რა შეცდომას უშვებთ ფინანსების განკარგვისას, რის გამოც ვერ მდიდრდებით - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რა შეცდომას უშვებთ ფინანსების განკარგვისას, რის გამოც ვერ მდიდრდებით - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ვერძი

შეამცირეთ რისკები, რადგან, თქვენს შემთხვევაში, ამ მიზეზით გიჩნდებათ მოულოდნელი და სოლიდური გასავალი.

კურო

შეამცირეთ ბარ-რესტორნებში სიარული. თანხა, რომელიც გემრიელად ჭამა-სმაში გეხარჯებოდათ, გადადეთ.

ტყუპი

შეამცირეთ ხეტიალისთვის განკუთვნილი დრო და თანხა. ცნობილი ფაქტია, რომ ერთ ადგილას დიდხანა ვერ ჩერდებით, ახალ-ახალი ადგილების მონახულება გიყვართ, მუდმივად მოძრაობა გსურთ. თუ აქამდე წელიწადში 3-4 ჯერ სტუმრობდით უცხოეთს, სცადეთ მხოლოდ ორჯერ წახვიდეთ სამოგზაუროდ. თუ ის ტყუპი ხართ, რომელიც ყოველ შაბათ-კვირას ქალაქგარეთ ატარებს და დიდი თანხა ეხარჯება ამ სიამოვნებაში, შინ დარჩენა სცადეთ.

კირჩხიბი

შეუჩერებელი ხდებით და გონებას კარგავთ, როცა საყვარელი ადამიანებისთვის ყიდულობთ საჩუქრებს. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ დღესასწაულებზე, არამედ სრულიად უმიზეზოდაც ასაჩუქრებს ირგვლივ მყოფებს. ნაკლები ხარჯეთ საჩუქრებზე. ადამიანებს თქვენ გვერდით ყოფნაც აკმაყოფილებთ და აბედნიერებთ.

ლომი

ნაკლები ხარჯეთ თავის მოვლის საშუალებებზე. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანმა უნდა გადადოს თანხა ჯანმრთელობისა და თავის მოწესრიგებისთის, მაგრამ როდესაც ცხრანაირი შამპუნი, შხაპგელი და ათნაირი ერთი და იგივე დანიშნულების კრემი გაქვთ, გარდერობში კი ტანსაცმელი აღარ ეტევა, უნდა შეჩერდეთ... უნდა მიხვდეთ, რომ თვითკონტროლს კარგავთ!

ქალწული

თქვენ ხართ ადამიანი, რომელიდ ასტროლოგებს, და არა მარტო მათ, აქეთ ასწავლის, როგორ უნდა დაზოგონ ფული. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები არ გამოირჩევიან ხელგაშლილობით, არც ფულის უაზროდ და უმიზნოდ ხარჯვა სჩვევიათ.

თხის რქა

ნაკლები ხარჯეთ მანქანებზე, მაშინაც თუ ძალიან გიყვართ. სისულელეა, როცა უსლუო საგანს უთმობთ მთელ თქვენს შემოსავალს. ასევე, შეეშვით ძვირად ღირებული ნივთების ყიდვას. ნუ გავიწყდებათ ნივთის მთავარი დანიშნულება - უნდა იყოს პრქტიკული და გაგიმარტივოთ ცხოვრება. ნუ გგონიათ, რომ ძვირად ღირებული საგანი აუცილებლად ხარისხიანი იქნება.

მშვილდოსანი

ძალიან ბევრ ფულს ხარჯავთ სასმელზე, სიგარეტზე, ნარკოტიკზე ან გამაბრუებელ საშუალებებზე. ამით ჯიბესაც იცარიელებთ და ჯანმრთელობასაც ვნებთ. ასე რომ, დროა, მავნე ჩვევებს შეელიოთ და ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდიოთ. ასევე, ბევრი მშვილდოსანი "შემჯდარია" ტკბილეულზე. თან, მხოლოდ ხარისხიან და ძვირ სასუსნავებს ეტანებიან. აკონტროლეთ იმ ტკბილეულის დოზა, რომელსაც იღებთ.

მერწყული

აზარტულობით გამოირჩევით და მიდრეკილი ხართ აზარტული თამაშებისკენ. ძალიან დიდ თანხას ხარჯავთ ტოტალიზატორებში, სლოტებზე, პოკერში, რულეტკაზე ან რომელიმე სპორტის გულშემატკივრობისას. თავი ხელში აიყვანეთ და მფლანგველობას მოეშვით.

თევზები

ნაკლები თანხა დახარჯეთ წიგნებსა და ბლოკნოტებში. შეავლეთ თვალი წიგნების თაროს, რამდენი რომანი გაქვთ წასაკითხი? ბევრი. წიგნები ხომ დეკორაცია არ არის? დიახ, თქვენ ყიდულობთ იმ იმედით, რომ ოდესმე (უკეთეს შემთხვევაში, სულ მალე) წაიკითხავთ ამ წიგნებს, მაგრამ საბოლოოდ მტვერი დაედება ხოლმე.

სასწორი

შეამცირეთ ნივთების შეძენა თქვენი ინტერიერის სრულყოფისთვის. რამდენი სურათი ამშვენებს თქვენს კედლებს? ან რამდენი ლამაზი ნივთი? უამრავი! საკმარისია!

მორიელი

ნუ ხარჯავთ ამდენ ფულს სექსში. შესაძლოა, თქვენ სულაც არ ქირაობთ მეძავეებს, მაგრამ სანამ ქალს საწოლში შეიტყუებთ, ანებივრებთ მას, დაატარებთ შთამბეჭდავ ადგილებში, იპყრობთ და მხოლოდ ამის შემდეგ "ესხმით თავს." თუ ქალი ხართ, სავარაუდოდ ბევრ სექსუალურ საცვალს, სამოსსა და აქსესუარს ყიდულობთ, რომ თქვენი სქესობრივი ცხოვრება კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდეს. სექსი მნიშვნელოვანია, მაგრამ ცხოვრების ამომავალი წერტილი არ არის.