იგივე ასკობრინის მჟავა, რაც იწვევს იმუნური სისტემის დაქვეითებას, აჩენს კანზე გამონაყარს, მელანქოლიურსა და დეპრესიულს გხდით, ართულებს ჭრილობების შეხორცებას.  უნდა მიირთვათ: ციტრუსი, კამა, სალათის ფურცლები, წითელი წიწაკა, მარწყვი, პაპაია, ანანასი.

მშვილდოსანს აკლია ვიტამინი D, რომლის ნაკლებობაც ართულებს სხვა ვიტამინების ათვისებას. ამასთან ერთად, თუ  D ვიტამინი საკმარისი ოდენობით არ გაქვთ, კანის პრობლემები შეგექმნებათ, დაგისუსტდებათ ძვლებიცა  და კბილებიც. არსებობს რაქიტის განვითარების საშიშროება. ამ ვიტამინით გაჯერებულია: სოიის რძე, კვერცხის გული, ფორთოხალი, სოკო, თევზი, ზღვის კომბოსტო, ქაშაყი, თინუსი.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"