რას შეცვლის 17 ივნისის სავსემთვარეობა თქვენს ცხოვრებაში?

რას შეცვლის 17 ივნისის სავსემთვარეობა თქვენს ცხოვრებაში?

როგორც იცით, მთვარე ჩვენს ემოციებს განაგებს, ამიტომ სავსემთვარეობის პერიოდში საკმაოდ მომატებულია ემოციური ფონი ადამიანებში, შფოთვა, გაღიზიანება. სწორედ ამ მიზეზით იქმნება ბევრი საკონფლიქტო სიტუაცია, აგრესიულობა, დაპირისპირებები. აარიდეთ თავი მსგავს კონფლიქტურ სიტუაციებში მოხვედრას.

არ ღირს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, ხელშეკრულებების გაფორმება, მოლაპარაკებების წარმოება სავსემთვარეობის პერიოდში.

მომდევნო დღეებში მაქსიმალური ყურადღებაა საჭირო გზებზე გადაადგილებისას, ასევე, მოუფრთხილდით ტექნიკას.

ყურადღება გამოიჩინეთ თავშეყრის ადგილებში, იქ, სადაც ბევრი ხალხია ერთად თავმოყრილი, მაგ. მიტინგი, ბაზრობა და სხვ.

ასევე, ყურადღება მართებთ გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის პრობლემების მქონე ადამიანებს. შესაძლოა ასევე ნერვული აშლილობა, ნევრალგია, თავის ტკივილები, ინფექციური და კუჭ-ნაწლავის დაავადებების მატება. მიიღეთ პროფილაქტიკური ზომები.

სიფრთხილე ნარკოტიკულ საშუალებებთან და სითხეებთან - ალკოჰოლი, წყალი (მიაქციეთ ყურადღება წყლის სისუფთავეს)," - გვაფრთხილებს ასტროლოგი ქეთი ვაწაძე.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"